13:23, 19:12, 19:21, 19:11
საქართველო: ბოლქვაძე (19 წთ, 5ქ, 6მ), ქიტოშვილი (3ქ), ამირხანაშვილი (6 წთ), ლილუაშვილი (12 წთ, 5ქ), ტომარაძე (16 წთ, 4ქ), დვალი (9 წთ, 1ქ), აბულაძე (37 წთ, 21ქ, 4პ, 3ჩ), ჯაყელი (17 წთ, 6მ), ცქიტიშვილი (18 წთ, 6ქ, 7მ), გამრეკლიძე (20 წთ, 3ქ), დარახველიძე (37 წთ, 23ქ, 12მ), პულუზაშვილი (5 წთ, 2ქ)
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს კადეტთა ნაკრებიც ჩაერთო. გუშინ გია კაზანჯიანის შეგირდები ლუქსემბურგს დაუპირისპირდნენ და 70:67 დაამარცხეს.
შეიძლება, ჯუჯა ქვეყნის წარმომადგენლებთან თანაბრად თამაში ზოგისთვის
რადგან ჯგუფი ხუთგუნდიანია, ყველა ნაკრები თითო დღეს ისვენებს - ქართველმა კადეტებმა პირველი დღე გამოტოვეს.
ლუქსემბურგი-საქართველოს მატჩის მეოთხე პერიოდი ეჰმანმა ორქულიანით გახსნა (58:51), თუმცა აბულაძის ხუთი და დარახველიძის 3 ქულის წყალობით ქართველები 8:0 გაიქცნენ და ბოლო წამებამდე თამაში ქულა-ქულაში მიმდინაეობდა. სირენამდე 56 წამით ადრე ელჩეროტმა ანგარიში გაათანაბრა - 67:67. თუმცა, გადამწყვეტი სიტყვა 14 წამით ადრე დარახველიძემ თქვა, კვლავ სამიანი ჩააგდო და ქართველებს პირველი გამარჯვება მოუტანა.
დღეს ჩვენი გუნდის მეტოქე ინგლისი იქნება. მატჩი 16 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"