როგორ კვდება "ოქროს ბურთი"

AutoSharing Option
მსოფლიოს მთავარი საფეხბურთო პრემია "კვდება". ხმამაღალი, მაგრამ არცთუ უსაფუძვლო განცხადებაა. დანარჩენს ჩვენი წერილიდან შეიტყობთ, რომელიც ამ საინტერესო თემას ეხება. მაშ ასე, რა ემუქრება მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს?

რა მოხდა?
ფიფა ლაურეატებს აღარ გადასცემს "ოქროს ბურთს". ეს უფლება მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ "ფრანს ფუტბოლს" დაუბრუნა. ეს უკვე ცუდია. წლების განმავლობაში "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონიალი დაახლოვებით იგივე იყო ფეხბურთში, რაც ოსკარების გადაცემის შოუ კინომატოგრაფიაში. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ფიფას ფულებით გახდა შესაძლებელი.

2009 წელს ზეპ ბლატერმა პრესტიჟული პრემია 6 წლით იყიდა
16 მილიონ ევროდ. იქედან დაიწყო მაგარი ამბები დაჯილდოვებებზე. ლიონელ მესიმ მსოფლიო საზოგადოება ექსტრავაგანტული ჩაცმულობით გააკვირვა, კრიშტიანო რონალდომ კი პირდაპირ სცენიდან გადმოაფრქვია ემოციები.

უნდა მივეჩვიოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას ამგვარი ეფექტები აღარ ექნება. მიზეზი მარტივი და ბანალურია - "ფრანს ფუტბოლს" არ აქვს საკმარისი თანხა იმისათვის, რომ დაჯილდოვების ისეთი ცერემონიალი მოაწყოს, როგორსაც ფიფა აწყობდა.

დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მსჯელობდნენ "ოქროს ბურთის" მომავალზე ფიფას და "ფრანს ფუტბოლის" ხელმძღვანელები. ყველაფერი გაართულა ფიფას ახალი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს პოზიციამ. მას ბევრი ფულის ხარჯვა აღარ სურს და თან იმაზეც ფიქრობს, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრემია პრესტიჟული იყო.

საბოლოოდ, შეიქმნა ახალი ფიფას პრიზი. მას უბრალო სახელი აქვს - მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ძველი კი"ფრანს ფუტბოლს" დარჩა.

ადრეული რეფორმები და ოქროს ბურთი
პირველი 39 წლის განმავლობაში (1956-1995) "ოქროს ბურთს" მხოლოდ ევროპელებს აძლევდნენ. ტაბუ ბრწყინვალე ლიბერიელმა თავდამსხმელმა, ჟორჟ ვეამ დაარღვია. დარჩა მხოლოდ ერთი აკრძალვა. ლაურეატი შეიძლება იყოს თუნდაც ჩადიდან, მაგრამ ევროპაში უნდა თამაშობდეს.

რამდენიმე წლის წინათ, "ოქროს ბურთზე" უფლებები კინაღამ უეფას გადაეცა. მიშელ პლატინი ოცნებობდა, რომ უწინდებურად ჯილდო მხოლოდ ევროპელებს მოეგოთ. ფრანგი ჩინოსანი მზად იყო, ჩანაფიქრის შესრულების შემთხვევაში პროექტზე დიდი ფული დაეხარჯა.

ვინ აძლევს ახლა ხმას?
"ოქროს ბურთის" მფლობელს ახლა მხოლოდ ჟურნალისტები ირჩევენ და ეს უკვე მოსაწყენია. ფიფას პრემია უფრო საინტერესოა. იქ ხმას გაცილებით ფართო სპექტრი აძლევს. აქ ოთხი კატეგორია აძლევს ხმას - ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები, ჟურნალისტები და ქომაგები. ასეთი რამ არ ყოფილა თუნდაც "ოქროს ბურთის" საუკეთესო წლებში. მაშინ ხმას აძლევდნენ ნაკრებების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები.

როგორ დაითვლება ხმები?
ხმებს ცალკეულ ჯგუფებში ცალკე თვლიან და მერე გადაჰყავთ იგი პროცენტებში. ყველა ფეხბურთელის პროცენტი ყველა ჯგუფში იყოფა ოთხზე. ამის შემდეგ ჯამდება ოთხივე ჯგუფში მოამაშის მიერ მოპოვებული ქულები და გამოდის საერთო მაჩვენებელი.

ვინ მოიგებს?
სადღეისოდ "ოქროს ბურთს" ჰყავს 30 პრეტენდენტი: აგუერო, ობამეიანგი, ბუფონი, ბეილი, რონალდუ, დე ბრუინი, დიბალა, გოდინი, გრიზმანი, იგუაინი, იბრაჰიმოვიჩი, ინიესტა, კოკე, კროოსი, ლევანდოვსკი, ლორისი, მაჰრეზი, მესი, მოდრიჩი, მიულერი, ნოიერი, ნეიმარი, პაიე, პეპე, პოგბა, რუი პატრისიო, სერხიო რამოსი, ლუის სუარესი, ვარდი, არტურო ვიდალი

ფიფას პრემიაზე პრეტენზიას 23 პრეტენდენტი აცხადებს: აგუერო, ბეილი, ბუფონი, რონალდო, დე ბრუინი, იბრაჰიმოვიჩი, ინიესტა, გრიზმანი, პაიე, კანტე, მაჰრეზი, მესი, კროოსი, ლევანდოვსკი, მოდრიჩი, ნოიერი, ნეიმარი, იოზილი, პოგბა, სერხიო რამოსი, ლუის სუარესი, ვარდი, ალექსის სანჩესი.

"ოქროს ბურთის" პრეტენდენტები, რომლებიც ვერ შევიდნენ ფიფას პრემიის მაძიებელთა რიგებში: მიულერი, პეპე, დიბალა, იგუაინი, გოდინი, ობამეიანგი, ლორისი, ვიდალი, კოკე, რუი პატრისიო

ფიფას პრემიის მაძიებლები, რომლებიც "ფრანს ფუტბოლის" ნომინანტთა შორის ვერ მოხვდნენ: სანჩესი, იოზილი, კანტე

Sportall.Ge

ერთს მესი, მეორეს რონალდო?
ადვილი შესაძლებელია, ერთი ჯილდო მესიმ მოიგოს, მეორე კი - კრიშტიანო რონალდომ. არანაირი პრობლემა არ იქნება. ბოლოს ასეთი რამ 2004 წელს მოხდა. "ოქროს ბურთი" მაშინ ანდრეი შევჩენკომ მოიგო, ფიფას ვერსიით კი საუკეთესო რონალდინიო გახდა.

როდის დაასახელებენ გამარჯვებულებს?
"ოქროს ბურთის" მფლობელი 13 დეკემბერს გამოვლინდება. ჯერ ცერემონიალის დეტალებზე დაწვრილებით არავინ არაფერს ამბობს.

ფიფა საუკეთესოს 9 იანვარს დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებაზე დაასახელებს. ფინალში გასული სამეული 2 დეკემბერს დასახელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
Kvdeba ara is kide.2010 wlamdec aseti formati qonda tumca mainc yvelaze prestijuli iyo.fifas.jildoze prestijulic.da axlac mase iqneba.ra logikit daweret kvdebao ver vxvdebi.2010 wlamde ar iyo am formatis?da prestiji aklda mashin?mermunet rac ar unda moindomos fifam oqros burtze prestijul jildos ver sheqmnis
L.messi
15:05 12-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული