X-XI
დავიწყოთ ქვემოდან. "რუსთავს" 1 მოგება აქვს, "ბათუმს" - 2. ისინი საპლეიოფო "რვიანში" მყოფ თსუ-ს (6 გამარჯვება) ვეღარ დაეწევიან. ასე რომ, ქვემოქართლელებსა და აჭარლებს სეზონის დასრულებამდე სამ-სამი მატჩი დარჩათ.
IX
პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს სტუ, რომელმაც გასულ შაბათს თსუ-სთან პრინციპული შეხვედრა დათმო და
რადგან ტექნიკოსებს თსუ-სთან უარყოფითი ბალანსი აქვთ, საპლეიოფო ზონიდან რომ გამოაძევონ, მომდევნო სამ ტურში ორი მატჩი მაინც უნდა მოიგონ (ამასობაში თსუ-მ ყველა წააგოს), რაც ახალგაზრდული გუნდისთვის ზერთული ამოცანაა - გადახედეთ მათ მომავალ მეტოქეებს.
VII-VIII
ასე და ამგვარად, თსუ, პრაქტიკულად, მეოთხედფინალშია. თუმცა პლეი ოფში მერვე ადგილით შესვლა სახარბიელო სულაც არ არის - პირველ ეტაპზე მეტოქედ "არმია" ეყოლება. თუმცა, სადღეისო მონაცემებით, მეშვიდე ადგილის დაკავების მეტი შანსი "სამედიცინოს" აქვს, რომელიც თსუ-ს 1 გამარჯვებით უსწრებს და რეგულარული ეტაპი თანაბარი ქულებითაც რომ დაასრულონ ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უკეთესი შედეგის მიხედვით, მეშვიდეზე "მედიკოსები" დარჩებიან.
ამიტომ თსუ-ელებმა "სამედიცინოს" მოგებათა რაოდენობით უნდა გადაასწრონ. ეს რამდენად რეალურია, დარჩენილი მატჩების მიხედვით თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ.
IV-V-VI
დიდი სიმჭიდროვეა ცხრილის შუაში. "სოხუმს" 18 მატჩში 28 ქულა აქვს, "შსს აკადემიას" 17 შეხვედრაში - 27, "დინამოს" 17-ში - 26. იმის გათვალისწინებით, რომ სოხუმელებს ორი დარჩენილიდან ერთი თამაში "არმიასთან" ელით, დინამოელებს აქვთ შანსი, რეგულარული ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულონ. "შსს აკადემიას" კი მეოთხე პოზიციაში, ალბათ, ვერავინ შეეცილება, რადგან მომდევნო შეხვედრებში ცხრილში მასზე ქვემოთ მყოფებთან ითამაშებს.
იმასაც გეტყვით, რომ მეოთხედფინალში მეოთხეადგილოსანი მეხუთეს შეხვდება, მესამე - მეექვსეს, მეორე - მეშვიდეს, ხოლო პირველი - მერვეს.
II-III
მეორე ადგილის მკვიდრ "ქუთაისს" ორი მატჩი აქვს დარჩენილი - ორივე აუტსაიდერებთან. სასწაული უნდა მოხდეს, იმერლებმა "ბათუმთან" ან სტუ-სთან რომ წააგონ. ამიტომ მეორე პოზიციის დასაკავებლად "ოლიმპს" სამივე მატჩი მოსაგები აქვს, მათ შორის, 21 აპრილს "არმიასთან".
მეორე ადგილი კი "ოლიმპისთვისაც" და "ქუთაისისთვისაც" დიდი პლუსია, რადგან ნახევარფინალში ურთიერთშეხვედრის შემთხვევაში მოედნის უპირატესობა იმ გუნდის მხარეს იქნება, ვინც რეგულარულ ეტაპს უკეთეს პოზიციაზე დაასრულებს.
I
რეგულარულის ჩემპიონის ვინაობა დიდი ხანია გაირკვა - "არმია" მიმდინარე სუპერლიგაში ერთხელაც არ დამარცხებულა.
სამედიცინო-ქუთაისი 84:92
სტუ-თსუ 77:100
სოხუმი-შსს აკადემია 52:74
რუსთავი-არმია 71:75
ბათუმი-ოლიმპი 85:103
რეკორდები
ქულა
41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)
2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8
17.12.11 შსს-თსუ
41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)
2-ქულ 14/20; 3-ქულ 2/6; საჯ 7/8
03.03.12 შსს-დინამო
მოხსნა
20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)
(მეტოქ: 4; საკუთ: 16)
23.12.11 ბათუმი-ქუთაისი
პასი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
29.10.11 შსს-ოლიმპი
14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)
10.12.11 დინამო-ოლიმპი
14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
17.12.11 სოხუმი-არმია
ჩაჭრა
8 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)
10.03.12 სამედიცინო-არმია
დაფარება
6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)
15.10.11 თსუ-ოლიმპი
6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)
05.11.11 დინამო-სამედიცინო
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
14.02.12 დინამო-არმია
6 - მილან ოლუიჩი (დინამო)
17.03.12 დინამო-ბათუმი
სატურნირო მდგომარეობა
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. არმია 17 17 0 1538/1074 34
2. ქუთაისი 18 14 4 1540/1390 32
3. ოლიმპი 17 14 3 1437/1247 31
4. სოხუმი 18 10 8 1433/1377 28
5. შსს აკადემია 17 10 7 1512/1334 27
6. დინამო 17 9 8 1407/1442 26
7. სამედიცინო 18 7 11 1457/1545 25
8. თსუ 17 6 11 1383/1499 23
9. სტუ 17 5 12 1289/1475 22
10. ბათუმი-რსუ 17 2 15 1216/1512 19
11. რუსთავი 17 1 16 1176/1493 18
XX ტური
30 მარტი (ბათუმი)
17:00 ბათუმი-არმია
30 მარტი (ქუთაისი)
18:00 ქუთაისი-სტუ
31 მარტი (თბილისი)
14:00 ოლიმპი-დინამო
16:00 შსს-სამედიცინო
18:00 თსუ-რუსთავი
XXI ტური
5 აპრილი (ბათუმი)
17:00 ბათუმი-რუსთავი
6 აპრილი (თბილისი)
12:00 დინამო-სტუ
14:00 ოლიმპი-სამედიცინო
16:00 არმია-სოხუმი
18:00 თსუ-შსს
XXII ტური
20 აპრილი (ქუთაისი)
18:00 ქუთაისი-ბათუმი
21 აპრილი (თბილისი)
12:00 შსს-რუსთავი
14:00 არმია-ოლიმპი
16:00 თსუ-დინამო
18:00 სოხუმი-სტუ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"