სუპერლიგა. XIII ტური: ცხრილში დროებით "ქუთაისი" გაპირველდა

AutoSharing Option
10 თებერვალი, ქუთაისი
ქუთაისი-რუსთავი 69:60
21:12, 14:19, 18:12, 16:17
ქუთაისი: ფაშაევი (4პ), ბაბუნაშვილი (3ქ, 5მ, 3პ), დიდია (23ქ, 6პ), ტუკვაძე (2ქ), დ.ბარბაქაძე (14ქ, 3პ, 13მ, 3ჩ), ლომინაშვილი (1ქ), გ.ბარბაქაძე (12ქ,7მ), კოღუაშვილი, მათიაშვილი (14ქ, 8მ, 6პ, 2დ).
რუსთავი: მაჭავარიანი (10ქ), გ. არაბული (2ქ), არწივიძე (10ქ, 4ჩ), ბააკაშვილი (5ქ, 4ჩ), ჩაჩანიძე (8ქ, 4პ), ხმელიძე (17ქ, 3ჩ, 8მ), გუგავა, ტუჯანი (8ქ, 2დ, 3ჩ, 4პ, 11მ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, გ. მიქელაძე.
კომისარი: ა. კაზანჯიანი.

სუპერლიგის მე-13 ტური ქუთაისში გაიხსნა. ადგილობრივმა გუნდმა "რუსთავი" დაამარცხა.

მართალია, ანგარიშში მხოლოდ 9-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა (69:60), მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ "ქუთაისმა" გამარჯვებას დიდი კითხვის ნიშანი დაუსვა - პირველი მეოთხედის შემდეგ იმერლები 21:12 დაწინაურდნენ.

მომდევნო 30 წუთში მასპინძლებს სერიოზული ჩავარდნა არ მოსვლიათ და სეზონში მეცხრე გამარჯვებას მიაღწიეს.

შედეგად ქუთათურები სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდნენ, თუმცა დროებით, რადგან 11 თებერვალს ითამაშებს ჩემპიონატის ლიდერი "არმია", რომელსაც ათივე მატჩი აქვს მოგებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული