"ქუთაისმა" "სოხუმთან" სტუმრად იმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეშვიდე ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელსაც თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ,,სოხუმმა" ,,ქუთაისს" უმაპინძლა, თუმცა მეტოქესთან ვერაფერი გააწყო და 61:84 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრის პირველმა პერიოდმა საინტერესოდ ჩაიარა. მეოთხედის დასრულებამდე 2:50 წუთით ადრე 2-ქულიან უპირატესობას ქუთაისელები ფლობდნენ - 10:12, თუმცა პერიოდის მიწურულს სოხუმელები დაწინაურდნენ, რომლებმაც პერიოდი ქულით 15:14 მოიგეს.

მეორე მეოთხედის მე-4 წუთზე ფრე, 22:22 დაფიქსირდა, რასაც სტუმართა 3-ქულიანი მოჰყვა და ქუთაისელთა უპირატესობაც გაიზარდა. ამის შემდეგ თამაში ქულა -ქულაში წ ავიდა, სადაც მცირე უპირატესობას ქუთათურები ფლობდნენ (29:24 მატჩის დასრულებამდე 3:36
წუთით ადრე).

დარჩენილი დროის განმავლობაში ქუთაისელებმა აქტიური და შემტევი თამაშის წყალობით სხვაობა ჯერ 10 ქულამდე გაზარდეს - 34:24, შემდეგ კი სოლიდური უპირატესობაც მოიპოვეს და პირველი ტაიმი მოგებით დაასრულეს - 43:29.

მესამე მეოთხედი კვლავ ქუთაისელთა უპირატესობით დაიწყო. გაქტიურდნენ მასპინძლებიც, თუმცა იმერლები იმდენად კარგად თამაშობდნენ დაცვაში, რომ მოპოვებული უპიარტესობა ხელიდან არ გაუშვიათ -50:34.

დაძაბული აღმოჩნდა ბოლო გადამწყვეტი პერიოდი, სადაც სოხუმელებმა იძალეს, თამაშს ინტერესი შესძინეს და სხვაობა 11 ქულამდე დაიყვანეს - 52:63.

პერიოდის შუაწელში კვლავ აქტიურად ათამაშდნენ ქუთაისელები, რომლებმაც სხვაობა ამჯერად 20-ქულით გაზარდეს, 74:54 და ფაქტიურად მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს.

დარჩენილ დროში ქუთაისის გუნდმა ,,ზღვისპირელებს" შანსი არ დაუტოვა და სოლიდური სხვაობით, 84:61 იმარჯვა.

მოგებულთა შემადგენლობაში 17-17 ქულა დავით ბარბაქაძისა და რიჩარდ მათიაშვილის ანგარიშზეა, ხოლო სოხუმელებს 23 ქულა ლაშა ფარღალავამ შესძინა. ორმაგი დუბლი მიითვალა ლევან ფაცაციამ, რომელმაც 16 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა.

www.superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული