სუპერლიგა. XIX ტური: ქებათაქება "რუსთავს"!

AutoSharing Option
23 მარტი, რუსთავი
რუსთავი-არმია 71:75
17:15, 22:18, 12:25, 20:17
რუსთავი: მაჭავარიანი (13ქ, 3პ), არწივიძე (5ქ, 3პ), ბააკაშვილი (9ქ), ჩაჩანიძე (17ქ, 3პ), ხმელიძე (17ქ, 6მ, 3პ), გუგავა, ტუჯანი (10ქ, 11მ, 2ჩ, 2დ).
არმია: რიჩარდსონი (11ქ), ბაბიაშვილი (5ქ), უგრეხელიძე (2ქ), კვიმსაძე (5ქ, 3პ, 3ჩ), ტომასი (24ქ, 14მ), მოსეშვილი, ათანელიშვილი, დიასი (2ქ, 3პ), ვუდსაიდი (20ქ), საყვარელიძე (6ქ, 7მ, 4პ), შარაბიძე.
მსაჯები: მ. კუპატაძე, დ. ბერიშვილი, ი. ბერიშვილი.

ქებათაქება რუსთავს! ქვემოქართლელებმა ქვეყნის ჩემპიონსა და მიმდინარე სეზონში უძლეველ "არმიას" ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. რომ არა მესამე პერიოდის
ჩავარდნა, რუსთაველებს, შესაძლოა სენსაციაც "გამოეცხოთ".

აკი თქვა სტუმართა მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა - თითქმის მთელი თამაში "რუსთავის" უპირატესობით წარიმართაო.

...თუმცა გამოცდილებამ ახალგაზრდა მასპინძელთა მონდომება მაინც გადაფარა და "არმიამ" 4 ქულის სხვაობით მოიგო.

ნამატჩევს
კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):
- ნამდვილად არ ველოდით "რუსთავისგან" ასეთ წინააღმდგეობას და რამდენიმე მოთამაშის დასვენებაც გადავწყვიტეთ. დაცვაშიც მოვადუნეთ ყურადღება, როგორც მე, ასევე მოთამაშეებმა, რის გამოც სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩავატარეთ. "რუსთავი" ჩინებულად გაისარჯა, თითქმის მთელი თამაში მისი უპირატესობით წარიმართა. კომპლიმენტები ეკუთვნით მასპინძელთა მწვრთნელსა და კალათბურთელებს.

მიხეილ ბერუაშვილი ("რუსთავის" მწვრთნელი):
- დაცვაში შესანიშნავად ვიასპარეზეთ და თავდასხმაშიც კარგად გამოვიყურებოდით. ბიჭებმა გუნდურად იასპარეზეს და სწორედ ამის ხარჯზე ვებრძოლეთ "არმიას" თანაბრად.

* * *
23 მარტი, ბათუმი
ბათუმი-ოლიმპი 85:103
18:21, 27:35, 13:30, 27:17
ბათუმი: ვ. მაისურაძე (11ქ, 5მ, 5პ), რამიშვილი (9ქ, 7პ, 3ჩ), მიქელაძე (3ქ, 6პ), ელიაშვილი (12ქ), ემირიძე, კეშელავა (28ქ, 4პ, 3ჩ), ნინუა (10ქ), რევაზაშვილი (12ქ).
ოლიმპი: გამყრელიძე (4ქ, 4პ), გულისაბედაშვილი (2ქ), ნანიტაშვილი (4ქ), თავართქილაძე (6პ), სიგუა, მილუტინოვიჩი (14ქ, 5მ, 4პ, 2დ), ბერიშვილი (15ქ, 11მ, 3ჩ), სლიუკა (16ქ), ტუტუსი (16ქ, 5მ, 3პ), სულაბერიძე, ჰოგერი (32ქ, 13მ, 3დ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ს. საინერსი.

"ოლიმპი" მიმდინრე სეზონში ყველაზე ტანმაღალი გუნდია. "ბათუმი" - პირიქით. ეს სხვაობა კარგად აისახა ფარიდან მოხსნებში: 49:25 თბილისელთა სასარგებლოდ. გაილაღა "ოლიმპელთა" ჩეხმა ცენტრმა ივო ჰოგერმა (225 სმ), რომელმაც პირადი რეკორდი დაამყარა - 32 ქულა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ მოედანს დაუბრნდა ტრავმამოშუშებული ლაშა გამყრელიძე. საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 12 წუთი ითამაშა.

გია კაზანჯიანი ("ოლიმპის" მწვრთნელი):
- პირველ ნახევარში "ბათუმმა" კარგად იასპარეზა, თუმცა მესამე მეოთხედში 17:0 გავიქეცით, რამაც მეტოქე საბოლოოდ გატეხა. სრულად არ დაგვიტვირთავს გიორგი გამყრელიძე.

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მწვრთნელი):
- "ოლიმპი" ამ მატჩში ფავორიტი იყო და გაიმარჯვა კიდეც. რაც შეეხება ტრავმებს, მონაწილეობა არ მიუღია ლევან ელიაძეს, რომელსაც ფეხი აწუხებს და სამი კვირა ვერ ითამაშებს.

სატურნირო ცხრილი

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 17 17 0 1538/1074 34
2. ოლიმპი 17 14 3 1437/1247 31
3. ქუთაისი 17 13 4 1448/1306 30
4. სოხუმი 17 10 7 1381/1303 27
5. დინამო 17 9 8 1407/1442 26
6. შსს აკადემია 16 9 7 1438/1282 25
7. სამედიცინო 17 7 10 1373/1453 24
8. თსუ 16 5 11 1283/1422 21
9. სტუ 16 5 11 1212/1375 21
10. ბათუმი-რსუ 17 2 15 1216/1512 19
11. რუსთავი 17 1 16 1176/1493 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული