ლარი ბლერის რეკორდი - 41 ქულა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატი. X ტური. თბილისი სპორტის სასახლე
17 დეკემბერი
შსს-თსუ 113:85
24:14, 16:19, 36:25, 37:27
შსს: მაკქემონი (12ქ), ლაფანაშვილი, ნიკოლაძე, ლონდარიძე (16ქ), თენიეშვილი, ტუჯანი (6ქ), იმნაძე, დვალიშვილი, ბლერი (41ქ, 10მ, 7პ), კრეპსი (27ქ, 9მ), ბოქოლიშვილი (2ქ), სმიტი (9ქ, 9მ).
თსუ: ბერიშვილი (12ქ), ფანჩულიძე, მჭედლიშვილი, კოხრეიძე (3ქ), კორკოტაძე (11ქ), მარკოიშვილი, ნინიაშვილი (27ქ, 9მ), ჩიტაშვილი (9ქ, 8მ), ხიზანიშვილი (6ქ), შერმადინი, მაისურაძე (17ქ), ჩქარეული.
მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: მ. ქურიძე

ჩემპიონატის დასაწყისში კალათბურთელები რეკორდს რეკორდზე აუმჯობესებდნენ. მას მერე ზუსტად ერთი
თვე მოგვიწია მოცდა ვიდრე ქულებსა და მოხსნებში ახალ რეკორდს ვიხილავდით: მეათე ტურში შსს-ს გამთამაშებელმა ლარი ბლერმა 41 ქულა ჩააგდო და ერთით გააუმჯობესა სოხუმელი ლევან ფაცაციას მიერ ერთი თვის წინ ნაჩვენები შედეგი.

ვერ ვიტყვით, რომ შსს-ს დამარცხება მხოლოდ ლარის ბრალია, თუმცა ცალკე ყურადღების გამახვილება გვმართებს მის მონაგარზე, რამაც მისი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელება გადაგვაწყვეტინა: 39 წუთში 41 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი 2 ჩაჭრა. მის ანგარიშზე 21-დან 11 ორქულიანი, 8-დან 4 სამიანი და 8-დან 7 საჯარიმოა.

შსს-დან 27 ქულა რობო კრეპსმა ჩააგდო, 16 - ილია ლონდარიძემ, ხოლო 12 - ჯეფრი მაქემონმა. მათმა თამაშმა თორნიკე ნინიაშვილის 27 ქულა გადაფარა და შსს-მ თსუ-ს 113:85 აჯობა. სხვათა შორის, 113 ქულაც სეზონის რეკორდია. ისევე როგორც ბლერის მაჩვენებელს მასაც უწერია გაუმჯობესება.

* * *
სტუ-დინამო 97:81
23:18, 24:18, 17:23, 33:22
სტუ: თევზაძე (2ქ), ჩაჩიბაია (12ქ), ჭოხონელიძე, მაჩალაძე (17ქ, 16მ), ხანიაშვილი (12ქ), კობიძე (2ქ), ჯავახიშვილი, დეკანოიძე (4ქ), ძიძიგური (10ქ), კორძაძე, ბერუაშვილი (11ქ, 13მ), ანთაძე (27ქ).
დინამო: ბაქრაძე (11ქ, 7პ), ლეჟავა, ლომიძე, სანაძე (5ქ), მარხვაშვილი (7ქ), კეიდია (2ქ), ალხანაიძე, მეხრიშვილი, ჯაგველაძე, სუხიშვილი (2ქ, 11მ), დეივი (29ქ, 19მ), კარტერი (25ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, მ. ანდღულაძე.
კომისარი: რ. ხომერიკი

შაბათის პირველ მატჩში ქიენ კარტერმა მოხსნებაში პირადი რეკორდი (18) გააუმჯობესა - 19 მოხსნა მიითვალა, თუმცა არც ეს და არც მისი 25 ქულა "დინამოს" მოგებისთვის არ ეყო. ზურაბ ტომარაძის გაწვრთნილმა სტუ-მ პირველივე წუთებიდან სწრაფი, გუნდური თამაში დაუპირისპირა და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა - 97:81.

გუნდურობა შემთხვევით არ გვიხსენებია, ტექნიკოსთაგან ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა გადალახა 10-ქულიანი ნიშნული. გვარების აქ ჩამოწერას სჯობს ოქმს გადახედოთ...

* * *
არმია-სოხუმი 86:58
23:20, 13:8, 28:11, 22:19
არმია: რიჩარდსონი (24ქ), ბაბიაშვილი (1ქ), ბოისა, მინაშვილი, კვიმსაძე (6ქ), ტომასი (21ქ), მოსეშვილი (3ქ), ათანელიშვილი (2ქ), შელბომი (6ქ, 9მ), ვუდსაიდი (14ქ, 14პ), საყვარელიძე (9ქ).
სოხუმი: ფარღალავა (16ქ, 8პ, 8მ), როგავა, ბულიავა, კანკია, ჩლაიძე (5ქ), სორდია, ათუაშვილი (8ქ), ფაცაცია (14ქ, 7მ), გაფრინდაშვილი (4ქ), ქადარია (5ქ), ჯგერენაია (6ქ), ჯანაშია.
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: მ. რატიშვილი

რეკორდი კიდევ ერთ მატჩში დამყარდა: "არმიას" ახალმა გამთამაშებელმა ბენჟამინ ვუდსაიდმა "სოხუმთან" 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ოლიმპელი ლაშა გამყრელიძის მაჩვენებელი გაიმეორა.

"სოხუმის" რიგებში ფაცაციამ და ფარღალავამ ჯამში 30 ქულა მოაგროვეს, რაც ამ სეზონში გამარჯებას არ ყოფნის. 86:58 "არმიას" სასარგებლოდ.

* * *
ოლიმპი-სამედიცინო 78:71
21:19, 17:21, 26:18, 14:13
ოლიმპი: გამყრელიძე (6ქ, 13პ), გულისაბედაშვილი (2ქ), მინაშვილი, ნანიტაშვილი, თავართქილაძე, სიგუა, მილუტინოვიჩი (14ქ, 7მ), ბერიშვილი (20ქ, 14მ), სლიუკა (9ქ), მუმლაძე, ტუტუსი (12ქ), ჰოგერი (15ქ, 7მ).
სამედიცინო: ტომარაძე (15ქ, 7მ), ჩიკვილაძე (12ქ), ყველაშვილი, ბექაური (11ქ, 9მ), პირველაშვილი (2ქ), გაბისონია, აბაიშვილი (5ქ), შვანგირაძე, ჭოჭუა (12ქ), ილიჩი (10ქ, 8მ), ჯინჭარაძე (4ქ), სამოილოვიჩი.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი.
კომისარი: რ. ხომერიკი

შედარებით თანაბარი გამოდგა "ოლიმპისა" და "სამედიცინოს" დაპირისპირება. ოლიმპელებმა თანაბრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, მესამე პერიოდში მოიპოვეს მცირე უპირატესობა, რომლის შენარჩუნება დაძაბულ მეოთხე ათწუთეულში მოახერხეს.

სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 9 9 0 832/566 18
2. ოლიმპი 9 8 1 737/652 17
3. ქუთაისი 9 7 2 772/678 16
4. სოხუმი 9 6 3 758/692 15
5. შსს 9 5 4 814/773 14
6. თსუ 9 4 5 717/743 13
7. სამედიცინო 10 3 7 843/892 13
8. სტუ 9 4 5 746/798 13
9. დინამო 9 3 6 738/819 12
10. ბათუმი 9 1 8 656/798 10
11. რუსთავი 9 0 9 642/844 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული