საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი: შემოტრიალებაც ამას ჰქვია

AutoSharing Option
როგორც წესი, ნებისმიერი თამაში განსაკუთრებით საინტერესო მაშინაა, როცა ყველაფერი მეოთხე პერიოდში წყდება.

საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მორიგ ტურში საოცარი შემოტრიალებები ვიხილეთ: სამიდან ორ შემთხვევაში, დამარცხდა ის, ვინც მესამე პერიოდის შემდეგ იგებდა.

"მაქაბიმ" "კარდინალთან" პირველი ტაიმი 32:19 იმარჯვა, თუმცა მეორე ტაიმში მეტოქემ იმდენი მოახერხა, რომ საფინალო სირენას მინიმალური სხვაობით შეხვდა - 63:62 "კარდინალების" სასარგებლოდ. 30 ქულას გამარჯვებულთა მხრიდან ბექა ღუდუშაურმა უწია, ხოლო მაქაბელმა ლევან რევაზაშვილიმა 32 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

განსაკუთრებით დრამატული გამოდგა მეორე-მესამეადგილოსნების დაპირისპირება. ცხრილში "ოლიმპზე" ზემოთ მდგომმა "დინამომ" მესამე
პერიოდის ბოლოს 9-ქულიან უპირატესობას მიაღწია, თუმცა ოლიმპელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩიც ოვერტაიმში გადავიდა. დამატებით დროში "ოლიმპმა" 22:14 იმარჯვა და ცხრილში "დინამოსთან" ჩამორჩენა 2 მოგებამდე შეამცირა.

რევაზაშვილის დარად 32 ქულა მოაგროვა არმიელი ვახტანგ მინაშვილის უმცროსმა ძმამ ლუკამ ("ოლიმპი").

მესამე მატჩის მეორე პერიოდში "სოხუმმა" "ქუთაისს" აშკარად აჯობა (28:10), თუმცა მიღწეულის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მესამე ათწუთეული 9:26 წააგო. მეოთხე პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და გამარჯვება ქუთათურებს დარჩათ.

მაქაბი-კარდინალი 62:63
20:9, 12:10, 12:19, 18:25
მაქაბი: ბერუაშვილი, სამნიაშვილი (16ქ, 11მ), ძამიაშვილი (6ქ, 16მ, 3პ), ხეთაგური (6ქ, 8მ, 8პ, 4ჩ), მჭედლიშვილი, მ. რევაზაშვილი (2ქ, 12მ), ლ. რევაზაშვილი (32ქ, 19მ).
კარდინალი: როგავა (4ქ, 5მ, 3ჩ), ფეიქრიშვილი (12ქ, 4ჩ), კენჭიაშვილი, კევლიშვილი, ღუდუშაური (30ქ, 5მ, 4პ, 4ჩ), ჭყონია (2ქ, 6ჩ), ხალიბეგაშვილი, ხარაძე (8ქ, 23მ, 2დ), კალანდაძე (5ქ, 3პ), მეგენეიშვილი (2ქ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი.
კომისარი: რ. ხომერიკი.

დინამო-ოლიმპი 78:86
21:11, 12:15, 19:17, 12:21, 14:22
დინამო: გაბისონია (8ქ, 3პ, 3ჩ), ლომიძე, სანაძე (27ქ, 5მ, 3პ, 3ჩ), ალხანაიძე (18ქ, 22მ), მეხრიშვილი (12ქ, 13მ, 4პ), ორმოცაძე (7ქ, 8მ), დოლიძე (2ქ), ჩოჩია (4ქ, 3პ).
ოლიმპი: ნადირაძე (11ქ, 8მ), მინაშვილი (32ქ, 6მ, 4პ, 3ჩ), ესებუა, მუმლაძე (14ქ, 10მ), ვახანია (12ქ, 11მ, 7პ, 3ჩ), ტყაბლაძე (2ქ), შიოლაშვილი (6ქ, 6მ), ჩერქეზიშვილი (9ქ, 6მ, 10პ, 3ჩ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

სოხუმი-ქუთაისი 77:81
18:21, 28:10, 9:26, 22:24
სოხუმი: გოლეთიანი, როგავა (20ქ, 6მ, 6პ, 4ჩ), გაფრინდაშვილი (2ქ), ძიძიგური (9ქ), ზედელაშვილი (3ქ), ჯინჭარაძე (21ქ, 8მ, 4პ, 3ჩ), დვალიშვილი (8ქ, 9მ), მესხი (2ქ, 5მ), ანანიაშვილი, ბულიავა (12ქ).
ქუთაისი: ცაგარეიშვილი (5ქ), გრძელიძე (15ქ, 6პ), ნ. მესხი (10ქ, 8მ, 3ჩ), გოგოძე (3ქ), ლილუაშვილი (8ქ, 6პ), ცირეკიძე (17ქ, 18მ), ლომინაშვილი (21ქ, 9მ, 5პ, 2დ), ფხაკაძე (2ქ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი.

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შსს აკადემია 10 9 1 798/656 19
2. დინამო 10 8 2 888/742 18
3. ოლიმპი 11 6 5 792/843 17
4. სოხუმი 10 6 4 805/737 16
5. სტუ 10 6 4 796/771 16
6. ქუთაისი 10 5 5 884/794 15
7. კარდინალი 10 3 7 661/757 13
8. მაკაბი 11 0 11 762/1001 11
9. რუსთავი 8 2 6 567/652 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული