დავრჩით იქ, სადაც ჩვენი ადგილია

AutoSharing Option
1 აგვისტო
შტურმიცა, მაკედონია
საქართველო-რუმინეთი 47:64
11:15, 7:21, 16:14, 13:14

საქართველო: ბოლქვაძე (17 წთ, 8ქ, 3მ, 2პ, 2ჩ), ამირხანაშვილი (11 წთ, 2ქ), ლილუაშვილი (25 წთ, 1ქ, 3მ), ტომარაძე (6 წთ), დვალი (11 წთ, 7ქ, 3მ, 2ჩ), აბულაძე (29 წთ, 7ქ, 5მ, 2პ, 3ჩ), ჯაყელი (20 წთ, 1ქ), ცქიტიშვილი (13 წთ, 2ქ, 5მ), გამრეკლიძე (6 წთ, 1ქ), დარახველიძე (30 წთ, 6ქ, 18მ, 3პ), პულუზაშვილი (32 წთ, 12ქ, 9მ, 8დ).

რუმინეთი: ჰორტოგლუ (12ქ, 6მ), ჩიორდასი (29ქ, 10მ), ჩობზარუ (16ქ, 14მ)...

მაკედონია-ლუქსემბურგი 68:70

გუნდი                 თ  მ  წ      სხ            ქ
1.
ინგლისი          4  4  0  286/225      8
2. რუმინეთი       4  2  2  248/250      6
3. ლუქსემბურგი 4  2  2  279/292      6
4. საქართველო   4  2  2  245/269      6
5. მაკედონია      4  0  4  259/281       4

IX-XVI ადგილებისთვის
3 აგვისტო
18:45 საქართველო-პორტუგალია
4 აგვისტო
18:45 საქართველო-ფინეთი

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მსგავსად 16-წლამდელებმა ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლა ნაადრევად დაასრულეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი კადეტები 2012 წელსაც B დივიზიონში იასპარეზებენ.
როცა ჩვენმა 20-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვეს, დავწერეთ - ბოლო დროს საუკეთესო თაობა სწორედ 1991-92 წელს დაბადებულთა ნაკრებიაო. სამწუხაროდ, ვერც ჭაბუკებმა და ვერც კადეტებმა იგივე ვერ გაიმეორეს. მართალია იმედისმომცემი კალათბურთელები მათ რიგებშიც არიან, მაგრამ 18 და 16 წლამდელთა გუნდები ყველა რგოლში თანაბრად არ არის დაბალანსებული.

მაგალითად, კადეტთა დამრიგებელმა გია კაზანჯიანმა მაკედონიაში წასვლის წინ თქვა - ჩვენი საფიქრალი წინა ხაზია, ამ თაობაში მაღალი კალათბურთელებით განებივრებულები არა ვართო.

ქართველი 16-წლამდელები ჯგუფიდან გასვლის შანსს ბოლო ტურამდე ინარჩუნებდნენ. მათ მეტოქედ რუმინეთი ჰყავდათ, რომელმაც საწყის ტურში ლუქსემბურგთან წააგო, თუმცა როგორც მატჩის წინ ნუგზარ აბულაძემ გვითხრა, ვლახებს ურიგო გუნდი არ ჰყავდათ. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ურთიერთშეხვედრამდე რუმინელები ისვენებდნენ, ხოლო ქართველებს მძიმე ბრძოლა გადახდათ მასპინძელ მაკედონელებთან.

შესაძლოა, სწორედ დაღლილობის ბრალი იყო, რომ მეორე პერიოდის ჩაგდების შემდეგ ჩვენმა გუნდმა თამაშის გამოსწორება ვერ მოახერხა და ბევრისთვის მოულოდნელად 47:64 დამარცხდა.

10 ქულას მხოლოდ მეფარე არჩილ პულუზაშვილი ასცდა, რომელმაც კინაღამ სამმაგი დუბლი მიითვალა - 12 ქულა, 9 მოხსნა, 8 დაფარება. ბექა დარახველიძემ 18-ჯერ მოხსნა, მაგრამ მეტოქეს საბოლოოდ ვერც მოხსნებში ვაჯობეთ (55:59).

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებენ ლუქსემბურგი, პორტუგალია და ფინეთი. ლუქსემბურგელებთან გამარჯვება მომდევნო ეტაპზეც გადაგვყვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული