საქართველოს თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე "ბათუმმა" პირველ წრეში "სამედიცინოსთან" დათმო. დასავლელთა რიგებში ძირითადად 6 კალათბურთელი დაიტვირთა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმელებს შემადგენლობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
არადა, დასანანია, მდიდარი ტრადიციების ბათუმში ერთი კარგი გუნდი რომ არ არის. პერსპექტივა კი არსებობს - აჭარელთა შემადგენლობაში საქართველოს
იმედი დავიტოვოთ, რომ რეგიონის ხელმძღვანელობა "ბათუმს" კიდევ უფრო მიხედავს, რათა გუნდმა სუპერლიგაში ღირსეულად წარმოაჩინოს აჭარის ღირსება. მანამდე მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს მოვუსმინოთ.
- სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ შემადგენლობაში რა ცვლილებები განხორციელდა?
- დაგვაკლდა ცენტრი მამუკა ბოლქვაძე. იგი პირადი მიზეზების გამო წავიდა, ასე ჩათვალა საჭიროდ.
- კარიერა ხომ არ დაასრულა?
- ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია. ბოლქვაძის ადგილს გიოგი რევაზაშვილი დაიკავებს. თუმცა ახალწვეული ცენტრი არ არის, უნივერსალური კალათბურთელია, არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
- თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ვანო მაისურაძეც გაკლდათ.
- იგი ჩვენთანაა, თუმცა ავადმყოფობის გამო თასისთვის თბილისში ვერ ჩამოვიყვანეთ.
- მოსამზადებელი ეტაპი სად გაიარეთ?
- ბათუმში, ჩვენს დარბაზში. კარგად მოვემზადეთ, გუნდი მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციებშია, თუმცა ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე კიდევ უნდა მოვუმატოთ.
- მიმდინარე სეზონში "ბათუმისგან" რას უნდა ველოდეთ?
- ახალგაზრდული შემადგენლობა გვყავს. მაქსიმალურად ვეცდებით ღირსეულად გამოვიდეთ. რა გამოგვივა, უშუალოდ ჩემპიონატი გვიჩვენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"