საქართველოს ჩემპიონატი. VIII ტური. მიმოხილვა

AutoSharing Option
3 დეკემბერი
ოლიმპი-ბათუმი 82:74
21:22, 25:10, 18:18, 18:24
ოლიმპი: გამყრელიძე (9ქ), გულისაბედაშვილი (9ქ), სლიუკა (8ქ), მიხეილ ბერიშვილი (11ქ, 9მ), მილუტინოვიჩი (9ქ, 9მ), ლ. მინაშვილი, ნანიტაშვილი (5ქ), თავართქილაძე (13ქ), სიგუა (1ქ), მუმლაძე, ტუტუსი (7ქ), ჰოგერი (10ქ, 10მ).
ბათუმი: მიქელაძე (16ქ), რამიშვილი (7ქ), ვ. მაისურაძე (8ქ), ელიაშვილი (16ქ), კეშელავა (22ქ, 11მ), ემირიძე, ნინუა, ელიაძე (5ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, ს. საინერისი
კომისარი: რ. გელოვანი

მერვე ტური "ოლიმპის" რვაქულიანი გამარჯვებით გაიხსნა. მხოლოდ საფინალო ანგარიში იყო გასარკვევი, თორემ "ბათუმთან" მატჩში "ოლიმპი" ფავორიტი რომ იყო,
ეს წინასწარ ყველას კარგად მოეხსენებოდა.

ბათუმელებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. ზღვისპირელებს წინა ხაზში ოლიმპელთა დარი მეფარეები არ ჰყავთ, ამიტომ აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გააკეთეს და არც მეტი, არც ნაკლები, 11 სამქულიანი გამოიყენეს. ეს "ოლიმპის" დარ გუნდთან გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის - თბილისელებმა სტუმრებს მოხსნებში 51:38 აჯობეს, რაც წარმატების საწინდარი გახდა.
დიდი ხნის შესვენების შემდეგ "ოლიმპს" დაუბრუნდა სერბი ლეგიონერი ნიკოლა ტუტუსი.

შსს-სოხუმი 82:93
15:21, 31:19, 26:31, 10:22
შსს: კრეპსი (24ქ, 5პ), ბლერი (19ქ), ლაფანაშვილი, ტუჯანი, დვალიშვილი, მაკქემონი (9ქ, 5პ), ნიკოლაძე (2ქ), ლონდარიძე (9ქ), თენიეშვილი, სმიტი (19ქ).
სოხუმი: ფარღალავა (27ქ, 9მ), სორდია, ჩლაიძე (12ქ), ფაცაცია (35ქ, 8მ), ქადარია (12ქ, 14მ), კანკია, გაფრინდაშვილი (4ქ), ჯგერენაია, ჯანაშია (3ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

ერთი კვირის წინათ შსს-ს ამერიკელები ლარი ბლერი და ტრეისი სმიტი შეუერთდნენ. სადებიუტო მატჩში მათ ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 20 ქულის სხვაობით დაამარცხეს. იმ დღიდან შსს-ელები წრის მეორე ადგილზე დასრულების მთავარ კანდიდატებად იქცნენ და ნამდვილად არავის გაუკვირდებოდა, თუ მერვე ტურში "სოხუმს" დაამარცხებდნენ.

საწყისი სამი პერიოდის განმავლობაში მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ჩანდა, რომ შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე უნდა გადაწყვეტილიყო. საკითხავი იყო ისიც, გადამწყვეტი მომენტისთვის შერჩებოდათ თუ არა ენერგია "სოხუმის" მთავარ მექულეებს ლაშა ფარღალავასა და ლევან ფაცაციას. შერჩათ, რადგან ისინი თანაგუნდელებთან ერთად ოპტიმალურ ფორმაში არინ. სწორედ ამ გარემოებამ დაგვანახა, რომ შსს-ს შეთამაშება სჭირდება - ბლერი და სმიტი გუნდში ახალი ჩარიცხულები არიან. ორი სასტარტო კალათბურთელის საერთო სქემებთან მორგებას კი დრო სჭირდება.

როგორც მიხვდით, მეოთხე პერიოდი "სოხუმმა" უფრო თავდაჯერებით ჩაატარა, შეტევაშიც ყველაფერი გამოსდიოდა და დაცვაშიც, პერიმეტრზეც და ფარქვეშაც. თავად განსაჯეთ: "სოხუმმა" საბოლოოდ მოხსნებში 53:31(!) იმარჯვა, ხოლო სამქულიანებში 10:3.

ფაცაციამ 39 წუთში 35 ქულა (15-დან 8 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი, 11-დან 10 საჯარიმო), 8 მოხსნა და თითო პასი-დაფარება მოაგროვა. ასეთი მსუყე სტატისტიკა და საფინალო შედეგი ფაცაციას ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელების საწინდარი გახდა.

თსუ-სტუ 67:57
12:18, 21:17, 24:10, 10:11
თსუ: ჩიტაშვილი (4ქ), ზ. მაისურაძე (3ქ), ფანჩულიძე (2ქ), ხიზანიშვილი, ნინიაშვილი (29ქ, 17მ), დ. ბერიშვილი (8ქ), კოხრეიძე (1ქ), კორკოტაძე (10ქ), მარკოიშვილი (3ქ), შერმადინი (7ქ), ჩქარეული.
სტუ: ძიძიგური (4ქ), ვ. ბერუაშვილი (9ქ, 10მ), ჩაჩიბაია (12ქ), ხანიაშვილი (14ქ), კობიძე (9ქ, 12მ), ტეტელაშვილი, მაჩალაძე, კორძაძე, ანთაძე (9ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

ბევრი მსჯელობის შემდეგ ჟურნალისტებმა დავუშვით გამონაკლისი და მერვე ტურში საუკეთესოდ ორი კალათბურთელი დავასახელეთ - ლევან ფაცაცია და თორნიკე ნინიაშვილი, რომელმაც თსუ-ს სტუ დაამარცხებინა. თორნიკეს მონაგარი ასე გამოიყურებოდა: 31 წუთში 29 ქულა და 17 მოხსნა.

თსუ სტუ-სთან შედარებით გამოცდილი გუნდია, თუმცა ტექნიკოსები გამოუცდელობას მონდომებით ფარავენ. ზურაბ ტომარაძის შეგირდები თსუ-საც ბოლომდე ებრძოლნენ, მაგრამ ნუგზარ ჭეიშვილის გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სწორი მიდგომით სტუ-ს მთავარი იარაღი გააუნვებელყო.

საქმე ის არის, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი ბევრ სამქულიანს ისვრის და უმთავრესად სწორედ ამ კომპონენტის ხარჯზე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას. თსუ-მ კი სტუ-ს პერიმეტრი იმდენად კარგად გადაუკეტა, რომ 23-დან მხოლოდ 2 სამიანი ჩააგდებინა. შესაბამისად, მესამე გამარჯვება ჩაიწერა და მოგება-წაგებათა რაოდენობით სტუ-ს გაუთანაბრდა.

არმია-რუსთავი 81:49
16:10, 19:16, 20:8, 26:15
არმია: კვიმსაძე (16ქ), საყვარელიძე (9ქ, 9მ), რიჩარდსონი, ტომასი (4ქ), შელბომი (9ქ), ბაბიაშვილი (17ქ), ბოისა (7ქ), ვ. მინაშვილი (6ქ), ჰოუკინსი (7ქ), მოსეშვილი, ათანელიშვილი (6ქ, 8მ).
რუსთავი: არწივიძე (11ქ), თვარაძე, ჩაჩანიძე (3ქ), ხმელიძე (8ქ), გუგავა (7ქ), მაჭავარიანი (2ქ), გ. არაბული, გ. ბერუაშვილი, ბააკაშვილი (4ქ), ჯ. არაბული, კოპალიანი (14ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ი. ბერიშვილი, ს. საინერისი
კომისარი: თ. ქიქოძე

ყველაზე იოლი "არმია"-"რუსთავის" მატჩის შედეგის გამოცნობა იყო: ძალოვნებს ერთი წაგებაც არ აქვთ, ხოლო რუსთაველებს - მოგება. სხვადასხვა პოლუსზე მყოფი გუნდების დაპირისპირებისას ამპლიტუდაც მაღალი დაფიქსირდა +32 "არმიას" სასარგებლოდ.

მერვე ტურსაც არ ჩაუვლია დებიუტანტის გარეშე - საქართველოს ჩემპიონატში პირველად ითამაშა კლიფტონ ჰოუკინსმა, რომელსაც საკუთარ თავზე ბევრი არ აუღია, მაგრამ კარგი სტატისტიკა ჰქონდა: 24 წუთი, 1-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 2-დან 2 საჯარიმო, 7 ქულა, 4 პასი.

არმიელთა მეორე ახალწვეული, მეტიუ ფრეიე გუნდს მხოლოდ ევროჩელენჯზე დაეხმარება. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია NBA-დან ჩამოსულ სანდიატა გეინსს, რომელიც "ნიუ ჯერსის" დაუბრუნდა. მისთვის "არმიას" მაისურით ბოლო მატჩი "გონინგენთან" იყო.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი                    თ მ წ სხ ქ
1. არმია              7 7 0 644/440 14
2. სოხუმი           8 6 2 700/606 14
3. ქუთაისი         8 6 2 665/600 14
4. ოლიმპი          7 6 1 560/515 13
5. სამედიცინო   8 3 5 692/709 11
6. შსს                 7 3 4 596/608 10
7. თსუ               7 3 4 529/549 10
8. დინამო          7 3 4 591/623 10
9. სტუ                7 3 4 571/610 10
10. ბათუმი        7 0 7 495/611 7
11. რუსთავი     7 0 7 476/648 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული