ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებთან ბექა ბურჯანაძის (18 ქულა, 16 მოხსნა) კარგი თამაშის წყალობით ქართველები საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე 11 ქულის სხვაობით იგებდნენ (84:73), თუმცა, დარჩენილ დროში ლუქსემბურგელებმა შეუძლებელი შეძლეს და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 25 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრეს - 90:90.
ბოლო იერიშის უფლება ქართველებს დარჩათ, მაგრამ ირაკლი მიქელაძემ სამქულიანი ვერ გამოიყენა და მატჩი ოვერტაიმში
დამატებითი დროის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა 9:3 გაქცევა მოაწყო და საბოლოოდ 105:98 იმარჯვა.
გუშინვე ბულგარეთმა უნგრეთს მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს ორი გუნდი პირველობისთვის ბრძოლას აგრძელებს, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კი მეცხრე-მეთვრამეტე ადგილებისთვის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
გუნდი თ მ წ ქ
1. ბულგარეთი 3 3 0 6
2. უნგრეთი 3 2 1 5
3. საქართველო 3 1 2 4
4. ლუქსემბურგი 3 0 3 3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"