შეხვედრის პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მეორე პერიოდის დასრულებამდე 4:38 წუთით ადრე ოლიმპელები 34:26 გავიდნენ წინ და ამის შემდეგ მეტოქისთვის შანსი აღარ დაუტოვებიათ. პირველი ტაიმი ოლიმპელებმა დამაჯერებლად, 46:32 მოიგეს, ხოლო მესამე მეოთხედის მიწურულს ოლიმპელები დიდი ანგარიშით დაწინაურდნენ - 63:48 .
მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე მასპინძლებმა 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 64:50, ხოლო დასკვნითი ათწუთეულის დასრულებამდე
,,ოლიმპის" შემადენლობაში 13 ქულით საუკეთესო ტატო თავართქილაძე იყო, ხოლო 10 ქულითა და ამდენივე მოხსნით ორმაგი დუბლი ივო ჰოგერმა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში ითამაშა აქამდე ტრავმირებულმა ნიკოლა ტუტუსმა, რომელმაც საკმაოდ დიდხნიანი შესვენების შემდეგ საკუთარ გუნდს 7 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.
რაც შეეხება ,,რსუ-ბათუმს", ზღვისპირელებს ლაშა კეშელავამ ულიდერა, რომლიც 22 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, რომელიც თბილისის სპორტის სასახლეში ამ წუთებში იწყება ერთმანეთს სოხუმი - შსს დაუპირისპირდებიან.
superleague.ge