შემადგენლობით თუ ვიმსჯელებთ, 2006 წლის შემდეგ საუკეთესო გუნდი სწორედ წლეულს გვყავს. შეგახსენებთ, რომ 2006-ში ვიქტორ სანიკიძის კაპიტნობით ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. დღეს, იგივეს გამეორებას ახალგაზრდებს კატეგორიულად ვერ მოვთხოვთ, თუმცა ამის იმედი კი გვაქვს.
ასევე გვეიმედება, რომ 20-წლამდელები შესარჩევ ტურნირს ყოველგვარი ფსიქოლოგიური ბარიერის გარეშე შეხვდებიან და ისევე თავისუფლად ითამაშებენ, როგორც ამას წინათ, ჰოლანდიაში გამართულ საკონტროლო შეხვედრებში.
***
პირველ ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ჯგუფში
***
ბოსნიაში გამგზავრების წინ 20-წლამდელთა ნაკრების თავკაც დავით უსტიაშვილს გავესაუბრეთ.
- ერთი თვის წინათ შევიკრიბეთ და მას მერე ბევრი ვიშრომეთ. ვფიქრობ, ნაკრები ყოველმხრივ მომზადებული ხვდება B დივიზიონის მატჩებს. თბილისური შეკრების გარდა, ჰოლანდიაშიც ნაყოფიერად მოვემზადეთ.
- სულ რამდენი საკონტროლო მატჩი ჩაატარეთ?
- ოთხი. ჰოლანდიაში ჯერ ადგილობრივ 20-წლამდელთა ნაკრებს დავუპირისპირდით, შემდეგ A დივიზიონის წარმომადგენელ ავსტრიას, ჰოლანდიის 23-წლამდელებს და გენერელური რეპეტიცია თბილისში გავიარეთ - საქართველოს ნაკრებს გავეჯიბრეთ.
- შემადეგნლობაზე რას იტყვით?
- ახალგაზრდულ ნაკრებში პერსპექტიული კალათბურთელები არიან თავმოყრილნი. თორნიკე შენგელია ეროვნული ნაკრების წევრია, გუნდში კიდევ არაერთი კალათბურთელია, რომელიც გაისადაც შეიძლება მოხვდეს ეროვნულ გუნდში და იქ დამკვიდრდეს კიდეც. თუმცა ამისთვის ბევრი შრომაა საჭირო.
- ჩვენი ნაკრების მეტოქეებზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ჯგუფში სუსტი არავინაა. საქმეს ისიც ართულებს, რომ ხუთი მატჩის ჩატარება შეუსვენებლივ გვიწევს. აქედან გამომდინარე კალათბურთელებს დიდი დატვირთვა მოუწევთ, თუმცა ამისთვისაც მზად ვართ. საერთოდ, 20-წლამდელები ფიზიკურად ძლიერები არიან და საკუთარ ქვეყნებში უმაღლეს ლიგებშიც თამაშობენ. ჩვენი მოწინააღმდეგეები მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებს შეხვდნენ და კარგი შედეგებიც უჩვენეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"