სუპერლიგა. XIV ტური: "სამედიცინომ" ბათუმში მეხუთე გამარჯვება მიითვალა

AutoSharing Option
16 თებერვალი. რუსთავი
რუსთავი-სტუ 67:54
15:11, 22:16, 15:7, 15:20
რუსთავი: მაჭავარიანი (9ქ, 6მ, 4პ), გ. არაბული (5ქ, 4პ, 3ჩ), არწივიძე (2ქ, 4პ), ბააკაშვილი (15ქ), ჩაჩანიძე (10ქ), ხმელიძე (10ქ, 8მ), გუგავა (6ქ), ტუჯანი (10ქ, 8მ).
სტუ: თევზაძე (7ქ), მაჩალაძე (5ქ, 10მ, 3ჩ), ჯავახიშვილი, ახალაია, დეკანოიძე (6ქ, 5მ), ძიძიგური (4ქ), კოპალიანი (1ქ), კორძაძე (1ქ), ნოზაძე (17ქ, 2დ), ანთაძე (11ქ, 3ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი, მ. ალნღულაძე.
კომისარი: გ. სანაძე.

რუსთაველებს 13 ტური მოუწიათ მოცდა პირველ გამარჯვებამდე, თუმცაღა მანამდე არაერთ გუნდს გაუჩაღეს სერიოზული
ბრძოლა. 16 თებერვალს ქვემო ქართლს ახალგაზრდული სტუ ეწვია, რომელსაც თბილისში "რუსთავი" 86:82 ჰყავდა დამარცხებული.

მიხეილ ბერუაშვილის შეგირდები განმეორებით შეხვედრაში თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და ბოლო წუთებამდე თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ, რაც უმთავრესად დაცვაში მტკიცე თამაშის შედეგი გახლდათ.

სტუ-ს კი ძალიან დაეტყო ლიდერების ვასილ ბერუაშვილისა და ბექა ჩიკვილაძის დანაკლისი (თსუ-ში გადავიდნენ). ეს კალათბურთელები ფარქვეშაც აქტიურობდნენ, განსაკუთრებით სახიფათონი პერიმეტრზე იყვნენ. სტუ-ს სწორედ სამქულიანებში გაუჭირდა: 40 წუთში ერთადერთი შორეული ტყორცნა გამოიყენა, მაშინ როცა საკუთარ კალათში 6 სამქულიანი მიიღეს.

17 თებერვალი. ბათუმი
ბათუმი-სამედიცინო 71:78
14:17, 20:25, 18:24, 19:12
ბათუმი: მაისურაძე (15ქ, 3პ), რამიშვილი, მიქელაძე (25ქ, 2ჩ, 6მ, 4პ), ელიაშვილი (3ქ), კეშელავა (14ქ, 12მ), ელიაძე (2ქ, 5მ, 2ჩ), რევაზაშვილი (12ქ, 18მ).
სამედიცინო: კვეტენაძე (2ქ), ყველაშვილი (4ქ, 5მ), პირველაშვილი (23ქ, 6მ), გაბისონია, აბაიშვილი (2ქ, 4პ), შვანგირაძე, ჭოჭუა (16ქ, 8მ, 7პ), ილიჩი (18ქ, 6მ), დვალიშვილი (13ქ, 2დ, 7მ), ფერიაშვილი, სამოილოვიჩი (4პ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე.

რუსთავისგან განსხვავებით, ბათუმში სტუმრებმა იმარჯვეს. "სამედიცინომ" "ბათუმს" 78:71 აჯობა.

"მედიკოსების" მეფარემ აკაკი დვალიშვილმა წინა ტურში კოჭი დაიზიანა, თუმცა ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და აკაკიმაც ბათუმში 28 წუთი ითამაშა და 13 ქულა მოაგროვა. "სამედიცინოს" სნაიპერი გიორგი პირველაშვილი გახდა (23 ქულა), ხოლო ორმაგი დუბლი ორმა ბათუმელმა მიითვალა: ლაშა კეშელავამა და გიორგი რევაზაშვილმა. პირველმა 14 ქულას 12 მოხსნა მიამატა, ხოლო მეორემ - 12 ქულას 18 მოხსნა.

ეს გახლდათ "სამედიცინოს" მეხუთე გამარჯვება, მაშინ, როცა "ბათუმს" მიმდინარე სუპერლიგაში ერთი მოგება აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული