ანგარიში შსს აკადემიამ გახსნა და პირველივე წუთზე 2:0 დაწინაურდა, თუმცა "ოლიმპმა" მეტოქეს არ დაუთმო და მატჩის მეოთხე წუთზე 8:2 გავიდა წინ. პერიოდის დასრულებამდე 2:39 წუთით ადრე კი ოლიმპელებმა მოპოვებული უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და თავიაანთ სასარგებლოდ 14:10 დააფიქსირეს. შსს აკადემია გააქტიურდა და მეოთხედის დასრულებამდე 1.11 წუთით სხვაობა მინიმუმადე დაიყვანეს, ხოლო პერიოდი 17:15 დათმეს.
კიდევ
საინტერესოდ დაიწყო მესამე პერიოდი. საწყის წუთებში "ოლიმპი" მძლავრად ათამაშდა და 41:37 დაწინაურდა, პერიოდის შუაწელში კი 10-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 47:37 და და პერიოდის ბოლომდე შეინარჩუნა კიდეც. აღნიშნული მეოთხედის დასრულებამდე 1:45 წუთით ადრე გუნდებს შორის 55:45 ანგარიში დაფიქსირდა, ხოლო მესამე მეოთხედი "ოლიმპის" სასარგებლოდ, 58:49 დასრულდა.
გადამყვეტი, მეოთხე პერიოდის დასაწყისში შსს-მ სხვაობა შეამცირა და ჯერ 52:58, ხოლო შემდეგ 54:59 დააფიქსირა. თუმცა ოლიმპელებმა მეტოქეს არაფერი დაუთმეს და მეოთხედის შუაწელში კვლავ ოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ - 71:63.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:43 წუთით ადრე "დებიუტანტებმა" კვლავ სოლიდური გახდეს უპირატესობა - 77:66, დარჩენილ დროში კი შსს აკადემიამ ვერაფერი გააწყო და მეორე წრეში პირველი მარცხი განიცადა.
"ოლიმპს" ულიდერა გიორგი გამყრელიძემ, რომელმაც 35 ქულა მიითვალა, ხოლო შსს აკადემიის რიგებში 26 ქულით ლარი ბლერი გამოირჩა. ორმაგი დუბლი შეასრულა ტრეისი სმიტმა, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 16 მოხსნაა.
მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციაში "ოლიმპისა" და შსს აკადემიის მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა:
გია კაზანჯიანი (ოლიმპი მწვრთნელი): ჩვენთვის რთული იყო ამ მატჩისთვის მომზადება, რადგანაც განახლებული შსს-ს თამაში მეორე წრეში მხოლოდ ერთხელ ვიხილეთ.
გუნდი მთლიანად შეცვლილია, ჰყავს ახალი მწვრთნელი, ახალი მოთამაშეები და თვითონ მატჩის მსვლელობისას მივხვდით თუ რა უნდა გაგვეკეთებინა. გავიმარჯვეთ დაცვის ბრწყინვალე თამაშით და ჩვენმა გუნდისთავმა, გიორგი გამყრელიძემ აჩვენა რომ დღესდღეობით საუკეთესო გამთამაშებელია.
გიორგოს კეცედელისი (შსს აკადემიას მწვრთნელი): მივულოცავ "ოლიმპს"გამარჯვებას, ამ გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და ნიჭიერი მოთამაშეები ჰყავს და მივულოცავ გიორგის, რომელმაც დღეს შესანიშნავად ითამაშა.
ვფიქრობ, ასეთი პოტენციალის მქონე მოთამაშე წარმატებას მიაღწევს ევროპის ნებისმიერ კლუბში და ძალიან კარგი მომავალი ელის. ჩვენ მაქსიმალურად ვიბრძოლეთ გამარჯვებისთვის, თუმცა დავმარცხდით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს კარიერაში, თამაშის განმავლობაში მოწანააღმდეგე გუნდმა პირველად ისროლა 42 ჯარიმა.
გიორგი გამყრელიძე: დაძაბული მატჩი იყო. შსს აკადემია მთლიანად შეცვლილი გუნდია, რომელიც შედარებით დალაგებულად თამაშობს და ჩვენ არ ვიყავით ამ მატჩისთვის ისე მომზადებულები, როგორც სხვა თამაშებში.
სხვადასხვა მიზეზთა გამო გვაკლდენენ მოთამაშეები და ამიტომაც დიდხანს თამაში მომიწია. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს ასეთი კარგი თამაშისთვის და მთალიანად ჩვენი გუნდის ორგანიზაციას. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ჩვენს ფან-კლუბს და ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს, რომელთაც ძალიან სანახაობრივი და კარგი მატჩი აჩვენეს.
დავით იმნაძე: ძალიან დაძაბული თამაში იყო და მივულოცავ ჩვენს მოწინააღმდეგე გუნდს გამარჯვებას. ანახლებული გუნდი ვართ, ახალი მწვრთნელით, ახალი მოთააშეებით და იმედია მომავალში ბვერად უკეთესს თამაშს ვაჩვენებთ. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში გვქომაგობდნენ.
superleague.ge