"არმიისა" და თსუ-ს მოთამაშეები დაისაჯნენ

AutoSharing Option
სუპერლიგის მე-5 ტურში თსუ-სა და "არმიის" გუნდებს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ 6 მარტს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა. 

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, თსუ-ს მოთამაშე ბექა ჩიკვილაძე დისკვალიფიცირებულია 4 თამაშით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ოდენობით, ექვივალენტი ლარებში; ხოლო "არმიის" მოთამაშე ჯერემი რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულია 2 თამაშით და განესაზღვრა ფულადი ჯარიმა 200 დოლარის ოდენობით, ექვივალენტი ლარებში.

შეგახსენებთ, რომ თსუ-სა და "არმიის" მატჩის მეორე პერიოდის დასრულებამდე 3,5 წამით ადრე "არმიის" მოთამაშემ ჯერემი რიჩარდსონმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თსუ-ს მოთამაშეს ვახტანგ ჩქარეულს, რომელსაც თავისი
თანაგუნდელი ბექა ჩიკვილაძე გამოესარჩლა. აღნიშნული ინციდენტის გამო ჩიკვილაძე და რიჩარდსონი დისკვალიფიცირებულნი იქნენ მატჩიდან.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული