თსუ-მ სტუდენტურ დერბიში იმარჯვა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-7 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს სამედიცინო და თსუ დაუპირისპირდნენ.

სტუდენტურ დერბიში თსუ-მ იმარჯვა, რომელმაც დრამატულ მატჩში 2 ქულის სხვაობით, 93:91 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი.

მატჩის საწყისი წუთები გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც მცირე უპირატესობას "მედიკოსები" ფლობდნენ.

პერიოდის მე-5 წუთზე სამედიცინო 13:11 დაწინაურდა, ხოლო მეოთხედში 27:24 იმარჯვა. მეორე მეოთხედის პირველ წუთზე თსუ-მ 1-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა- 28:27. ამის შემდეგ კი შეხვედრა განსაკუთრებით დაიძაბა, თამაში ქულა-ქულაში წავიდა და წინ ხან ერთი გუნდი გადიოდა, ხანაც მეორე.

ამავე პერიოდის შუაწელში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი
გააქტიურდა და 3 ქულით დაწინაურდა - 39:36. ამის შემდგომ თსუ-ელები კვლავ მძლავრად ათამაშდნენ და მეორე პერიოდის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე წინ 10 ქულის სხვაობით გავიდნენ - 50:40, ხოლო პირველი ტაიმი მოგებით დაასრულეს - 51:44.

მესამემ მეოთხედში"მედიკოსებმა" სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს - 58:66, თუმცა მობილიზებულმა თსუ-მ სხვაობა მალევე გაზარდა და მესამე პერიოდის დასრულებამდე 2:25 წუთით ადრე და 13 ქულით გაიქცა წინ - 71:58.

ბოლო გადამწყვეტ მეოთხედში თსუ-მ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა (84:66) და თითქოს მატჩის ბედიც გადაწყვიტა, მაგრამ დასკვნითი მეოთხედის შუაწელში სამედიცინომ მოახერხა თამაშზე მობილიზების მოხდენა, სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა და მატჩში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა - 82:89. ამის შემდეგ "სტუდენტებს" შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა: მატჩის დასრულებამდე 1:29 წუთით ადრე სხვაობა ჯერ 5 ქულით - 86:91, შემდეგ კი (44წამით ადრე) 3 ქულით შემცირდა - 88:91.

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 12 წამით ადრე ქაქუცა აბაიშვილმა 3-ქულიანი მოათავსა თსუ-ს კალათში, ანგარიში გაათანაბრა და ისედაც დრამატული თამაში კიდევ უფრო დაძაბა. აბაიშვილის 3-ქულიანს მიხეილ ფანჩულიძემ 2 ქულით უპასუხა და შეხვედრის დასრულებამდე 3:07 წამით ადრე საკუთარი გუნდი წინ 2 ქულით დააწინაურა.

დარჩენილ დროში კი (3 წამი) ბექა ჩიკვილაძის მიერ ნასროლი 3-ქულიანი მეტოქის კალათს აცდა და გამარჯვებაც თსუ-ს დარჩა.

სამედიცინოს რიგებში საუკეთესო ბექა ბექაური იყო, რომელმაც 20 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო თსუ-ს შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა შეასრულა: თორნიკე ნინიაშვილის ანგარიშზე 29 ქულა და 11 მოხსნაა, ხოლო მიხეილ ჩიტაშვილმა 22 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული