მატჩის ბედი პირველ მეოთხედშივე გაირკვა, როცა ქართველებმა 24:4 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ სომხებს საწყის მეოთხედში თამაშიდან ბურთი არ ჩაუგდიათ. ოთხივე ქულა სტუმრებმა საჯარიმოს ხაზიდან მიითვალეს.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მაღალი შედეგი (18 ქულა, 8 მოხსნა) გიორგი გუგეშაშვილმა ჩვენა, 12 ქულა ჰქონ
რაც შეეხებათ სომხებს, მათგან 10 ქულამდე მხოლოდ მინას ჰაჯი-მინასიანი ავიდა. მაშ ასე, სომხეთის ნაკრებმა დაასრულა თბილისური ტურნე და ერევანში 2 მარცხითა და -112 ქულით მიემგზავრება.
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 18 ივლისს, გამთენიისას, რუმინეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის სათამაშოდ მიემგზავრება. მთავარი მწვრთნელი 14 კაციდან რუმინეთში წამსვლელ 12 კალათბურთელს ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ დაასახელებს.
16-წლამდელები. ამხანაგური მატჩი. თბილისი. საკალათბურთო აკადემია. 15 ივლისი
საქართველო 95:39 სომხეთი
24:4, 15:10, 27:14, 29:11
საქართველო: პეტრიაშვილი (5), გოგალაძე (5), მასხულია, ისიანი (10ქ, 10მ), რევაზაშვილი (8); ტაბაღუა (9ქ, 7მ), გუგეშაშვილი (18ქ, 8მ), ცინცაძე (8ქ, 6მ, 5პ), ზაქრაძე (4), მაჭავარიანი (12), ლომიძე (6), გოგობერიშვილი (10)
gbf.ge
ასევე იხილეთ:
საერთაშორისო მატჩი 16-წლამდელთა შორის: საქართველომ სომხეთს 106:50 მოუგო