მე-20 ტურმა პლეი ოფის მონაწილე ერთი გუნდი გაარკვია - "სამედიცინო", რომელმაც სტუ-ს სძლია.
2 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე
არმია-ბათუმი 101:67
25:13, 29:10, 19:24, 28:20
არმია: ბაქრაძე (10ქ, 8პ), ბოისა (13ქ, 6მ), საყვარელიძე (12ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), ბაბიაშვილი (17ქ, 10მ), ათუაშვილი (5ქ, 7მ), ტუღუში (30ქ, 8მ, 4პ), პირველაშვილი (6ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (8მ), შარაბიძე (8ქ).
ბათუმი: რამიშვილი (1ქ), მიქელაძე (13ქ, 3პ), ელიაშვილი (4ქ,
მსაჯები: მ. კუპატაძე, ხ. გაბედავა
კომისარი: თ. ქოქიძე
არმიელებმა პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლი "ბათუმი" 101:67 დაამარცხეს. ახლა ზღვისპირელებს რვა გუნდს შორის მოსახვედრად დარჩენილ ორ მატჩში ერთი მოგება სჭირდებათ, მეტოქეები კი სერიოზული ჰყავთ - "ქუთაისი" და "სამედიცინო".
მომდევნო ტურში შსს-"არმიას" დაპირისპირებაა. მატჩი შაბათს, 9 აპრილს უნდა გამართულიყო, მაგრამ 8 აპრილისთვის გადმოიტანეს. გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ნახავთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს ორივე გუნდისთვის.
2 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე
სტუ-სამედიცინო 76:93
16:15, 19:21, 17:23, 24:34
სტუ: ჩიკვილაძე (34ქ, 5მ), ვ. ბერუაშვილი (12ქ, 6მ, 6პ, 2დ), გასიტაშვილი (2ქ), ჯანგველაძე, კობიძე (4ქ, 5მ), ჭოხონელიძე (3ქ), ლომოური (15ქ), თევზაძე (6ქ, 6პ, 3ჩ), ძიძიგური, ახალკაცი.
სამედიცინო: როჯერსი (19ქ, 13მ, 6პ), გულისაბედაშვილი (2ქ, 6მ, 4პ), ჩაჩიბაია (9ქ), ბექაური (11ქ, 9მ, 5პ, 4დ), დვალიშვილი (16ქ, 16მ), თავართქილაძე, ახალაია (2ქ), გაბისონია, როდუმტა (7ქ), ჭოჭუა (27ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი
ნუგზარ კანდელაკის, ჯეფ როჯერსისა და აკაკი დვალიშვილის მისვლის შემდეგ "სამედიცინომ" თამაში ააწყო და მისი შეჩერება ყველას უჭირს.
სტუ-ელებს კარგად მოეხსენებოდათ, რომ შემადგენლობის გათვალისწინებით "მედიკოსებს" ფარქვეშ ვერ აჯობებდნენ და აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთეს. თავიდან ყველაფერი გეგმიურად მიდიოდა - ბექა ჩიკვილაძე სამიანს სამიანზე აგდებდა (სულ 12-დან 8 სამქულიანი გამოიყენა), თუმცა მხოლოდ ერთ კომპონენტში უპირატესობა "გაზაფხულს რომ ვერ მოიყვანს" შაბათსაც გამოჩნდა: "სამედიცინომ" სტუ-ს მოხსნებში 64:27 აჯობა და ლოგიკურადაც გაიმარჯვა.
ტურის საუკეთესო კალათბურთელის არჩევა იოლი არ იყო: ერთმანეთზე უკეთესად ითამაშეს: ჭოჭუამ, ბექაურმა, დვალიშვილმა და როჯერსმა... თუმცა, ჟურნალისტთა საერთო გადაწყვეტილებით ტურის MVP მიხეილ ჭოჭუა გახდა.
2 აპრილი, თბილისი. სპორტის სასახლე
თსუ-აგრარული 107:65
22:26, 25:15, 28:12, 32:12
თსუ: ჩიტაშვილი (18ქ, 9პ), გაფრინდაშვილი (7ქ, 3პ, 4ჩ), ფანჩულიძე, მ. ბერიშვილი (20ქ, 14მ, 8პ, 3დ), ლონდარიძე (13ქ, 8მ), ხიზანიშვილი (6მ), მარხვაშვილი (2ქ), კორკოტაძე (11ქ, 7მ), მათიაშვილი (27ქ, 7მ, 3ჩ), ზ. დეკანოიძე (4ქ), ზ. მაისურაძე (5ქ).
აგრარული: სიგუა (6ქ, 4პ), ბააკაშვილი (6ქ), ჩაჩანიძე (3ქ), გემაზაშვილი (10ქ, 6მ), ხანიაშვილი (14ქ, 3პ, 3ჩ), ტეტელაშვილი (2ქ, 6მ), ნანიტაშვილი (9ქ), კანდელაკი (2ქ), მუმლაძე (11ქ), არწივიძე (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი
თსუ-ს შეიძლება თავდაჯერების გამო "აგრარულთან" პირველ ტაიმში თამაშის დალაგება გაუჭირდა. არც "აგრარების" კარგი გარჯა უნდა დაგვრჩეს დაუფასებელი...
თუმცა მეორე ნახევრიდან ფავორიტმა უპირატესობა ანგარიშში ასახა და მეორე წრეში წაუგებელი სერია გააგრძელა.
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. თსუ 19 16 3 1787/1527 35
2. არმია 18 16 2 1583/1229 34
3. შსს 18 13 5 1591/1370 31
4. ქუთაისი 18 13 5 1467/1313 31
5. სოხუმი 18 11 7 1474/1344 29
6. სამედიცინო 18 7 11 1343/1330 25
7. ენერჯი 18 7 11 1256/1370 25
8. ბათუმი 18 6 12 1391/1496 24
9. სტუ 18 5 13 1417/1562 23
10. აგრარული 18 4 14 1263/1499 22
11. დინამო 19 2 17 1302/1834 21.
.