დებიუტანტმა "ოლიმპმა" სეზონი გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
15 ოქტომბერს თბილისის სპორტის სასახლეში კალათბურთში საქართველოს სუპერლიგის 2011-2012 წლების სეზონის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატში დებიუტი წარმატებული გამოდგა სუპერლიგის ახალი გუნდის - "ოლიმპისათვის", რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყების - ს.ს.ი.პ. ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენრტის ბაზაზე დაფუძნდა.

"ოლიმპმა" დაძაბულ შეხვედრაში "თსუ" 69:68 დაამარცხა. "ოლიმპის" სადებიუტო მატჩს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ვლადიმერ ვარძელაშვილი ესწრებოდა.

ეროვნული ჩემპიონატის ახალბედა გუნდს, რომელსაც საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი ავარჯიშებს, ხოლო გუნდის პრეზიდენტი დათო სააკაშვილია, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა
ჰყავს.

გუნდის ლიდერები საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, უკანახაზელი - გიორგი გამყრელიძე და ნაკრების ყოფილი წევრობის კანდიდატი, ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი არიან. გუნდმა სამი ლეგიონერის, უკანახაზელ ნიკიჩა სლიუკას (ხორვატია) და სერბი კალათბურთელების, ილიცა მილუტინოვიჩისა (ცენტრი) და ნიკოლა ტუტუსის (ფორვარდი) დამატებაც მოასწრო, გუნდშია აევე გამოცდილი გიორგი გულისაბედაშვილი.

ამავე ტურში "შსს"-მ "ბათუმი" 101:77 დაამარცხა, თბილისის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ასევე დიდი ანგარიშით - 104:75 სძლია "თსსუ"-ს, ხოლო "სოხუმმა" ძალზე იოლად მოუგო "რუსთავს" - 108:62. "დინამოსა" და "ქუთაისის" დაპირისპირება 16 ოქტომბერს გაიმართება, სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი "არმია" 15 ოქტომბერს ისვენებდა.

თბილისი. 15 ოქტომბერი. თბილისის სპორტის სასახლე. საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატი. I წრე. I ტური.

შსს-"ბათუმი" 101:77
(25:26, 18:17, 32:20, 26:14)

შსს: ბოქოლიშვილი (5), კრეპსი (22ქ.10პ), თენიეშვილი (13), ტუჯანი-ტალბა (14), დვალიშვილი (13); ლაფანაშვილი (5), ნიკოლაძე (3), ლონდარიძე (22), ლომოური, იმნაძე (4).
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი

ბათუმი: მიქელაძე (16), ნინუა (6), ელიაძე (8), ელიაშვილი (22), კეშელავა (12); ჩორგოლაშვილი, რამიშვილი (1), ემირიძე (2).
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ კობეშავიძე
კომისარი: როლანდ გელოვანი
მსაჯები: დავით ბერეკაშვილი, ხათუნა გაბედავა

თსსუ-სტუ 75:104
(17:25, 14:24, 22:28, 22:27)

თსსუ: აბაიშვილი (3), ტომარაძე (12), ჩიკვილაძე (21), კვეტენაძე (7), ბექაური (7); ყველაშვილი, შიოლაშვილი, პირველაშვილი, გაბისონია (5), შვანგირაძე (7), ჭოჭუა (8), ჯინჭარაძე (5).
მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ კანდელაკი

სტუ: ხანიაშვილი (12), ირაკლი ძიძიგური (10), ვასილ ბერუაშვილი (12), ანთაძე (14), კობიძე (10); ტეტელაშვილი (2), თევზაძე (6), ჩაჩიბაია (17), ჭოხონელიძე (6), მაჩალაძე (10), დეკანოიძე (1), კორძაძე (4).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ტომარაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, გურამ მიქელაძე

"სოხუმი"-"რუსთავი" 108:62
(28:16, 27:11, 21:13, 32:22)

სოხუმი: ფარღალავა (19ქ.10პ.8მ.), ჩლაიძე (11), ფაცაცია (16), გეი (31ქ.10მ.), ათუაშვილი (11ქ.10მ.); როგავა (2), კანკია (11), გაფრინდაშვილი (5), ქადარია (12ქ.9მ.).
მთავარი მწვრთნელი: აინარს ბაგატსკისი

რუსთავი: არწივიძე (4), ჩაჩანიძე (5), ხმელიძე (19), მაჭავარიანი, გუგავა (6); გაგა არაბული (2), ბააკაშვილი (13), ჯაბა არაბული, კოპალიანი (13)
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ ბერუაშვილი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მსაჯები: გურამ მიქელაძე, მალხაზ ანდღულაძე

თსუ-"ოლიმპი" 68:69
(17:18, 17:16, 14:18, 20:17)

თსუ: ჩიტაშვილი (7), ზურა მაისურაძე, ფანჩულიძე (12ქ.11მ.), მარკოიშვილი (4), ნინიაშვილი (19ქ.13მ.); დავით ბერიშვილი (9), შერმადინი (17)
მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი

"ოლიმპი": გამყრელიძე (10ქ.7პ.), გულისაბედაშვილი (8), სლიუკა (12), მიხეილ ბერიშვილი (19), მილუტინოვიჩი (13ქ.16მ.); სიგუა, ტუტუსი (5)
მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
კომისარი: როლანდ ხომერიკი
მსაჯები: მაკა კუპატაძე, ზაზა მაჩალაძე

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული