თუმცა ყველაფერი თავდაყირა დადგა და არმიელებს ტაქტიკაზე მუშაობის საშუალება აღარ მისცემიათ, რაც დადებითი ამბავი ნამდვილად არ არის.
აი, რა იგულისხმება სიტყვა "თავდაყირაში":
...მატჩი მხოლოდ 32:24 წუთს გაგრძელდა, მაგრამ საფინალო ანგარიში (73:71 "არმიას" სასარგებლოდ) ძალაში დარჩა.
...მწვრთნელი შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სათადარიგოთა სკამზე არავინ ჰყავდა.
...მატჩის ბოლოს ორი თსუ-ელი ხუთ არმიელს "ეჭიდავებოდა".
...პირველად ვნახეთ, კალათბურთელს განზრახ აეღოს ჯარიმა, რათა მოედნიდან ხუთი ფოლის გამო გაეგდოთ.
მოვლენებს "თვალს
II პერიოდის დასრულებამდე 6:40 წუთით ადრე იოაკიმ შელბომი და თსუ-ელები შელაპარაკდნენ. მოედანზე სათადარიგოებიც შეცვივდნენ... სიტუაცია მალევე დაწყნარდა.
მატჩის არბიტრმა დავით ბერეკაშვილმა ვიდეოჩანაწერით გადაამოწმა: ყველა სათადარიგო მოედანზე შევიდა, თუ ზოგიერთი სკამზე დარჩაო.
არბიტრი დარწმუნდა, რომ ინციდენტისას ორივე გუნდის ყველა კალათბურთელი მოედანზე იყო და უკლებლივ ყველა სათადარიგო გააძევა.
მოთამაშეებმა ტრიბუნებზე გადაინაცვლეს. დაცარიელდა ორივე გუნდის სკამი. მატჩი კი მათ უნდა ჩაემთავრებინათ, ვინც შელაპარაკებისას მოედანზე იყო.
III პერიოდის დამთავრებამდე 35 წამით ადრე თსუ-ელმა სოსო შერმადინმა მეხუთე ჯარიმა მიიღო, სტუდენტები ოთხნი დარჩნენ და ვაჟკაცურად იბრძოდნენ...
...სოსოს მალე შალვა კოხრეიძე და თორნიკე ნინიაშვილიც მიჰყვნენ და თსუ-დან მოედანზე მხოლოდ დავით ბერიშვილი და მიხეილ ფანჩულიძე დარჩნენ გეინსის, რიჩარდსონის, დიასის, მინაშვილისა და შელბომის წინააღმდეგ.
სირენამდე 7:36 წუთით ადრე მეხუთე ფოლი მიიღო დათო ბერიშვილმა და თსუ ერთი კაცის ამარა დარჩა.
- ასეთ დროს, ფიბას წესებით მატჩი წყდება. თუ წინაა კაცნაკლული გუნდი, ან ანგარიში საყაიმოა, მაშინ მოგება მის მეტოქეს ეთვლება (2:0). ხოლო თუ იგებს ის, ვისაც ხუთი მოთამაშე შერჩა, მაშინ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში საფინალო შედეგად ცხადდება. გაძევებულ სათადარიგოებს დისკვალიფიკაცია მომდევნო მატჩში არ გადაჰყვებათ, - განგვიმარტა ფიბა-ს კომისარმა მერაბ რატიშვილმა.
ოლიმპი-ქუთაისი 64:75
16:12, 25:18, 7:18, 16:27
ოლიმპი: გამყრელიძე, სლიუკა (17ქ), გულისაბედაშვილი (5ქ), მ. ბერიშვილი (18ქ, 11მ), მილუტინოვიჩი (10ქ), თავართქილაძე (3ქ), მუმლაძე, ჰოგერი (11ქ, 11მ).
ქუთაისი: ბაბუნაშვილი (6ქ), ცეკვავა (19ქ), დიდია (15ქ, 8მ), გ. ბარბაქაძე (12ქ), მათიაშვილი (13ქ, 9მ), ფაშაევი (5ქ), დ. ბარბაქაძე (5ქ), ლომინაშვილი, კოღუაშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: მ. რატიშვილი
არმია-თსუ 73:71
11:25, 33:21, 21:23, 8:2
არმია: კვიმსაძე, საყვარელიძე (3ქ), ბოისა (2ქ) მინაშვილი (9ქ), ათანელიშვილი (3ქ), რიჩარდსონი (25ქ), ბაბიაშვილი (2ქ), შელბომი (7ქ, 9მ), დიასი (9ქ), გეინსი (13ქ).
თსუ: დ. ბერიშვილი (9ქ), ფანჩულიძე (20ქ), კოხრეიძე (3ქ, 10მ), ნინიაშვილი (20ქ, 8მ), შერმადინი (14ქ, 17მ), მჭედლიშვილი, კორკოტაძე (5ქ), ხიზანიშვილი
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ხ. გაბედავა, მ. ანდღულაძე
კომისარი: თ. ქიქოძე
დინამო-შსს 94:89
31:25, 25:15, 14:20, 24:29
დინამო: ბაქრაძე (5ქ), მარხვაშვილი (18ქ), სანაძე (19ქ), კარტერი (29ქ, 15მ), როდუმტა (2ქ), ლეჟავა (7ქ), კეიდია (3ქ), სუხიშვილი, ნოელი (11ქ).
შსს: კრეპსი (17ქ), ბოქოლიშვილი (2ქ), ლაფანაშვილი (10ქ), ტუჯანი (8ქ), ლონდარიძე (10ქ), მაქემონი (5ქ), ნიკოლაძე (5ქ), თენეიშვილი (4ქ), იმნაძე (11ქ), დვალიშვილი (17ქ, 8მ)
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე
კომისარი: რ. გელოვანი
გიგი ბომბაქაძე
ისევე როგორც "არმია"-თსუ-ს დაპირისპირებაზე, მსაჯის გადაწყვეტილებამ "ოლიმპი"-"ქუთაისის" მატჩზეც დიდი გავლენა მოახდინა.
პირველივე ტაიმში მოედნიდან გააძევეს "ოლიმპისა" და საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი, ლაშა გამყრელიძე. როგორც წესი, ყველა გუნდის თამაშს პლეიმეიქერი განსაზღვრავს. ხოლო, როცა საქმე ნაკრების გამოცდილ უკანახაზელს ეხება, იოლი მისახვედრია, რომ მწვრთნელს ყველაფრის ხელახლა გადაწყობა მოუწევდა. ლაშას ნაცვლად თამაშში ტატო თავართქილაძე კარგად ჩაერთო, ხოლო სნაიპერობა ნიკიცა სლიუკამა და მიხეილ ბერიშვილმა ითავეს.
პირველი ტაიმი "ოლიმპმა" 41:30 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში თბილისელებს ცოტა დაღლა დაეტყოთ, რადგან გამყრელიძის გასვლის შემდეგ ძირითადად 6 კალათბურთელს უწევდა თამაში, მაშინ, როცა "ქუთაისის" მწვრთენლმა 9 კალათბურთელი მეტ-ნაკლებად თანაბრად დატვირთა. მაშინაც კი, როცა იმერლებს ხუთ-ხუთი ჯარიმის გამო სამი ლიდერი დააკლდათ (დავით ბარბაქაძე, რიჩარდ მათიაშვილი და გოგა ცეკვავა), მათი თამაშის სტილსა და ხარისხზე ეს არ ასახულა, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან "ქუთაისი" "ოლიმპზე" დაახლოებით ორი თვით ადრე შეიკრიბა.
მატჩის დასრულებამდე 4:16 წუთით ადრე, როცა ტაბლოზე საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა - 62:62. სწორედ ამის შემდეგ გამოიდეს თავი გიგი ბარბაქაძემ (ორი სამქულიანი ჩააგდო) და რეზო დიდიამ და "ქუთაისს" მეოთხედ მოაგებინეს, რითაც პირველი წრის მეორე ადგილზე დასრულებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
ზუსტად რა მოხდა ბოლო წუთებზე, ამას ქრონოლოგიაში ამოიკითხავთ.
ოლიმპი-ქუთაისი 64:75
IV პერიოდი
9:47 მ. ბერიშვილი 2ქ (50:48)
9:33 ცეკვავა 2ქ (50:50)
8:58 ტექნიკური (ქუთაისი)
8:58 სლიუკა 2/1 (51:50)
8:37 გულისაბედაშვილი 3ქ (54:50)
8:19 გ. ბარბაქაძე 2ქ (54:52)
7:49 დიდია 2ქ (54:54)
7:20 ცეკვავა 2ქ (54:56)
6:55 სლიუკა 3ქ (57:56)
6:36 ბაბუნაშვილი 3ქ (57:59)
6:18 მ. ბერიშვილი 2ქ (59:59)
5:23 მილუტინოვიჩი 2ქ (61:59)
4:35 დიდია 2ქ (61:62)
4:16 მილუტინოვიჩი 2/1 (62:62)
3:23 გ. ბარბაქაძე 3ქ (62:65)
3:02 დიდია 2ქ (62:67)
2:39 სლიუკა 2/2 (64:67)
1:31 გ. ბარბაქაძე 3ქ (64:70)
0:42 დიდია 2ქ (64:72)
0:23 ფაშაევი 2/1 (64:73)
0:10 ფაშაევი 2/2 (64:75)
ისევ კარტერი
მეხუთე ტური რომ მოვისტუმრეთ, ჟურნალისტებმა ბჭობა გავაჩაღეთ:
- ტურის საუკეთესოდ ვინ დავასახელოთ?
- გიგი ბარბაქაძემ ცენტრალურ მატჩში 2 სამქულიანით "ქუთაისის" "ოლიმპთან" გამარჯვება გადაწყვიტა, ამავე შეხვედრაში ბოლო წუთებზე თავი გამოიდო რეზო დიდიამ.
- ლევან ფაცაციაზე რას იტყვით? მან ბათუმში სეზონის რეკორდი დაამყარა - 40 ქულა მოაგროვა. თუმცა, "სოხუმს" მეტოქედ ჩემპიონატის აუტსაიდერი "ბათუმი" ჰყავდა.
- კიდევ ერთი აუტსაიდერი, "დინამო" "ფსკერიდან" ვინც ამოიყვანა, მას ხომ არ ეკუთვნის ტურის საუკეთესოობა?
- ისევ კეიონ კარტერი?
- რატომაც არა?! მან ხომ ძლიერი შსს დაამარცხა. კეიონმა 29 ქულა, 15 მოხსნა მოაგროვა და "დინამოს" სეზონის პირველ გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო, ბოლო წუთებზეც არაერთი მნიშვნელოვანი ქულა ჩააგდო.
მაგალითად სირენამდე 47 წამით ადრე, როცა ანგარიშში სხვაობა 3 ქულა იყო ("დინამოს" სასარგებლოდ) შორეული ორქულიანი გამოიყენა - 89:84. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა.
ბევრი მსჯელობის შემდეგ ზედიზედ მეორედ ტურის №1 კალათბურთელად კეიონ კარტერი დავასახელეთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"