სუპერლიგა 2016/17. XIX ტური: "ქუთაისის" აჭარული გამარჯვება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის XIX ტური 28 თებერვალს, ბათუმში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც ადგილობრივი გუნდი "ქუთაისმა" ანგარიშით 96:70 დაამარცხა.

გადამწყვეტი. "ბათუმი" ამ შეხვედრამდე მწვანე ხაზზე იყო - ჯერ სუპერლიგაში "რუსთავს" აჯობა სტუმრად, შემდეგ საქართველოს თასზე "სოხუმს" სძლია.

შესაძლოა, სწორედ სოხუმელებთან მატჩს შეალიეს დიდი ენერგია ბათუმელებმა და "ქუთაისთან" ვერაფერი გააწყვეს. იმერლებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს ხელჩასაჭიდი უპირატესობა და დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

სტატისტიკა არ ტყუის. ქუთათურებმა მასპინძლებზე 12-ით მეტი, 20 შეცდომა დაუშვეს, თუმცა სამქულიანებში დაფიქსირებულმა სხვაობამ "ქუთაისის" შეცდომები გადაწონა. იმერლებმა 13 სამიანი გამოიყენეს, აჭარლებმა -
4.

გამორჩეული. ერთი კონკრეტული კალათბურთელის გამორჩევა შეუძლებელია. გადახედეთ ოქმს და თავადაც დარწმუნდებით, რომ "ქუთაისმა" გუნდური თამაშის წყალობით მოიგო.

სუპერლიგა. XIX ტური
28 თებერვალი, ბათუმი
ბათუმი-ქუთაისი 70:96
13:23, 17:22, 19:24, 21:27
ბათუმი: ჯინჭარაძე (10ქ, 5მ), ლეჟავა (15ქ, 5მ, 3პ), ლ. რევაზაშვილი (12ქ), თენიეშვილი (2ქ), კრივცოვი (14ქ), რამიშვილი (5ქ), მაისურაძე (4ქ), შემოსიუკი (2ქ), მ. რევაზაშვილი (6ქ, 5მ).
ქუთაისი: ბოისა (4ქ), ცეკვავა (19ქ), ფაშაევი (13ქ, 6მ, 3პ), ბაბუნაშვილი (5ქ, 3პ), ქადარია (2ქ), ცინცაძე (10ქ, 7მ, 7პ), გ. ბარბაქაძე (6ქ), ლომოური (16ქ, 5მ), ტუბაკი (7ქ, 7მ), ბექაური (14ქ, 9მ, 5პ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული