საქართველოს ჩემპიონატი. IX ტური

AutoSharing Option
მიმდინარე ჩემპიონატამდე კოტე ტუღუშს 3 სამმაგი დუბლი ჰქონდა შესრულებული, ხოლო ბუბა კვიმსაძეს - ერთი.

21-ე პირველობაზე მეცხრე ტურამდე ერთი ტრიპლ-დაბლიც არ დაფიქსირებულა, შაბათს კი ერთბაშად ორი სამმაგი დუბლი შესრულდა - ქუთაისელი რიჩარდ მათიაშვილი და ოლიმპელი ლაშა გამყრელიძე იოლად ასცდნენ 10-იან ნიშნულს სამ კომპონენტში: ქულებში, პასებსა და მოხსნებში.

გამყრელიძემ "დინამოსთან" 27 ქულა, 14 პასი და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო მათიაშვილმა - 10 მოხსნა, 11 პასი და 12 ქულა.

სწორედ ეს ორი კალათბურთელი დავასახელეთ ტურის საუკეთესოებად, თუმცა MVP-ს ტიტულს ქუთაისელი გიგი ბარბაქაძე
(7-დან 7 სამქულიანი, 31 ქულა) და შსს-ელი ლარი ბლერიც (33 ქულა, 8 პასი) იმსახურებდნენ. რადგან სამმაგი დუბლი საქართველოში არცთუ ხშირად ფიქსირდება, საერთო გადაწყვეტილებით საუკეთესოებად ლაშა გამყრელიძე და მათიაშვილი დავასახელეთ.

საქართველოს ჩემპიონატი. IX ტური

არმია-ბათუმი 102:68
33:8, 19:20, 28:17, 22:23
არმია: ვუდსაიდი (19ქ, 6პ), საყვარელიძე (14ქ), რიჩარდსონი (13ქ, 5პ), ტომასი (10ქ), შელბომი (9ქ), ბაბიაშვილი (15ქ), ბოისა, მინაშვილი (5ქ), კვიმსაძე, ჰოუკინსი, მოსეშვილი (5ქ), ათანელიშვილი (12ქ).
ბათუმი: მიქელაძე (14ქ, 7პ), რამიშვილი, ვ. მაისურაძე (21ქ), კეშელავა (13ქ), ელიაშვილი (10ქ), ემირიძე, ელიაძე (10ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, ს. საინერისი, მ. ანდღულაძე
კომისარი: რ. გელოვანი

პარასკევს თსუ-ს დაწყებული საქმე კარგად განაგრძო "არმიამ", ისიც ასცდა 100-ქულიან ბარიერს. საქართველოს ჩემპიონმა აუტსაიდერი "ბათუმი" 102:68 დაამარცხა.

რა კომპონენტში აჯობეს ძალოვნებმა ზღვისპირელებს, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია მაშინ, როცა ანგარიშში 34-ქულიანი სხვაობა ფიქსირდება.

ევროჩელენჯზე გადამწყვეტი მატჩის მომლოდინე არმიელებს კარგი ვარჯიში გამოუვიდათ. ეს აუცილებელიც იყო, რადგან გუნდში ბევრი ახალწვეულია. მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა სხვადასხვა ტაქტიკური მონახაზი გამოსცადა და ყველაფერი კარგად გამოუვიდა. იგივეს იმედი გვაქვს "ლეიდენთან" სამშაბათის მატჩში.

თავის მხრივ, მაღალი დონის ლეგიონერებთან ჭიდილში დიდი გამოცდილება შეიძინეს ახალგაზრდა ბათუმელებმა. კარგი შთაბეჭდილება დატოვა 18-წლამდელთა ნაკრების გამთამაშებელმა ირაკლი მიქელაძემ (14 ქულა, 7 პასი).

სამედიცინო-შსს 80:105
21:25, 15:24, 18:28, 26:28
სამედიცინო: სამოილოვიჩი (3ქ), ტომარაძე (17ქ), ჭოჭუა (10ქ, 8მ, 5პ), ბექაური (21ქ, 12მ, 4დ), ილიჩი (8ქ, 9მ), ჩიკვილაძე (11ქ), პირველაშვილი, აბაიშვილი, შვანგირაძე (7ქ), ჭინჭარაძე (3ქ).
შსს: ბლერი (33ქ, 8პ), კრეპსი (18ქ, 7პ), მაკქემონი (15ქ), ლონდარიძე (8ქ, 10მ), სმიტი (5ქ, 7მ), ლაფანაშვილი (7ქ), ნიკოლაძე (2ქ), ლომოური (2ქ), თენიეშვილი (1ქ), ტუჯანი (8ქ), იმნაძე (6ქ), ბოქოლიშვილი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე
კომისარი: მ. რატიშვილი

თანაბარ თამაშს ველოდით შსს-სა და "სამედიცინოს" შორის, თუმცა წინა კვირას "სოხუმთან" წაგების შემდეგ ძალოვნები იმდენად მობილიზებულები გამოვიდენნ, რომ ტურში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირეს - 105:80.

მედიკოსთაგან ბევრი იშრომა ახალგაზრდა მეფარე ბექა ბექაურმა, საბოლოოდ სარკისებური დუბლიც მიითვალა - 21 ქულა, 12 მოხსნა. თუმცა ვერავინ შეძლო შსს-ს გამთამაშებლის, ლარი ბლერის შეჩერება, რომელმაც 31 წუთში 33 ქულა (9/6 ორქულიანი, 8/5 სამიანი, 6/6 საჯარიმო), 6 მოხსნა, 8 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა. ლარის მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-მდე ავიდა, რაც მიმდინარე სუპერლიგის რეკორდის გამეორებაა (ასეთივე შედეგი ჰქონდა სოხუმელ ლევან ფაცაციას).

ამ შეხვედრის შემდეგ შსს-ს მოგება-წაგებათა რაოდენობა გაუთანაბრდა (4-4), ხოლო დამარცხებამ "სამედიცინო" მეცხრე ადგილამდე ჩამოაქვეითა.

სტუ-ქუთაისი 78:107
13:30, 18:32, 24:25, 23:20
სტუ: ძიძიგური (10ქ), დეკანოიძე (2ქ), ჩაჩიბაია, ხანიაშვილი (17ქ), კობიძე (13ქ, 8მ), ტეტელაშვილი (6ქ), თევზაძე (8ქ), ჭოხონელიძე (3ქ), მაჩალაძე (5ქ), კორძაძე (6ქ), ვ. ბერუაშვილი (5ქ), ანთაძე (3ქ).
ქუთაისი: ფაშაევი (7ქ), ბაბუნაშვილი (3ქ), დიდია (5ქ), გ. ბარბაქაძე (31ქ), მათიაშვილი (12ქ, 13პ, 11.), ტუკვაძე (4ქ), დ. ბარბაქაძე (18ქ, 9მ), ლომინაშვილი (4ქ), კუჭავა (7ქ), კოღუაშვილი (14ქ, 9მ), ქორიძე (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე
კომისარი: რ. ხომერიკი

ტექნიკოსები ყველა მეტოქესთან ბოლომდე ბრძოლით გამოირჩევიან. ამას ველოდით "ქუთაისთანაც". სტუ-მ ჩვეულად მოინდომა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, რადგან ქუთათურებმა თავი შესანიშნავად დაიცვეს - სტუ-ს კალათბურთელებს პერიმეტრიდან ტყორცნებს არ ანებებდნენ, რამაც ახალგაზრდა ტექნიკოსებს ხელ-ფეხი შეუკრა და პირველ ტაიმში იმერლებმა 62:31 იმარჯვეს. ფარქვეშ კი, ისედაც ცნობილი იყო, რომ რიჩარდ მათიაშვილის წინამძღოლობით ქუთათურები თბილისელებს აჯობებდნენ. საბოლოოდ ასეც მოხდა - სტუდენტბმა მოხსნებში 38:61 დათმეს. მეორე ნახევარში თამაში გაიხსნა და "ქუთაისიც" იოლად ასცდა 100 ქულას.

უმთავრესად ვინ განაპირობა სტუმართა წარმატება შესავალში მოგახსენეთ.

დინამო-ოლიმპი 66:99
12:22, 26:25, 12:32, 16:20
დინამო: ბაქრაძე (10ქ), სანაძე (14ქ), მარხვაშვილი, კარტერი (8ქ, 9მ), სუხიშვილი (7ქ), ს. ლეჟავა (7ქ), ლომიძე, კეიდია (1ქ), ალხანაიძე (2ქ), ჯანგველაძე (2ქ), ნოელი (15ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (27ქ, 14პ, 10მ), გულისაბედაშვილი (4ქ), სლიუკა (11ქ), მ. ბერიშვილი (12ქ), მილუტინოვიჩი (12ქ), ნანიტაშვილი (4ქ), თავართქილაძე, სიგუა, მუმლაძე (2ქ), ტუტუსი (15ქ), სულაბერიძე, ჰოგერი (12ქ, 10მ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი
კომისარი: მ. რატიშვილი

ტურის მეხუთე მატჩშიც ველოდით 100 ან მეტ ქულას, მაგრამ "ოლიმპმა" 99 იკმარა და ლამაზი ანგარიშით იმარჯვა - 99:66.

"ლამაზი" მხოლოდ "ოლიმპისთვის" იყო, "დინამოს" კი მწარედ დაამახსოვრდება შაბათის შეხვედრა. მიმდინარე ჩემპიონატში პირველად ვერ გადალახა 10-იანი ზღვარი "დინამოს" ფორვარდმა კეიენ კარტერმა. დიდი სხვაობით წაგების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. თუმცა ერთი დადებითი მომენტი მაინც უნდა გამოვარჩიოთ - დინამოელთა ახალწვეულმა დეივ ნოელმა 15 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი მოაგროვა და დაგვარწმუნა, რომ საწყის მატჩებში მისი უფერული თამაში არასათანადო ფორმის ბრალი იყო.

"ოლიმპს" გამარჯვებისკენ ლაშა გამყრელიძე გაუძღვა, რომელმაც პირადი რეკორდი გაიმეორა - ამჯერადაც 14 პასი მიითვალა. მას არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 13-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი, 3-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და 27 ქულამდე ავიდა. მის სამმაგ დუბლზე ზემოთ მოგახსენეთ. ლაშას მარგი ქმედების კოეფიციენტი 36 იყო.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 8 8 0 746/508 16
2. ქუთაისი 9 7 2 772/678 16
3. ოლიმპი 8 7 1 659/581 15
4. სოხუმი 8 6 2 700/606 14
5. შსს 8 4 4 701/688 12
6. თსუ 8 4 4 632/630 12
7. სამედიცინო 9 3 6 772/814 12
8. დინამო 8 3 5 657/722 11
9. სტუ 8 3 5 649/717 11
10. ბათუმი 8 0 8 563/713 8
11. რუსთავი 8 0 8 557/751 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მათიაშვილის სტატისტიკა არ წერია სწორედ
ketevani
23:47 12-12-2011
0
და 11 მოხსნა
ketevani
23:16 12-12-2011
0

სიახლეები პოპულარული