- თავიდან გვეგონა, ტრავმა სერიოზული არ იყო, ხელის მტევანზე მოტეხილობა არ გამოჩნდა. ვარჯიშს ვაგრძელებდი და დაცხრობას ველოდი, - გვითხრა გუშინ ბექამ.
თუმცა, ტრავმა იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ექიმები და თავად ბექა ვარაუდობდნენ...
- ამასწინათ კიდევ ერთხელ გადავიღე
არადა, პლეი ოფი ახლა იწყება და შსს-ს მეტად საპასუხისმგებლო მატჩები ელის, მწვრთნელ დავით უსტიაშვილს კი წივწივაძის მეტად ეიმედებოდა. თავის მხრივ, იმედს არ კარგავს თავად კალათბურთელი:
- ძალიან გამიჭირდება ერთი თვე მოთმენა, მაშინ, როცა გუნდს საპლეიოფო მატჩები ელის. "სოხუმთან" მეოთხედფინალს გამოვტოვებ და თუ ნახევარფინალში გავედით... იქ დიდია ალბათობა "არმიას" დავუპირისპირდეთ. იმედი მაქვს მანამდე ტრავმა მომიშუშდება და...
შეგახსენებთ, რომ ბექა წივწივაძემ (1989 წელსაა დაბადებული, 190 სმ სიმაღლისაა) მიმდინარე სეზონი "ენერჯიში" დაიწყო. მანამდე ორი წლის განმავლობაში "აგრარულის" ლიდერი იყო. 2011 წლის იანვარში იგი რუსთავური "ენერჯიდან" შსს-ში გადავიდა და ახალი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის სქემებს კარგად მოერგო. თავად განსაჯეთ, ძალოვანთა გუნდში საშუალოდ 6.8 პასს ასრულებს.
შსს-ში იგი 9 მატჩში საშუალოდ 29 წუთს თამაშობს, 10.7 ქულას, 4.1 მოხსნას, 6.8 პასსა და 1.8 ჩაჭრას აგროვებს.
"ენერჯიში" მისი მონაგარი ასეთი იყო: 10 მატჩი, 31.4 წუთი, 14.3 ქულა, 5.1 მოხსნა, 4.4 პასი, 1.9 ჩაჭრა.
არც სუპერლიგაში ნათამაშები ოთხი სეზონის საერთო სტატისტიკა გამოიყურება უღიმღამოდ: 67 მატჩი, 33.3 წუთი, 15.2 ქულა, 5.2 მოხსნა, 5.8 პასი, 1.7 ჩაჭრა.