18 ნოემბერს "ქუთაისსა" და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს შორის შეხვედრის პირველი ტამი 42:42 დასრულდა, მერე კი მასპინძელმა და ფავორიტმა "ქუთაისმა" მესამე მეოთხედი 6:31 დათმო და საბოლოოდ 20 ქულით წააგო.
ჩემპიონატის ლიდერმა "სოხუმმა" დამაჯერებელად აჯობა ვიცე-ჩემპიონ თსუ-ს და პირველი ადგილი შეინარჩუნა.
ერთადერთმა დაუმარცხებელმა გუნდმა "არმიამ" სამედიცინო უნივერსიტეტის ძლევით გააგრძელა მოგებათა სერია, თუმცა მოქმედ ჩემპიონს "სოხუმზე" ერი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამის გამოა მეორე ადგილზე.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა
აუტსაიდერთა, "დინამოსა" და "რუსთავის" შეხვედრაში გამარჯვება პირველს დარჩა. ქვეყნის ოთხგზის ჩემპიონ "რუსთავს" "ბათუმის" დარად ხუთი თამაშში ხუთი წაგება აქვს და ბურთების უარესი ბალანსით ბოლო ადგილზეა.
საქართველოს ჩემპიონატი. პირველი წრე. მეექვსე ტური
18 ნოემბერი. ქუთაისი
ქუთაისი 76:96 შსს
19 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"
ოლიმპი 101:85 სტუ
19 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"
არმია 99:85 თსსუ
19 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"
დინამო 101:84 რუსთავი
19 ნოემბერი. "სპორტის სასახლე"
თსუ 81:102 სოხუმი
სატურნირო მდგომარეობა
სოხუმი 6 5 1 546-440 11
არმია 5 5 0 451-320 10
ქუთაისი 6 4 2 495-455 10
ოლიმპი 5 4 1 404-376 9
შსს 6 3 3 514-515 9
თსსუ 6 3 3 517-530 9
სტუ 5 3 2 443-431 8
დინამო 6 2 4 493-557 8
თსუ 5 1 4 369-401 6
ბათუმი 5 0 5 355-431 5
რუსთავი 5 0 5 362-439 5
msy.gov.ge