სუპერლიგის მე-10 ტური ოლიმპის გამარჯვებით დასრულდა

AutoSharing Option
თბილისის სპორტის სასახლეში დასრულდა სუპერლიგის მე-10 ტურის დასკვნითი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს სამედიცინო და დებიუტანტი "ოლიმპი" დაუპირისპირდნენ.

ოლიმპის გუნდმა 7 ქულის სხვაობით, 78:71 დაამარცხა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი და 17 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დამკვიდრდა.

მატჩის პირველი ათწუთეული გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც "ოლიმპმა" 2 ქულის სხვაობით იმარჯვა - 21:19. მეორე მეოთხედში თსსუ საკმაოდ გააქტიურდა და პერიოდის მე-2 წუთზე პირველად გავიდა წინ - 23:22. აღნიშნული უპირატესობა "მედიკოსებმა" პირველი ნახევრის დასრულებამდე შეინარჩუნეს და ტაიმში 2-ქულის სხვაობით იმარჯვეს - 40:38.

მესამე მეოთხედი კიდე
უფრო საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა - ოლიმპელები მეტოქეს დაეწივნენ, ჯერ საყაიმო ანგარიში დააფიქსირეს 43: 43, შემდეგ კი 3 ქულითაც დაწინაურდნენ 46:43. მესამე მეოთხედის დარჩენილი დრო კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა, ოლიმპელები კვლავ მცირე უპირატესობას ფლობდნენ, სამედიცინო კი მდევრის როლში იმყოფებოდა.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა მეოთხე მეოთხედის დასაწყისში, "ოლიმპმა" 10-ქულიან უპირატესობას მხოლოდ პერიოდის შუაწელში მიაღწია (60:70) , რის შემდეგაც მეტოქისთვის დაწევის საშუალება აღარ მიუცია.

"მედიკოსების" რიგებში 15 ქულით კოკა ტომარაძე გამოირჩა, ხოლო ოლიმპის" შემადგენლობაში საუკეთესო მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 20 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა.

სუპერლიგა. მე-10 ტური

"ბათუმი"-რსუ 85:93
შსს-თსუ 113:85
"სოხუმი"-"არმია" 58:86
სტუ-"დინამო" 97:81


superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული