თბილისი მორჩა, რიგში თერჯოლაა

AutoSharing Option
ქალთა ეროვნული ჩემპიონატის მესამე წრე გუშინ დასრულდა. ვაკეში, "აკადემიას" დარბაზში ერთმანეთის წინაშე წარდგნენ "ზესტაფონი"-"რუსთავი" და თსუ-"ქუთაისი". ჩემპიონატის ლიდერმა "ზესტაფონმა" მიმდინარე სეზონში ერთადერთი მარცხი სწორედ "რუსთავისგან" იწვნია. აქედან გამომდინარე, ამ გუნდების გუშინდელ შეხვედრას ყველა ინტერესით ელოდა...

რუსთაველებმა მოინდომეს და მესამე მეოთხედამდე შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო ათწუთეულში ზესტაფონელებმა იყოჩაღეს. სომეხი ლეგიონერებით გაძლიერებულმა იმერულმა გუნდმა რუსთაველებს მეოთხე პერიოდი 35:5 მოუგო და საბოლოოდ 42 ქულით იმარჯვა. "ზესტაფონში" ორი ანა გამოირჩა ბაღდოიანი და პეტროსიანი.

მესამე წრის ბოლო მატჩში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა: თსუ-მ "ქუთაისი" დაამარცხა და
მეორე ადგილი შეინარჩუნა. მომდევნო, მე-4 წრე თერჯოლაში, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს გაიმართება.


გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ზესტაფონი 9 8 1 642:451 17
2. თსუ 9 6 3 573:464 15
3. რუსთავი 9 4 5 515:548 13
4. ქუთაისი 9 0 9 351:623 9


თბილისი
12 აპრილი
თსუ-ქუთაისი 59:44
19:15, 9:12, 13:6, 18:11
თსუ: ცხაკაია (18ქ), ურუშაძე (14ქ)...
ქუთაისი: ჟორჟოლიანი (22ქ)...

ზესტაფონი-რუსთავი 92:50
16:12, 19:16, 22:17, 35:5
ზესტაფონი: ბაღდოიანი (29ქ), პეტროსიანი (15ქ)...
რუსთავი: საჯაია (19ქ), ფუტკარაძე (12ქ)...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული