18-წლამდელთა ჩემპოინატი: "ავერსისა" და "სოხუმის" გამარჯვებები

AutoSharing Option
8 მარტს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დასრულდა 18-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები "ავერსი"-თსსუ-სა და "სოხუმი"-ნაკრები 97-ს შორის.

"ავერსისა" და სამედიცინოს შეხვედრა ავერსელთა გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც მეტოქეს 66:59 სძლიეს. მატჩის პირველი ნახევარი "ავერსის" მცირე უპირატესობით წარიმართა, რომელმაც ტაიმში 36:28 იმარჯვა.

სამედიცინომ ვერც მეორე ნახევარში მოახერხა მეტოქისთვის უპირატესობის გაწევა და საბოლოოდ მარცხი განიცადა.

"ავერსის" შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა მოთამაშემ შეასრულა: გიორგი გურაშვილმა 14 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა, ზურაბ შანშიაშვილმა - 13 ქულა და
10 მოხსნა, ხოლო ლუკა ოსკოპელის ანგარიშზე 10 ქულა და 16 მოხსნაა.

რაც შეეხება სამედიცინოს, მის რიგებში გიორგი რაზმაძე გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 33 ქულა შესძინა.

"სოხუმისა" და ნაკრები 97-ის დაპირისპირება სოხუმელთა იოლი გამარჯვებით დასრულდა - 59:40. მატჩის საწყისს წუთებში მოპოვებული უპირატესობა "ზღვისპირელებმა" მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს და მეტოქე უშანსოდ დაამარცხეს.

სოხუმელებს ულიდერა ოთო ბულიავამ, რომელიც 30 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე მეტი 7-7 ქულა დიმიტრი ბობილევისა და ლევან გოგოლაძის ანგარიშზეა.

18-წლამდელთა ჩემპიონატი
აკადემია 1-თელავი 89:41
ჰიუნდაი-ნიკეა 97:56

u-18.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული