პეტრას ბალოჩკა "სოხუმში" ბრუნდება

AutoSharing Option
"სოხუმში" დეკემბერში ხუთი ლეგიონერი ირიცხებოდა: კარლ და რიჩარდ დამუსები, მაიკ მაქქერი, იუჯინ ჰარისი და პეტრას ბალოჩკა. ლიტველი მეფარე საქართველოში დროებით იყო - საფრანგეთში აპირებდა წასვლას.

წინასაახალწლოდ მან კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ "ლიევენთან" და პირველი მატჩი 7 იანვარს ითამაშა. მას მერე რიგით მესამე ფრანგულ დივიზიონში ბალოჩკამ 11 მატჩი ჩაატარა, საშუალოდ 22.2 წუთში 10 ქულასა და 8.8 მოხსნას აგროვებს.

როგორც შევიტყვეთ, იგი საქართველოში დაბრუნებას აპირებს და "სოხუმს" პლეი ოფებში დაეხმარება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპიდან შეუერთდება იგი სოხუმელებს - მეოთხედფინალებიდან თუ ნახევარფინალებიდან (იმ
შემთხვევაში თუ გუნდი ამ ეტაპზე გავა).

აქვე შეგახსენებთ, რომ "სოხუმის" განაცხადში ერთი ისეთი კალათბურთელია, რომელსაც ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია: ლევან ფაცაცია ამჟამად ამერიკაშია და "ტროას" კოლეჯში სწავლობს. მან იქაურ ლიგაში სეზონი უკვე დაასრულა და საქართველოში მას შემდეგ ჩამოვა, რაც კოლეჯში გამოცდებს ჩააბარებს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული