20-წლამდელები თბილისში თასით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. თბილისის აეროპორტში ქართველ კალათბურთელთა გამოჩენას აპლოდისმენტები მოჰყვა, რაც ლოგიკურიც იყო - გუნდმა B დივიზიონში წარმატებით იასპარეზა და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ...და რაც მთავარია, ქართველი 20-წლამდელები თბილისში საპატიო თასითა და ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

გუნდს არ ჩამოჰყოლიან მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელი თორნიკე შენგელია. ისინი ბოსნიიდან პირდაპირ ავსტრიაში გადაფრინდნენ და ეროვნულ ნაკრებს შეუერთდნენ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ B დივიზიონის ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი ქართველებმა ერთხელ უკვე ჩამოიტანეს - 2006 წელს ვიქტორ სანიკიძის კაპიტნობით
20-წლამდელებმა დივიზიონიც მოიგეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა აბა რატომ მაინცადამაინც აკაკის? ყველას გილოცავთ ბიჭებოო, შეუძლებელი შეძელით..
nata
27 ივლისი 2011 19:35
0
გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. განსაკუთრებით აკაკი დვალიშვილს.
mariami
27 ივლისი 2011 10:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული