ურიცხვი რიცხვი პლეი ოფის წინ

AutoSharing Option
სუპერლიგის პლეი ოფი კარს მოგვადგა. დღეს თბილისში "არმია"-"ენერჯის" დაუპირისპირდება, თსუ-სტუ-ს, შსს-"სოხუმს", ხოლო "ქუთაისი" და "სამედიცინო" იმერეთის დედაქალაქში ითამაშებენ.

თუ შარშან და შარშანწინ, ოთხიდან სამ მეოთხედფინალურ წყვილში გამარჯვებულის გამოცნობა შეიძლებოდა, წლეულს ორი ისეთი წყვილია, წინასწარ თამამად ვერავინ ვერაფერს იტყვის. "სამედიცინო" და "ქუთაისი" თანაბარი ძალის გუნდები არიან, ისევე როგორც შსს და "სოხუმი". ამაში რეგულარული ეტაპის მსვლელობამაც დაგვარწმუნა. ხოლო, ზურაბ ტომარაძის სტუ თსუ-ს ღირსეულ წინააღმდეგობას რომ გაუწევს, ეს წინასწარ ცხადია.

დაველოდოთ მეოთხედფინალებს. მანამდე რეგულარულ ეტაპზე გუნდების გამოსვლა ციფრების დახმარებით შევაფასოთ.


სუპერლიგა. რეგულარული ეტაპის
გუნდური სტატისტიკა


149
თსუ-მ "დინამოსთან" მატჩში უამრავი რეკორდი დაამყარა, 149 ქულა ჩააგდო, 96(!) ორქულიანი ისროლა, 54 - ზუსტად...

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის აბსოლუტური რეკორდიც თსუ-ს ეკუთვნის - 2008-09 წლების სეზონში "ბათუმის" კალათში 162 ქულა მოათავსა. იმ მატჩში ქართული რეკორდი დაამყარა გიორგი მარკოიშვილმა - 75 ქულას მოუყარა თავი.

რეკორდები
ქულები
1. თსუ - 149
2-ქულ: 54/96; 3-ქულ: 5/21; საჯ: 26/31.
26.2.11 თსუ-დინამო

2. სოხუმი - 121
2-ქულ: 28/39; 3-ქულ: 15/38; საჯ: 20/24.
05.3.11 სოხუმი-დინამო

3. შსს - 121
2-ქულ: 42/68; 3-ქულ: 6/25; საჯ: 19/30.
06.11.10 შსს-დინამო

გუნდური სტატისტიკა
ქულა
გუნდი თ ქულა საშ
1. თსუ 20 1869 93.45
2. არმია 20 1747 87.35
3. შსს 20 1741 87.05
4. ქუთაისი 20 1647 82.35
5. სოხუმი 20 1622 81.1
6. სტუ 20 1586 79.3
7. ბათუმი 20 1528 76.4
8. სამედიცინო 20 1494 74.7
9. აგრარული 20 1414 70.7
10. ენერჯი 20 1395 69.75
11. დინამო 20 1367 68.35

მეტოქისგან მიღებული ქულები
გუნდი თ ქულა საშ
1. დინამო 20 1931 96.55
2. სტუ 20 1693 84.65
3. ბათუმი 20 1656 82.8
4. აგრაული 20 1646 82.3
5. თსუ 20 1627 81.35
6. ენერჯი 20 1538 76.9
7. შსს 20 1524 76.2
8. სოხუმი 20 1493 74.65
9. სამედიცინო 20 1477 73.85
10. ქუთაისი 20 1460 73
11. არმია 20 1365 68.25

რეკორდები
ჩაგდებული 2-ქულიანები
1. თსუ - 54
2-ქულ: 54/96
26.2.11 თსუ-დინამო

2. შსს - 42
2-ქულ: 42/68
06.11.10 შსს-დინამო

3. შსს - 41
2-ქულ 41/71
30.11.10 შსს-სტუ

2-ქულიანების პროცენტულობა
გუნდი თ ჩაგ ცდა %
1. შსს 20 456 854 53.4
2. ქუთაისი 20 456 881 51.76
3. თსუ 20 544 1061 51.27
4. არმია 20 489 1003 48.75
5. სოხუმი 20 420 872 48.17
6. ენერჯი 20 413 884 46.72
7. ბათუმი 20 379 815 46.5
8. სამედიცინო 20 485 1053 46.06
9. დინამო 20 425 942 45.12
10. სტუ 20 428 967 44.26
11. აგრარული 20 367 866 42.38


რეკორდები
ჩაგდებული 3-ქულიანები
1. ქუთაისი - 15
3-ქულ: 15/31.
15.4.11 თსუ-ქუთაისი

2. სოხუმი - 15
3-ქულ: 15/38.
05.3.11 სოხუმი-დინამო

3. სტუ - 14
3-ქულ: 14/35
02.4.11 სტუ-სამედიცინო

3-ქულიანების პროცენტულობა
გუნდი თ ჩაგ ცდა %
1. ქუთაისი 20 160 511 31.31
2. შსს 20 165 542 30.44
3. არმია 20 134 442 30.32
4. თსუ 20 145 491 29.53
5. ბათუმი 20 156 548 28.47
6. აგრარული 20 143 504 28.37
7. სტუ 20 156 564 27.66
8. სოხუმი 20 152 563 27
9. სამედიცინო 20 99 376 26.33
10. ენერჯი 20 118 457 25.82
11. დინამო 20 98 381 25.72


რეკორდები
ჩაგდებული საჯარიმოები
1. არმია - 32
საჯ: 32/42.
11.12.10 არმია-დინამო

2. თსუ - 31
საჯ: 31/46;
04.3.11 თსუ-ენერჯი

3. შსს - 29
საჯ: 29/45.
27.11.10 შსს-ქუთაისი

საჯარიმოების პროცენტულობა
გუნდი თ ჩაგ ცდა %
1. შსს 20 334 486 68.72
2. სოხუმი 20 326 468 69.66
3. არმია 20 367 538 68.22
4. ბათუმი 20 302 465 64.95
5. აგრარული 20 251 379 66.23
6. ენერჯი 20 215 339 63.42
7. ქუთაისი 20 255 417 61.15
8. თსუ 20 346 562 61.57
9. სტუ 20 262 439 59.68
10. დინამო 20 223 399 55.89
11. სამედიცინო 20 227 400 56.75


75
ევროპის წამყვან საკალათბურთო ქვეყნებში ერთ გუნდმა მატჩში 75-ჯერ რომ მოხსნას, მქუხარე სენსაციის ავტორი გახდება. მაგრამ საქართველოში, სადაც გუნდები არათანაბრადაა დაბალანსებული, ფარქვეშ ერთის მირ მეორის დაჩაგვრა ჩვეულებრივი ამბავია.

არ უნდა გაგვიკვირდეს, როკორდების სამეულში "არმია" ორჯერ რომ გვხვდება. მასში ხომ გამორჩეული ქართველი მეფარეები თამაშობენ - დავით უგრეხელიძე, სერგო ათუაშვილი, რეზო ათანელიშვილი, გიორგი შარაბიძე.

რეკორდები
მოხსნები
1. არმია - 75
მეტოქის ფარზე: 34; საკუთარზე: 41.
27.11.10 არმია-აგრარული

2. სოხუმი - 73
მეტოქის ფარზე: 28; საკუთარზე: 45.
11.12.10 სოხუმი-სტუ

3. არმია - 69
მეტოქის ფარზე: 31; საკუთარზე: 38.
13.11.10 არმია-სტუ

მოხსნები
გუნდი თ მეტ საკ ჯამ საშ
1. არმია 20 380 692 1072 53.6
2. სოხუმი 20 346 634 980 49
3. თსუ 20 372 600 972 48.6
4. სამედიცინო 20 327 615 942 47.1
5. შსს 20 296 635 931 46.55
6. სტუ 20 345 567 912 45.6
7. ქუთაისი 20 311 567 878 43.9
8. ბათუმი 20 291 536 827 41.35
9. აგრარული 20 242 545 787 39.35
10. ენერჯი 20 265 516 781 39.05
11. დინამო 20 246 518 764 38.2


125
თსუ-ს გამთამაშებელი გიორგი გაფრინდაშვილი სუპერლიგის საუკეთესო მეპასეა. მის ანგარიშზე 125 შედეგიანი გადაცემაა (საშუალოდ მატჩში 6.6). მისი წყალობით გუნდურ ჩათვლაში (პასებში) თსუ ლიდერობს. თუმცა საინტერესო დამთხვევაა - ჩემპიონატის რეკორდი "ქუთაისმა" სწორედ თსუ-სთან მატჩში დაამყარა: 35 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რეკორდები
პასები
1. ქუთაისი - 35
15.4.11 ქუთაისი-თსუ

2. სოხუმი - 31
05.3.11 სოხუმი-დინამო

3. არმია - 29
26.3.11 არმია-დინამო

პასები
გუნდი თ პას საშ
1. თსუ 20 419 20.95
2. ქუთაისი 20 405 20.25
3. არმია 20 389 19.45
4. შსს 20 378 18.9
5. სოხუმი 20 327 16.35
6. სტუ 20 319 15.95
7. სამედიცინო 20 317 15.85
8. აგრარული 20 312 15.6
9. ბათუმი 20 289 14.45
10. დინამო 20 288 14.4
11. ენერჯი 20 285 14.25


34
ზემოთ რომ დავწერეთ, "დინამოსთან" შეხვადრაში თსუ-მ არაერთი რეკორდი დაამყარაო, ერთ-ერთი მათგანი ჩაჭრების რეკორდი იყო - მეტოქეს 34-ჯერ აართვა ბურთი.

საერთო სტატისტიკის მიხედვით მეორეა სტუ. ჩაჭრების უმეტესობაც მის ტანდაბალ კალათბურთელებზე მოდის... იმის თქმა გვინდა, რომ სტუ პლეი ოფში სწორედ უკანახაზელთა კარგი თამაშის წყალობით მოხვდა.

რეკორდები
ჩაჭრები
1. თსუ - 34
26.2.11 თსუ-დინამო

2. ენერჯი - 19
04.12.10 დინამო-ენერჯი

3. სამედიცინო - 18
19.11.10 სამედიცინო-ენერჯი

ჩაჭრები
გუნდი თ ჩაჭ საშ
1. თსუ 20 250 12.5
2. სტუ 20 231 11.55
3. ქუთაისი 20 209 10.45
4. აგრარული 20 194 9.7
5. სამედიცინო 20 193 9.65
6. ენერჯი 20 188 9.4
7. არმია 20 186 9.3
8. დინამო 20 183 9.15
9. შსს 20 182 9.1
10. სოხუმი 20 173 8.65
11. ბათუმი 20 162 8.1


21
არ გაგიკვირდეთ, მაგრამ დაფარებათა გრაფაში სტუ-ს ლიდერობაც უკანახაზელთა დამსახურებაა, უფრო სწორად ვასილ ბერუაშვილისა (198 სმ). რომელიც მეორე-მესამე ნომრის პოზიციებზე თამაშობს, თუმცა კარგი ნახტომი აქვს. მის ანგარიშზე 21 დაფარებაა.

გუნდურ მონაგარში პირველობას "სამედიცინო" არავის უთმობს. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან მასში აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური და პლასიდე როდუმტა თამაშობენ.

რეკორდები
დაფარებები
1. სტუ - 11
26.11.10 სტუ-ბათუმი

2. არმია - 9
27.11.10 არმია-აგრარული

3. სამედიცინო - 8
19.3.11 სამედიცინო-არმია

დაფარებები
გუნდი თ დაფ საშ
1. სამედიცინო 20 83 4.15
2. სტუ 20 75 3.75
3. ენერჯი 20 72 3.6
4. არმია 20 69 3.45
5. სოხუმი 20 65 3.25
6. თსუ 20 58 2.9
7. ბათუმი 20 55 2.75
8. შსს 20 54 2.7
9. დინამო 20 42 2.1
10. ქუთაისი 20 42 2.1
11. აგრარული 20 28 1.4


44
ერთი გუნდის ჩაჭრისას მეორე გუნდს შეცდომა ეწერება. ჰოდა, წარმოუდგენლად ბევრი შეცდომა მოუგროვდა "დინამოს" თსუ-სთან მატჩში - 44.

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - შეცდომათა საერთო რაოდენობით მეორეა "არმია", რომელმაც რეგულარული ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა. ამას, არმიელები პლეი ოფის წინ აუცილებლად გაითვალისწინებდნენ...

რეკორდები
შეცდომები
1. დინამო - 44
26.2.11 დინამო-თსუ

2. დინამო - 31
20.11.10 თსუ-დინამო

3. დინამო - 30
04.12.10 დინამო-ენერჯი

შეცდომები
გუნდი თ შეცდ საშ
1. დინამო 20 436 21.8
2. არმია 20 355 17.75
3. აგრარული 20 355 17.75
4. სტუ 20 349 17.45
5. ენერჯი 20 338 16.9
6. ქუთაისი 20 333 16.65
7. თსუ 20 330 16.5
8. სამედიცინო 20 321 16.05
9. სოხუმი 20 321 16.05
10. ბათუმი 20 320 16
11. შსს 20 316 15.8


მეოთხედფინალი
3 მაისი. ქუთაისი
18:00 ქუთაისი-სამედიცინო

3 მაისი. თბილისი
12:00 არმია-ენერჯი
14:00 შსს-სოხუმი
16:00 თსუ-სტუ

5 მაისი. რუსთავი
16:00 ენერჯი-არმია

თბილისი
12:00 სტუ-თსუ
14:00 სოხუმი-შსს
16:00 სამედიცინო-ქუთაისი

7 მაისი. ქუთაისი
18:00 ქუთაისი-სამედიცინო*

თბილისი
12:00 არმია-ენერჯი*
14:00 შსს-სოხუმი*
16:00 თსუ-სტუ*
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული