სუპერლიგა. II წრე. IV ტური: "ქუთაისმა" თსუ-ს დიდი სხვაობით მოუგო

AutoSharing Option
სუპერლიგის მეოთხე ტურის მორიგ მატჩში თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის გუნდმა "ქუთაისს" უმაპინძლა და 87:111 დამარცხდა.

შეხვედრის საწყისი ათწუთეული სტუმართა უპირატესობით დაიწყო, რომლებიც პირველივე პერიოდში 32:18 დაწინაურდნენ. მეორე პერიოდში თსუ ტოლ-სწორად ებრძოლა მეტოქეს (26:26), თუმცა არაფერი გამოუვიდა და პირველი ტაიმი 44:58 დათმო.

მესამე მეოთხედის მე-4 წუთზე თსუ-მ სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა 50:60, თუმცა პერიოდის დასრულებამდე 4:13 წუთით ადრე ქუთაისი მძლავრად ათამაშდა და 24-ქულიან უპირატესობას უწია - 76:52. დარჩენილ დროში კი "იმერლებმა" მეტოქეს ფაქტიურად შანსი არ დაოტოვეს და 88:56 გაანადგურეს.

ბოლო დასკვნით მეოთხედს
აზრი დაეკარგა. "ქუთაისმა" მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მეტოქე დიდი ანგარიშით გაანადგურა.

გამარჯვებულებს 20 ქულით რევზ დიდაიმ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა:რიჩარდ მათიაშვილმა და დავით ბარბაქაძემ ზუსტად ერთნაირი ქულები და მოხსნები დააგროვეს - 15 ქულა და 12 მოხსნა.

მატჩისშემდგომ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე ქუთაისისა და თსუ-ს მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენატრები გაკეთდა.

დავით უსტიაშვილი (ქუთაისის მწვრთნელი): გუნდმა კარგადა ითამაშა და მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, რადგანაც ეს თამაში მოვიგეთ. მითუმეთეს, რომ წინა კვირას "არმიას" ვეთამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით, ვიქრობ ჩვენი გუნდი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. დღეს მოგება გვჭირდებოდა და ამისთვის ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს. დღევანდელი გამარჯვება აუცილებელი იყო ჩვენთვის.

21 იანვრიდან დღემდე ჩვენს გუნდში ტრავმირებულია ცეკვავა, რომელმაც ჯერ კიდევ თასის ფინალში არმიასთან მიიღო ტრავმა. შემდეგ არ უვარჯიშია და დინამოსთან პირველ ტურში ითამაშებდა თუ არა არც კი ვიცოდით. საბოლოოდ აღნიშნულ მატჩში იასპარეზა, თუმცა იყო საერთოდ უვარჯიშებელი. "რუსთავთან" კი არ უთამაშია. წინა ტურში "არმიასთან" კვლავ ტრავმა მიიღო და ერთი თვით თამაშს გამოეთიშა.

იმედია ცეკვავა მალე გამოკეთდება. იგი ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და ჩვენთვის დიდი დანაკლისი იქნება. ლეგიონერებს რაც შეეხება, ვფიქრობ რაც მეტი და კარგი ლეგიონერი იქნება იასპარეზებს სუპერლიგაში, მით უკეთესი იქნება. მე პირადად მივესალმები ამ ფაქტს. ლეგონერების სიმრავლე გაზრდის კალათბურთის დონეს და სუპერლიგა უფრო და უფრო წინ წავა.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): პირველ რიგში მივულოცავ ქუთაისის გუნდს ამ გამარჯვებას. ვიტყოდი რომ არც ჩვენ ვითამაშეთ ცუდად, რადგან 87 ქულას როცა გააკეთებ და თამაშს წააგებ, გასათვალისწინებელია გარკვეული ფაქტორები. დაცვაში ძალიან სუსტად ვითამაშეთ. ბოლო დროს ძალიან მომრავლდა ჯარიმები. "დინამომ" 41 ჯარიმა ისროლა, ქუთაისმა - 43 . ეს დამანგრეველია გუნდისთვის.

დღევანდელ დისკვალიფიკაციას რაც შეეხება, ვფიქრობ საგანგაშო არაფერი არ იყო. არც ჯარიმა და არც შალვა კოხრეიძის ტექნიკური. არ ვაკნინებ ქუთაისს, მაგრამ 43 ჯარიმა ბევრი მეჩვენება. "ქუთაისს" მშვენივრად გამოსდის ყველაფერი. ახალმა მწვრთნელმა ძალიან კარგად გადააწყო გუნდი. უბრალოდ არის შემთხევევები,როდესაც ერთი სასტვენი წყვეტს მატჩის ბედს. რაც შეეხება ტრავმებს. თორნიკე ნინიაშვილია ჩვენს გუნდში ტრავმირებული, რომელიც ვარჯიშს უკვე შეუდგა და ნელ-ნელა დგება ფორმაში.

რიჩარდ მათიაშვილი: ამ მატჩისთვის 87 ქულა ნამდვილად ბევრია. დაცვაში იყო გარკვეული ხარვეზები, რომლებსაც გამოვასწორებთ და "ოლიმპისთან" მატჩისთვის სათანადოდ მოვემზადებით.

ბექა ჩიკვილაძე: "ქუთასის" ყველაფერი ისე გამოუვიდა, როგორც სურდა. დაცვაში არ ძალიან ცუდად ვითამაშეთ. თავდასხმაშიც გარკვეული შეცდომები გვქონდა, რომლებსაც სამომავლოდ გამოვასწორებთ.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული