ახალგაზრდა ქართველები ევრო-2012-ზე გავიდნენ

AutoSharing Option
ნახევარფინალი. 23 ივლისი
საქართველო-ჩეხეთი 74:72
23:18, 14:20, 19:17, 18:17
საქართველო: ბაქრაძე (33 წთ, 9ქ, 2მ, 2პ), ჩიკვილაძე (22 წთ, 7ქ, 3მ, 2ჩ), შენგელია (39 წთ, 33ქ, 12მ, 4პ, 1ჩ, 1დ), ბოქოლიშვილი (12 წთ, 2ქ, 1ჩ), თენიეშვილი (23 წთ, 3ქ, 1მ), ლეჟავა (3 წთ, 2ჩ), სანაძე (28 წთ, 6ქ, 3მ, 2პ, 1ჩ, 1დ), რევაზაშვილი (3 წთ, 1მ), დვალიშვილი (38 წთ, 14ქ, 7მ, 1ჩ).
ჩეხეთი: ვიორალი (36 წთ, 20ქ, 6მ, 4პ), ჰონომიჩი (4ქ, 3პ), სოტნარი (6ქ, 4პ), პეტერკა (20ქ, 6მ), მარესი (2ქ), კოჰოუტი
(6ქ, 14მ), პეჩკა (4ქ), ბალვინი (10ქ, 11მ).
მსაჯები: დ. კრალი (ბოსნია), გ. კოჰენი (ისრაელი), მ. ტომოვი (ბულგარეთი).

B დივიზიონის ნახევარფინალში საქართევლოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჩეხეთი 74:72 დაამარცხა და ევროპის 2012 წლის ახალგზარდული ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ეს დასაწერად იოლია, თუმცა ასეთი შედეგის მიღწევისთვის დიდი შრომა, ენერგია და ემოცია დაიხარჯა. ბევრი კარგი გუნდი დარჩა ხელმოცარული, რადგან A დივიზიონის (ევროპის ჩემპიონატის საგზურს) მხოლოდ B ლიგის ფინალისტები ეუფლებიან.

ჩეხეთთან ნახევარფინალური მატჩის მსვლელობისას კიდევ ერთხელ ამომიტივტივდა თავში ქართული გვარი - სანიკიძე: თორნიკე შენგელიას გარჯისა და სტატისტიკის შემყურეს, ვიქტორ სანიკიძის მიერ 2006 წელს 20-წლამდელთა ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება გამახსენდა.

ყველამ იცოდა, რომ სანიკიძის (2006-ში) და შენგელიას (2011-ში) შეჩერებით საქართველოს ნაკრების ძლევა შეიძლებოდა, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო. უფროსი კოლეგის მსგავსად შენგელიაც ბოლო წუთებზე ფეთქდებოდა და... ასე იმსხვერპლა ჩეხეთიც, ნახევარფინალში. არადა, საფინალო სირენამდე 3:21 წუთით ადრე ვიორალის სამქულიანებს პეჩკამ ორიანი მიაყოლა და 12:3 გაქცევის წყალობით ჩეხეთი 70:64 დაწინაურდა.

გამოცდილმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა წუთშესვენებისას შეგირდები დაამშვიდა - 3 წუთში 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ჩვეულებრივი ამბავიაო და ქართველი 20-წლამდელებიც საქმეს შეუდგნენ: ჯერ დვალიშვილმა ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ყველა შეტევას შენგელია აგვირგვინებდა და გადამწყვეტ მომენტში სიზუსტეც არ ღალატობდა.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თორნიკეს 39 წუთი მოუწია მოედანზე ყოფნა, თუმცა ბოლო წუთებისთვის ენერგია საკმარისად შერჩა. დასკვნითი წუთის მოახლოვებასთან ერთად ემოციურმა მუხტმაც იმატა, თუმცა ქართველები ზედმეტად არ აღელვებულან, მიუხედავად იმისა, რომ საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე 71:72-ს აგებდნენ, დარჩენილ დროში ერთი შეტევა ზუსტი ტყორცნით დააგვირგვინეს (შენგელია) და ორიდან ერთი საჯარიმოც გამოიყენეს. რაც მთავარია, დაცვაში მტკიცედ დადგნენ და მეტოქე საკუთარ კალათს არ გააკარეს.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ტურნირის მსვლელობისას მეორედ დაარღვია საკალათბურთო კანონზომიერება: ვინც იგებს ფარს, ის იგებს მატჩს.

დანიასთან დაპირისპირების მსგავსად, ქართველებმა ჩეხეთთანაც დიდი სხვაობით დათმეს მოხსნებში - 30:45... გგონიათ სამქულიანებით მოიგეს? არც ამ კომპონენტში უჯობნიათ მეტოქისთვის - 3:7. გადამწყვეტი აღმოჩნდა ორქულიანები და საჯარიმოები. ქართველებმა და ჩეხებმა 40-40 ორიანი ისროლეს, ჩვენებმა 21 ჩააგდეს, მოწინააღმდეგეებმა - 17. დავით უსტიაშვილის შეგირდებმა 32-დან 23 საჯარიმო გამოიყენეს, ხოლო ჩეხებმა - 24-დან 17.

* * *
ფინალი. 24 ივლისი
საქართველო-ესტონეთი 79:70
20:17, 20:22, 23:16, 16:15
საქართველო: ბაქრაძე (38 წთ, 5ქ, 3მ, 3პ), ჩიკვილაძე (13 წთ, 7ქ, 4მ), შენგელია (34 წთ, 26ქ, 10მ, 4პ, 4დ, 2ჩ), თავართქილაძე (10 წთ), ბოქოლიშვილი (22 წთ, 1ქ), თენიეშვილი (24 წთ, 4ქ, 7მ, 2პ), ლეჟავა (2 წთ), სანაძე (27 წთ, 16ქ, 5მ), დვალიშვილი (33 წთ, 20ქ, 10მ, 3ჩ).
ესტონეთი: დორბეკი (11ქ, 10მ), რააპი (6ქ), ვეიდემანი (12ქ, 4პ), პუიდეტი (8ქ, 9მ), სოო (16ქ), კალდრე (5ქ, 5მ), ვააბი (3ქ), ვაინო (2ქ), ლიივრანდო, ვოოლაიდი (7ქ), კალე.

B დივიზიონის ფინალისტებს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული ჰქონდათ და ფინალსაც მშვიდად შეხვდნენ. თუმცაღა, ესტონეთს საქართველოსთან საკუთარი ანგარიში მაინც ჰქონდა - ჯგუფურ ეტაპზე 87:88 დამარცხდა და უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს შემთხვევითობა იყო. თავის მხრივ ქართველებს ფინალში უნდა ეპასუხათ: ამ ტურნირზე არათუ ესტონელებს, ყველას სჯობიან.

მწვრთნელმა, დავით უსტიაშვილმა ფინალში კვლავ საბრძოლო შემადგენლობა გამოიყვანა და თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობა ანგარიშშიც ასახა და მეოთხე პერიოდის წინ 63:55 დაწინაურდა ბოლო რაუნდში ჩვენს გუნდს მეტოქისთვის 5-ზე მეტით მიახლოების უფლება არ მიუცია და დივიზიონის ჩემპიონიც გახდა.

ქართველებმა სტატისტიკურადაც დაამტკიცეს საკუთარი უპირატესობა: ესტონეთს მოხსნებში 49:44 აჯობეს, რეალიზებულ სამქულიანებში - 8:6, ორქულიანებში - 24:21...

...ჯერი 1992 წელს დაბადებულებზეა, რომლებსაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ საქართველოს ღირსების დაცვა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
79-70 მოვიგეთ შეცდომააა სტატიაში
beno
13:27 25-07-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული