ჩვენი ჯგუფის ფავორიტმა ბოლომდე ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა, მაინც არაფერი დათმო და საბოლოოდ 111:49 იმარჯვა.
თამაშის ბედი პირველი ტაიმის სემდეგ გადაწყვეტილი იყო და მოედანზე ესპანელთა სათადარიგოები გამოჩდნენ, რომლებიც სასტარტოებზე არანაკლებ ყოჩაღად ირჯებოდნენ.
საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლი სიმაღლეა და ეს ესპანეთთან მატჩში კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდა. საქართველომ ჯამში 22 მოხსნა მოაგროვა, ესპანეთმა კი - 56.
ქართველებიდან მხოლოდ 2 მოთამაშემ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს - ბექა
ასე და ამგვარად, ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველო ახლა იმ ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ბოლო ადგილებზე გასული გუნდები მოიყრიან თავს და XIII-XVI ადგილებს გაითამაშებენ.
მომდევნო ჯგუფში დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები იქნებიან ჩერნოგორიის, ესტონეთისა და შვედეთის ნაკრებები. ხვალ ჩემპიონატზე დასვენების დღეა და მატჩები ორშაბათიდან გაგრძელდება.
ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. დომჟალე. 14 ივლისი
საქართველო 49:111 ესპანეთი
13-29, 12-25, 19-32, 5-25
C ჯგუფი
1. ესპანეთი 3 3/0 254/160 6
2. თურქეთი 3 2/1 227/207 5
3. ლატვია 3 1/2 200/178 4
4. საქართველო 3 0/3 166/302 3
gbf.ge
ასევე იხილეთ:
დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო