სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, ტოპ-5 ლიგის შემადგენლობები დაკომპლექტდა. ვნახოთ ყველაზე ახალგაზრდული და "ხანდაზმული" გუნდები ევროპაში...
გასულ სეზონში ევროპის 5 მოწინავე საფეხბურთო ლიგაში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "ვალენსიას" ჰყავდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, თუმცა იქაც ჩაფლავდა და ლა ლიგაშიც.
"ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონატში ახლაც ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, მისი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25 წელია, თუმცა ტოპ-5-ეულში მასზე ახალგაზრდული შემადგენლობებიც ჰყავთ.
ფრანგული "ნიცას" საშუალო ასაკი 23,3 წელია და ეს ევროპის მოწინავე პირველობებში ყველაზე დაბალია - რივიერას მკვიდრებს ყველაზე ახალგაზრდული
იმ კლუბებს შორის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ, ყველაზე ახალგაზრდული "ლევერკუზენია" - 24,5 წელი, ყველაზე ხანდაზმული კი - "იუვენტუსი" - 29,7 წ.
ინგლისის ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "ტოტენჰემია" - 25,5 წ, ყველაზე ხანდაზმული - "უოტფორდი" - 29,8. ლა ლიგის ყველაზე ხანდაზმული გუნდი "ლას პალმასია" - 28,8 წ. ლიგა 1-ში ყველაზე ხანდაზმული "კაენია" - 29,8 წ.
ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდული "ფრაიბურგია" - 24,2 წ, ყველაზე ხანდაზმული - "ბაიერნი" - 28,8 წ. სერია A-ში ყველაზე ახალგაზრდული გუნდი "ბოლონიაა" - 25,8 წ.
ტოპ-5-ის 5 ყველაზე ახალგაზრდული გუნდი
1. ნიცა ლიგა 1 23,3
2. ტულუზი ლიგა 1 23,4
3. ფრაიბურგი ბუნდესლიგა 24,2
4. ლევერკუზენი ბუნდესლიგა 24,5
5. ლაიპციგი ბუნდესლიგა 24,7
ტოპ-5-ის 5 ყველაზე ხანდაზმული გუნდი
1. კიევო სერია A 31,4
2. უოტფორდი პრემიერლიგა 29,8
3. კაენი ლიგა 1 29,8
4. დიჟონი ლიგა 1 29,7
5. იუვენტუსი სერია A 29,7
გრანდები
1. დორტმუნდი ბუნდესლიგა 25,5
2. მილანი სერია A 25,8
3. რეალი ლა ლიგა 26,0
4. პსჟ ლიგა 1 26,1
5. არსენალი პრემიერლიგა 26,6
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"