ყველა მათგანის საფეხბურთო გზა იწყებოდა ცნობილ "ლა მასიაში". თითოეულ მათგანს უყვარდა კატალონია და აღტაცებული იყო იოჰან კრუიფით. და მაინც, ისინი დარჩნენ სადღაც ელიტასა და საშუალო კლასს შორის.
კუენკა ხშირად იცვლის ლიგებს, ამ სეზონში კი "გრანადასთან" ერთად ბოლო ადგილსაა გაშინაურებული პრიმერაში. ტელიომ გაიკეთა ორი შესამჩნევი ტატუ. ორი სეზონი იყო "პორტუში", საბოლოოდ, კი "ფიორენტინაში" დამკვიდრდა. კიდევ ერთი
"ბარსელონას" დონემდე კვლავ აღზევების შანსი ამ ბიჭებიდან არავის აქვს. შესაძლოა, მხოლოდ დეოლოფეუს ჰქონდეს და ესეც ძალიან საეჭვოა. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, მაგრამ პედრო გრანდშია - "ჩელსიში".
სხვაა ძმების, ტიაგო და რაფაელ ალკანტარების მაგალითი. ისინი ასაკით იმ ბიჭებთან არიან ახლოს, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, საფეხბურთო ინტელექტით კი - პიკესთან, ბუსკეტსთან და ფაბრეგასთან. ძმები არასოდეს იყვნენ "ბარსელონასთვის" მხოლოდ სათადარიგოთა სკამის შემვსებნი.
თავის დროზე ტიაგომ ვერ გაუძლო უდიდეს კონკურენციას და იმისათვის, რომ სისტემატურად ეთამაშა, "ბაიერნში" წავიდა. ვიდალთან და ჩაბი ალონსოსთან ერთად ის დღეს შეუცვლელია მიუნხენურ გრანდში.
ახლა მოვუსმინოთ ფეხბურთელების მამას, ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, მაზინიოს. "მე მინდა, რომ ტიაგო "ბარსელონაში" დაბრუნდეს. მას ამ კლუბის სისხლი აქვს. პეპმა თავის დროზე ის იმიტომ წაიყვანა "ბაიერნში", რომ არა მხოლოდ "ტიკი-ტაკა" იცის, არამედ იმადაც, რომ შესანიშნავად იყენებს გრძელ გადაცემებს. მას შეუძლია საგოლე პასი გააკეთოს მინდვრის ყველა წერტილიდან".
ბავშვობაში ძმები, ტიაგო და რაფინია სალაღობოდ თამაშობდნენ ფეხბურთს. ეს გასაკვირი სულაც არ იყო - ფეხბურთელების დედა ვალერია პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, მამაზე უკვე ვთქვით. მაზინიო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1994 წელს.
რაფინიამ სანაკრებო ასპარეზად ბრაზილია აირჩია. ეს შემთხვევითი სულაც არ იყო. ძმისგან განსხვავებით ის უფრო ხშირად ჩადიოდა მამის სამშობლოში. რაფინია ბავშვობიდან ბევრს ხუმრობდა. მამამ ბიჭს ჭკუა ასწავლა. 12 წლის რაფინია ლა მასიაში გასინჯეს. მაშინ მამამ ბიჭს უთხრა, რომ ის ვერ მოხვდა რჩეულთა შორის. ტიაგომ იცოდა, რომ მის ძმას გაუმართლა, მაგრამ მამასთან პირი შეკრა, შორს გავიდა და ისე იცინოდა.
საინტერესოა, რომ რაფინიამ თამაში მეკარის პოზიციაზე დაიწყო. "მე ძალიან მომწონდა მაღალი გეტრები. მეკარის ხელთათმანები... ჩემი კუმირები იყვნენ დიდა და კლაუდიო ტაფარელი." - იხსენებს რაფინია ფა ამბობს, რომ მამის დროინდელ "სელტაში" ყველაზე მეტად ფრანგი მეკარე, რიშარ დუტრუელი მოსწონდა.
შემთხვევითი არ არის, რომ რაფინიამ "სელტაში" ითამაშა. მაშინ გუნდს ლუის ენრიკე წვრთნიდა. თუ ტიაგოს მწვრთნელი გვარდიოლაა, რაფინიასათვის ძალიან ბევრი გააკეთა ლუის ენრიკემ. სწორედ მან მისცა ნიჭიერ ფეხბურთელს "სელტაში" სათამაშო პრაქტიკა.
რაფინიამ წელს ძალიან არგო "ბარსელონას". როცა მესი ტრავმას იშუშებდა, ნეიმარი ჭირვეულობდა, ხოლო პაკო ალკასერი აგრძელებდა მზესუმზირის ჭამას, ის კარგად ჩაეწერა გუნდში.
"ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. ფეხბურთი და "ბარსელონა". ჩემი ძმა შესანიშნავი ფეხბურთელია. თქვენის ნებართვით ახლა ერთ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა. ბავშვობაში ტიაგო ჩემზე ბევრად მაგარი იყო. მას ბურთთან ერთად წარმოუდგენელი რამეების გაკეთება შეეძლო." - ეს რაფა ალკანტასას სიტყვებია.
"ბარსელონას" გულშემატკივარს ის ძალიან უყვარს. "ეს ბიჭი ცეცხლს აფრქვევს" - ასე ამბობენ ისინი. ალბათ, რაფინიას მთავარი სიძლიერე ბურთის შესანიშნავი ფლობაა. მისი ფინტები და პასის კულტურა, რომელიც არავიში აგერევა.
ზოგადად, ძმები ძალიან პოზიტიური ადამიანები არიან. მათ უყვართ მუსიკა და ხუმრობა. კაცს ვერ ნახავთ, ტიაგოსა და რაფაზე ცუდი რამ თქვას.
"ჩვენი მიზანია, დიდხანს ვითამაშოთ ფეხბურთი და ამით სიამოვნება მივანიჭოთ ხალხს. ვფიქრობ შეგვიძლია, ეს მაღალ დონეზე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი დევიზია, ვიაროთ სულ წინ და წინ.
რაც შეეხება ერთად თამაშს, ეს შესანიშნავი იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ დღეს მე "ბარსელონაში" ვთამაშობ, ტიაგო კი "ბაიერნში." ამ დროისათვის ასეა და რა იქნება მომავალში, ამას ყველანი ერთად ვნახავთ." - ამბობს რაფინია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"