სუპერლიგა. III ტური: "რუსთავმა" პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
სუპერლიგის მეორე წრის მესამე ტური რუსთავში დაიწყო, სადაც ადგილობრივმა "რუსთავმა" სტუ-ს უმასპინძლა, მეტოქე 67:54 დაამარცხა და სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

"ქვემოქართლელებმა" მატჩი თავიდანვე კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით, 37:27 გავიდნენ.

რუსთველებმა მესამე პერიოდშიც იქტიურეს და მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახადეს - 52;34. "ტექნიკოსები" მხოლოდ მეოთხე, დასკვნით მეოთხედში ათამაშდნენ, რაც მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსთავის გუნდს 15 ქულით ვატო ბააკაშვილმა ულიდერა, ხოლო ტექნიკური უნივერსიტეტს გუნდს 17 ქულა ლუკა ნოზაძემ შესძინა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სუპერლიგის მეორე წრის
მესამე ტურის კიდევ ორი შეხვედრა ბათუმსა და ქუთაისში შედგება. "ზღვისპირელები" თსსუ-ს 17:00 საათზე უმასპინძლებენ, ხოლო "ქუთაისი" საკუთარ მოედანზე "არმიას" 18:00 საათზე დაუპირისპირდება.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული