არმიელების გუნდური რეკორდი

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-7 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს ტექნიკური უნივერსიტეტი და "არმია" დაუპირისპირდნენ.

არმილებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და მეორე პერიოდის პირველივე წუთზე 30:19 გავიდნენ წინ. ამავე მეოთხედში სტუ-მ სხვაობა 7 ქულით შეამცირა -29:36. დარჩენილ დროში არმიელებმა მეტოქეს არ დაანებეს და ტაიმი 10 ქულით, ანგარიშით 56:46 მოიგეს.

მესამე პერიოდი არმიელთა სრული უპირატესობით წარიმართა, "ძალოვნებმა" სხვაობა მთელი 20-ქულით გაზარდეს( 74:54) და მეტოქეს ყოველგვარი შანსი
დაუკარგეს. "არმია" მოწოდების სიმაღლეზე ბოლო, მეოთხე მეოთხედშიც იდგა: ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდს ყველა კომპონენტში აჯობა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით, 112:71 დაამარცხა მეტოქე.

აღსანიშნავია, რომ 112 ქულით არმიელებმა მიმდინარე სეზონის გუნდური რეკორდი მოხსნეს, რომელიც აქამდე სოხუმისა და ქუთაისის გუნდებს ეკუთვნოდათ (108 ქულა).

გამარჯვებულთა რიგებში 16 ქულა ერთბაშად სამმა მოთამაშემ დააგროვა: ჯერემი რიჩარდსონმა, ზვიად ბაბიაშვილმა და ვახტანგ მინაშვილმა. ორმაგი დუბლი მიითვალეს ანატოლი ბოისამ (13ქ.10მ) და ზვიად ბაბიშვილმა (16ქ.11მ). რაც შეეხება სტუ-ს, მის შემადგენლობაში გიორგი ხანიაშვილი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 18 მოხსნაა.

სუპერლიგის მე-7 ტურის დასკვნითი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 18 საათზე დაიწყება: სტუდენტურ დერბიში ერთმანეთს სამედიცინო - თსუ შეხვედებიან.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული