უგანდაში საფეხბურთო გუნდი ტბაში დაიხრჩო

AutoSharing Option
საფეხბურთო ტრაგედიებს კიდევ ერთი შეემატა - აფრიკაში საფეხბურთო გუნდის ფეხბურთელები ტბაში დაიხრჩვნენ!

ნავზე 45 ადამიანი იმყოფებოდა. მათი დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. ტრაგედია უგანდაში, ალბერტის ტბაზე მოხდა.

გადატვირთული ნავი მაშინ ამოყირავდა, როცა ზედ მყოფი ადამიანების დიდი ნაწილი ნავის ერთ მხარეს შეიყარა. სავარაუდოდ, 30-მდე ადამიანი დაიხრჩო. ნავს ქალაქ ბულისადან ჰოიმაში საფეხბურთო გუნდი და მისი ფანები გადაჰყავდა მატჩის სათამაშოდ.

15 ადამიანის გადარჩენა მეთევზეებმა მოახერხეს, ხოლო 9 ადამიანის გვამი უკვე იპოვეს. ასეთი ინციდენტები აფრიკულ წყლებში ხშირია, რადგან ქვეყნების უმეტესობა ღარიბულად ცხოვრობს და ნავები
ხშირად არის გადატვირთული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტბა იყო თუ ოკეანე?ფეხბურთელებმა როგორ ვერ გაცურეს?
zaza
03:52 28-12-2016
0

სიახლეები პოპულარული