"როსელმა ხმასაც კი აუწია, გაზიდისი კი ჩუმად იდგა და
მიაქცევდით ყურადღებას, რომ ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერს უჩვეულო გვარ-სახელი აქვს. მას ტორალად იცნობენ, ფეხბურთს ამ გვარით თამაშობს, ჯონ ჰარპერი კი ინგლისელი დედისგანაა. ამბობენ, რომ ტორალი ახლოსაა ცხოვრებაში პირველი პროფესიული კონტრაქტის გაფორმებასთან და ისე, როგორც თავის დროზე ფაბრეგასს, ამ კონტრაქტს მასაც "არსენალი" სთავაზობს. ბედის ირონიით ტორალმა და ფაბრეგასმა უკვე მოასწრეს ერთად "ნაიკის" რეკლამაში თამაში.
ყმაწვილის გამო კლუბებს შორის დაპირისპირება იმდენად დიდია, რომ დაძაბულობით ფეხბურთის მოედანზე არა, მაგრამ ოფისებში ლიგის მერვედფინალს ნამდვილად გადააჭარბებს. "სანი" წერს, რომ "არსენალს" ტორალის გადასაბირებლად უღირსი საქციელი არ ჩაუდენია, თუმცა მისი შეძენის მტკიცე სურვილი აქვს და ესპანეთის ჩემპიონს ეს აბრაზებს. მეორე მხრივ, ნუ გამოვრიცხავთ, რომ ლონდონელები კლუბამდე ბავშვის ოჯახში მივიდნენ და "ოპერაცია" იქიდან დაიწყეს. ასეა თუ ისე, 2003 წელს, როდესაც "მეთოფეებმა" ფაბრეგასი წაიყვანეს, "ბარსელონას" ოფისში ყველაზე მეტად როსელი გაცხარდა. ის, მაშინ, ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. "არსენალის" იმჟამინდელ ვიცე-პრეზიდენტ დევიდ დინს სწორედ როსელმა უთხრა პირველი უარი, თუმცა, ფაბრეგასის ისტორია რითაც დამთავრდა კარგად მოგეხსენებათ.
კლუბებს შორის დაძაბულობას, რასაკვირველია, ფაბრეგასის თემაც ამძაფრებს. "ბარსელონა" უკვე რამდენიმე წელიწადია ფაბრეგასის დაბრუნებაზე ლაპარაკობს, გასულ ზაფხულს კი ლაპარაკმა ძალიან კონკრეტული სახე მიიღო - კატალონიელები 31 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ "არსენალის" თავკაცმა არსენ ვენგერმა სესკი არ გაუშვა. მოგეხსენებათ, ვენგერი ფაბრეგასისვის ძალიან ავტორიტეტული ადამიანია და მისი ნებართვის გარეშე ვერსად წავიდოდა. სხვათაშორის, ზაფხულში ვენგერიც ბრაზობდა, "ბარსა" ფაბრეგასის გადასაბირებლად ზურგიდან შემოვლის ხერხებს მიმართავსო.
პ.ს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ "არსენალმა" მიზანს მიაღწია და ესპანეთის 16-წლამდელთა ნაკრების წევრი 350 ათასი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა (ინფორმაცია კატალონიური რადიოსადგურ რაც 1-ის). "მეთოფეებს" ტორალის თანაგუნდელის სერხი სამპერის შეძენა სურდათ, მაგრამ თავას ფეხბურთელმა იუარა ინგლისში გადასვლა. ჭორიკანა, მაგრამ ხშირად საკმაოდ ინფორმირებული "ტრაიბალ ფუტბოლი" საერთოდ საოცარ ამბავს ყვება: თურმე, ტორალის ტრანსფერს ხელი პერე გვარდიოლამ შეუწყო, რომელიც "ბარსელონას" თავკაც პეპ გვარდიოლას ძმა და ტორალის აგენტია.
ჯონ მიგელ ტორალ ჰარპერი
16 წლის
მარცხენა ნახევარმცველი
კლუბები: ბარსელონა (12 წლის ასაკიდან)
ესპანეთის U-16-ის წევრი