სუპერლიგა. XVI ტური: "სოხუმმა" "ბათუმი" გაანადგურა

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-2 წრის მე-5 ტური მატჩში "ზღვისპირელთა" დერბი შედგა, სადაც ერთმანეთს "სოხუმისა" და რსუ-ბათუმის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სოხუმელთა გამარჯვებით დასრულდა, რომელებმაც მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დიდი ანგარიშით 91:52 იმარჯვეს.

"სოხუმმა" უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს უფრო სოლიდური გახადა და დიდი შესვენებისთვის წინ 30 ქულით გაიქცა - 55:25, ხოლო მესამე პერიოდის დასრულებამდე 2:43 წუთით ადრე მასპინძელთა სასარგებლოდ ანგარიშში სხვაობამ 45 ქულას უწია - 76:31. ბათუმელებმა ვერც დასკვნით მეოთხედში გაუწიეს სათანადო წინააღმდეგბა და შეხვედრა მარცხით დაასრულეს.

"სოხუმს" 27
ქულით ლაშა ფარღალავამ ულიდერა, ხოლო 19 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი სერგო ათუაშვილმა შეასრულა. რსუ-ბათუმის შემადგენლობაში ირაკლი მიქელაძე გამოირჩა, რომელმაც თავის გუნდს 22 ქულა შესძინა.

მატჩის შემდგომ ტრადიციულად გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც "სოხუმისა" და "ბათუმის" მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

რიმვიდას სამულენასი (სოხუმის მწვრთნელი): მივულოცავ ჩვენს გუნდს გამარჯვებას და ასევე "ბათუმს", რომელიც ეცადა კარგად თამაშს, მაგრამ გარკვეული მიზეზებისა და პრობლემების გამო ეს არ გამოუვიდა.

რაც შეეხება მატჩს, ვიტყოდი რომ დღეს ჩვენს გუნდს ყველაფერი გამოუვიდა რაზეც ჩვენ ვარჯიშზე ვმუშაობდით. ასევე მინდა აღვნიშნო ახალგაზრდა მოთამაშის, რევაზ როგავას კარგი თამაში, რომელმაც მატჩს თავი შესანიშნავად გაართვა.

მან ითამაშა ისე, როგორც შეეფერება 1ელ ნომერს, ის იყო თავის თავში სავსებით დაწმუნებული და სასიამოვნოა, რომ ასეთი ახალგაზრდა მოთამაშე თავდაჯერებულად გამოდის უმაღლეს ლიგაში.

საერთოდ მიმაჩნია, რომ გუნდში უნდა იყოს კონკურენცია, რათა იყოს შედეგი. სასაიამოვნოა რომ ასეთი პერსპექტიული ამოთამაშეები ასეთ ჩინებულ თამაშს აჩვენებენ და გუნდში ქმნიან კონკურენციას. თუმცაღა ეს კონკურენცია უნდა იყოს ჯანსაღი და მან არ უნდა იმოქმედოს მოთამაშის ფსიქოლოგიაზე. მოთამაშეებს ვაფასებ არ ქულების მიხედვით, არამედ დაცვაში თამაშით. რეზულტატში პირველ რიგში ვუყურებ, მოხნებს, პასებს, დაკარგვებს და სულ ბოლოს ქულებს.

მიხეილ კობეშავიძე (ბათუმის მწვრთნელი): მივულოცავ სოხუმის გუნდს გამარჯვებას. ძალიან კარგია ფაქტია რომ არსებობს სოხუმის გუნდი, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. საერთოდ მოხარული ვარ რომ ასეთ მწვრთნელებს იწვევენ საქართველოში. რაც შეეხება ჩემს გუნდს, გვაქვს სხვადასხვა პრობლემები გვაქვს. ახალგაზრდული გუნდი გვყავს, გვაქვს ფინანსური კრიზისიც და როგორც შევძელით ისე ვითამაშეთ.

ლევან ელიაძე: მივულოცავ გამარჯვებას "სოხუმს" ბრწყინვალე გამარჯვებას. დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ გვაკლდა რამოდენიმე მოთამაშე და არც თავდასხმაში გამოგვიჩენია თავი. შევეცდებით დღევანდელი შეცდომები მომავალი მატჩებისთვის გავითვალისწინოთ და გამოვასწოროთ.

რევაზ როგავა: საკმაოდ კარგი თამაში გამოგვივიდა. ვარჯიშებზე რა კომბინაციებსაც ვხვეწავდით მატჩზე კარგად განვახორციელეთ. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რაც შედეგზეც აისახა. გამარჯვება იოლი არ ყოფილა, თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯეთ და ამიტომაცაა რომ ანგარიშში ასეთი დიდი სხვაობა დაფიქსირდა.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული