კურტანიძემ მუშაობა საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მნიშვნელოვანი ცვლილებებიც განახორციელა - თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელები შეცვალა.
მისი პრეზიდენტობის დროს თბილისმა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ტურნირის ორგანიზებით კმაყოფილები უცხოელი სტუმრები დარჩნენ, ჩვენი ფალავნების შედეგებით კი - ქართველი გულშემატკივარი.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებებმა კრახი განიცადეს - ერთადერთი, ბრინჯაოს მედალი, მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.
ბუდაპეშტში გამართული ჩემპიონატის შემდეგ კურტანიძე ნაკრებებში ცვლილებებს კვლავ საჭიროდ მიიჩნევს...
ლუკა კურტანიძე