საოცარი შედეგიანობით გამოირჩა ძალოვანთა ამერიკელი გამთამაშებელი ლარი ბლერი: 34 წუთში 32 ქულა, 8 პასი, 7-7 ჩაჭრა-მოხსნა. მარგი ქმედების კოეფიციენტს არ იკითხავთ? - 42. დეკემბრის საუკეთესო კალათბურთელი უდავოდ ბლერია.
პარასკევსვე ბათუმში წლევანდელი სუპერლიგის სარეკორდო, 20 მოხსნა გაიფორმა "ქუთაისის" ცენტრმა რიჩარდ მათიაშვილმა. ცხადია, მის ანგარიშზე 20-ზე მეტი ქულაა - 28. ასე რომ, სიმბოლური ნაკრებისთვის გამთამაშებელიც გვყავს და ცენტრიც.
სიმბოლურში მსროლელად და მსუბუქ ფორვარდად წრის
სიმბოლურ ნაკრებში ერთი ადგილი დაგვრჩა, რომელიც სტუ-ს მძიმე ფორვარდმა ზვიად ანთაძემ შეავსო. მისმა გუნდმა "სოხუმი" დაამარცხა და პირველი წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა.
სუპერლიგა. XI ტური
სტუ-სოხუმი 94:74
ოლიმპი-არმია 62:63
დინამო-თსუ 101:91
რუსთავი-შსს 63:117
ბათუმი-ქუთაისი 80:107
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 10 10 0 895/628 20
2. ქუთაისი 10 8 2 879/758 18
3. ოლიმპი 10 8 2 799/715 18
4. სოხუმი 10 6 4 832/786 16
5. შსს 10 6 4 931/836 16
6. სტუ 10 5 5 840/872 15
7. დინამო 10 4 6 839/910 14
8. თსუ 10 4 6 808/844 14
9. სამედიცინო 10 3 7 843/892 13
10. ბათუმი 10 1 9 736/905 11
11. რუსთავი 10 0 10 705/961 10
რეკორდები
ქულა
41 - ლარი ბლერი (შსს)
2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8
17.12.11 შსს-თსუ
მოხსნა
20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 4; საკუთ: 16)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი
პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია
ჩაჭრა
7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)
29.10.11 სტუ-რუსთავი
7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)
11.11.11. ბათუმი-სოხუმი
7 - ლარი ბლერი (შსს)
23.12.11 რუსთავი-შსს
დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი
6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"