მე-2 მეოთხედის შემდეგ თურქეთი 41:38 იგებდა, თუმცა მეორე ნახევარში ქართველებისთვის ყველაფერი თავდაყირა დადგა. თავიდან მივყვეთ...
ქართველებს თამაში ცუდად არ დაუწყიათ. მატჩის საწყისი 5 წუთი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა შემდეგ თურქებმა იძალეს და პირველი მეოთხედი 25:16 მოიგეს. მეორე პერიოდიდან ჩვენებმა თამაში გამოასწორეს. გამოსარჩევია ბექა ბურჯანაძე, რომელმაც 3-წუთიან მონაკვეთში 7 ქულა ჩააგდო (2 ორქულიანი და
აქ ისევ ის სცენა გათამაშდა, რაც პირველ მეოთხედში. ათწუთეულის მეორე ნახევარში კვლავ თურქები გააქტიურდნენ და უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს - 36:26.
აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდისთვის ქართველები გაცილებით ზუსტად ესროდნენ თამაშიდან - 52,2% 30,6%-ის წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ თურქები ფარქვეშ გვჯაბნიდნენ და აცილებულ ბურთებს ხსნიდნენ, რაც მათ განმეორებითი შეტევის შანსს აძლევდა. თურქები მოხსნებში 25:10 გვიგებდნენ.
თუმცა პირველი ტაიმის დასკვნით წუთებში ქართველებმა იყოჩაღეს და ჩამორჩენა აღმოფხვრეს. ჯერ დუდამ ორქულიანი ჩააგდო, შემდეგ თენიეშვილმა კვლავ სამიანი მიითვალა, ხოლო მალე მოედანზე ირაკლი ალხანაიძე გამოვიდა, რომელმაც ზედიზედ 5 ქულა მიითვალა.
ჩვენებს მერაბ ბოქოლიშვილმაც შეაშველა ხელი და ტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე ქართველებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 38:39. დარჩენილ დროში თურქებმა 2 საჯარიმო ჩააგდეს და დიდ შესვენებაზე ქართველები 3-ქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ - 38:41.
შეხვედრა ჩვენი მეტოქის უპირატესობით განახლდა. თურქებმა - სამეტ გეიკმა და საფაკ ედჯიმ მიზანი გაისწორეს და 3-წუთიანი მონაკვეთი 13:2 მოიგეს.
მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე თურქები უკვე 15 ქულით იგებდნენ - 55:40. თურქებმა უპირატესობა მესამე ათწუთეულის ბოლომდე შეინარჩუნეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 67:50 ლიდერობდნენ.
ბოლო მეოთხედში არაფერი შეცვლილა. თურქებმა დაცვაში მარწუხებს კიდევ უფრო მოუჭირეს, ხოლო შეტევაში მათ ბერქაი ჩანდანი სწყალობდათ, რომელიც 36 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. რაც შეეხება ბექა ბურჯანაძეს, მან მატჩის მეორე ტაიმში ქულა ვეღარ მიითვალა და საბოლოოდ 12 ქულას დასჯერდა.
ქართველთაგან კი ყველაზე შედეგიანი დუდა სანაძე გახლდათ 23 ქულით.
ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები 14 ივლისს ესპანეთს დაუპირისპირდება. ესპანელებმა წუხელ თურქეთს 79:60 მოუგეს, ხოლო 13 ივლისის ღამეს ლატვიელებს დაუპირისპირდებიან.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 13 ივლისი
საქართველო-თურქეთი 67:103
16:25, 22:16, 12:26, 17:36
gbf.ge
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო