U20. საქართველო-საბერძნეთი 61:75 - მოვიგეთ... ოღონდ პირველი ტაიმი

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლიტვასთან დიდი სხვაობით წაგების შემდეგ ძალების მობილიზება შეძლო და სერბეთის მძლეველ საბერძნეთს ღირსეულად ეთამაშა.

პირველი ტაიმის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ჩვენს გუნდს ელინთა დამარცხება ხელეწიფებოდა, მაგრამ მესამე პერიოდი მეტოქემ 27:11 მოიგო და თამაშიც სათავისოდ შეატრიალა.

პირველ ტაიმში ჩვენმა გუნდმა 5 სამქულიანი ჩააგდო, მეორეში - 3. ამ კომპონენტში გამორჩეული იყო გიორგი ცირეკიძე, რომელმაც სულ 5 სამიანი სტყორცნა და 4 გამოიყენა. საბოლოოდ მატჩის ბომბარდირიც გიორგი გახდა - 21 ქულას მოუყარა თავი.

საქართველოს ნაკრები ჯგუფის საუკეთესო სამ გუნდს შორის
ვერ მოხვდება, შესაბამისად, ბრძოლას მეცამეტე-მეოცე ადგილებისთვის განაგრძობს.

მომდევნო ეტაპის დაწყებამდე კი ქართველებს სერბეთთან მატჩი ელით. შეხვედრა 13 ივლისს 14:30 საათზე დაიწყება.

12 ივლისი
საქართველო-საბერძნეთი 61:75
21:17, 20:20, 11:27, 9:11
საქართველო: ორმოცაძე (14 წთ), ო. ფხაკაძე (26 წთ, 3პ, 11ქ), მიქელაძე (32 წთ, 12ქ, 4პ), კვანტალიანი (16 წთ, 2ქ), ცირეკიძე (28 წთ, 21ქ, 4მ), როგავა (26 წთ, 5ქ), გელაზონია (36 წთ, 8ქ, 8მ), ჯინჭარაძე (21 წთ, 2ქ).
საბერძნეთი: ბოჩორიდისი (10ქ), პაპაპეტრუ (15ქ), კარამალეგკოსი (13ქ), აგრავანისი (13ქ), კამპერიდისი (10ქ)...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული