მართალია, სატურნირო მდგომარეობით "დინამო" "სოხუმზე" დაწინაურებული იყო, თუმცა შეხვედრა სოხუმელებმა იოლი გამარჯვებით დაასრულეს.
გუნდური თამაშის წყალობით სოხუმელებმა მატჩი მძლავრად დაიწყეს და საბოლოოდ 24 ქულის სხვაობით მოიგეს.
ასე რომ, "დინამოსა" და "შსს აკადემიას" "სოხუმიც" წამოეწია და რეგულარული ჩემპიონატის მოგებაზე სერიოზული განაცხადიც გააკეთა.
ამ ტრიოს კვალში უდგანან სტუ და "ოლიმპი", რომლებმაც ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება ტექნიკოსებს დარჩათ, რომლებსაც 30 ქულა შეაწია ლობჟანიძემ, ხოლო ორმაგი დუბლით გამოირჩა მაჩალაძე (22 ქულა,
საინტერესო ბრძოლა შედგა "მაქაბისა" და "რუსთავს" შორის. თბილისელებმა პირველი მეოთხედი 17:4 მოიგეს, თუმცა ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი, ფაქტობრივად, შეცვლების გარეშე თამაშობდა და საბოლოოდ სეზონის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად ძალა აღარ ეყო.
ლევან რევაზაშვილმა რუსთაველებს 44 ქულა ჩაუგდო. ამით "მაკაბის" ბომბარდირი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ ასცდა 40-ქულიან ზღვარს. ლევანს აქამდე 48 და 45 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
2 მარტი
რუსთავი-დინამო 87:100
17:30, 20:25, 26:23, 24:22
რუსთავი: გაგნიძე (18ქ, 9მ, 4პ), მებურიშვილი (16ქ, 6ჩ), არაბული (11ქ, 11მ)...
დინამო: ალხანაიძე (25ქ), ჩოჩია (25ქ), ლომიძე (17ქ)...
6 მარტი
ოლიმპი-სტუ 81:87
15:23, 24:28, 16:16, 26:20
ოლიმპი: მინაშვილი (33ქ, 5პ), მუმლაძე (22ქ, 9მ), ვახანია (9ქ, 10პ)...
სტუ: ლობჟანიძე (30ქ, 6პ), მაჩალაძე (22ქ, 18მ)...
დინამო-სოხუმი 65:89
19:31, 15:13, 15:22, 16:23
დინამო: ალხანაიძე (19ქ, 112მ), ორმოცაძე (12ქ, 11მ), გაბისონია (12ქ)...
სოხუმი: ჯინჭარაძე (19ქ), დვალიშვილი (19ქ, 9მ), როგავა (15ქ, 9პ)...
მაქაბი-რუსთავი 79:86
17:4, 19:34, 24:30, 19:18
მაქაბი: ლ. რევაზაშვილი (44ქ, 19მ), ხეთაგური (14ქ)...
რუსთავი: დვალი (20), ქიტოშვილი (18ქ, 11მ), ოქროჭელიძე (10ქ, 11მ), გაგნიძე (10ქ, 10მ)...
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 14 10 4 1133/995 24
2. შსს აკადემია 13 10 3 1025/880 23
3. დინამო 13 10 3 1127/981 23
4. სტუ 14 8 6 1112/1078 22
5. ოლიმპი 13 7 6 967/995 20
6. ქუთაისი 12 7 5 1056/947 19
7. კარდინალი 13 3 10 847/989 16
8. რუსთავი 12 4 8 880/980 16
9. მაკაბი 14 0 14 978/1280 14
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"