სუპერლიგა. XX ტური: "არმიამ" და "ქუთაისმა" დაგეგმილი მოგებები გაიფორმეს

AutoSharing Option
30 მარტს საქართველოს ჩემპიონატის მე-20 ტური დასავლეთში გაიხსნა: მეორეადგილოსანმა "ქუთაისმა" შინ სტუ-ს აჯობა, ხოლო "არმიამ" ბათუმში იმარჯვა.

30 მარტი. ბათუმი
ბათუმი-არმია 87:110
18:25, 21:25, 27:29, 21:31
ბათუმი: მაისურაძე (14ქ, 4პ), რამიშვილი (10ქ, 5მ, 4პ), მიქელაძე (17ქ, 8პ), ელიაშვილი (2ქ), კეშელავა (33ქ, 6მ), ნინუა, რევაზაშვილი (11ქ, 6მ).
არმია: რიჩარდსონი (22ქ), ბაბიაშვილი (4ქ), ბოისა (6ქ), კვიმსაძე (2ქ), ტომასი (26ქ, 7მ, 5პ), ათანელიშვილი, შელბომი (14ქ, 7მ, 4პ), დიასი (15ქ, 5მ), ვუდსაიდი (19ქ, 8მ, 10პ, 3ჩ, 2დ), შარაბიძე (2ქ).
მსაჯები: მ. კუპატაძე, ს. საინერსი, გ.
მიქელაძე.
კომისარი: თ. ქიქოძე.

ბათუმური შეხვედრა ლოგიკური შედეგით დასრულდა, თუმცა მოულოდნელობა მაინც დაფიქსირდა - "ბათუმმა" "არმიას" კალათში 87 ქულა მოათავსა, რაც მეტად მაღალი შედეგია. ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ლაშა კეშელავას, რომელმაც 33 ქულა მოაგროვა. აღსანიშნავია სროლის სიზუსტეც: ლაშამ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 9-დან 9 საჯარიმო გამოიყენა.

არმიელთაგან ორმაგი დუბლი ბენჟამინ ვუდსაიდმა მიითვალა (19 ქულა, 10 პასი). 20-ქულიან ზღვარს ასცდნენ არმიელი ამერიკელები ჯერემი რიჩარდსონი და უილიამ ტომასი. პირველმა 22 ქულა მოაგროვა, ხოლო მეორემ - 26.

მატჩის ოქმში რამდენიმე საინტერესო ციფრი დაფიქსირდა: "არმიამ" თითქმის ორმაგი სხვაობით იმარჯვა მოხსნებში (40:21), ხოლო პერიმეტრიდან ბათუმელებმა იყოჩაღეს - 9 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ როცა "არმიამ" 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა.

30 მარტი. ქუთაისი
ქუთაისი-სტუ 81:54
30:8, 19:19, 24:20, 8:7
ქუთაისი: ფაშაევი (5ქ, 7მ), ბაბუნაშვილი (9ქ), დიდია (5ქ), ცეკვავა (16ქ, 4პ), ტუკვაძე, ცირეკიძე (2ქ, 8მ), დ. ბარბაქაძე (3ქ), გ. ბარბაქაძე (14ქ, 5მ), კუჭავა (10ქ), კოღუაშვილი (10ქ), ქორიძე (7ქ).
სტუ: ტეტელაშვილი (17ქ, 4პ), თევზაძე, ჭოხონელიძე (3ქ), ჯავახიშვილი (2ქ, 5მ), ახალაია (5ქ), დეკანოიძე (2ქ, 8მ), ძიძიგური, კოპალიანი (9ქ, 3პ), კორძაძე, ნოზაძე (2ქ), ანთაძე (14ქ, 9მ, 7ჩ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, ი. ბერიშვილი, დ. ბერიშვილი
კომისარი: რ. გელოვანი.

"ქუთაისს" რეგულარულ ჩემპიონატში მეორე ადგილის დასაკავებლად დარჩენილი ორივე მატჩის მოგება სჭირდებოდა: 30 მარტს სტუ უნდა დაემარცხებინა, ხოლო 20 აპრილს - "ბათუმში" უნდა იმარჯვოს. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეორეობის შანსი "ოლიმპსაც" აქვს, ოღონდ თბილისელებმა სამივე მატჩი უნდა მოიგონ (მათ შორის "არმიასთან").

სტუ-სთან იმერლებმა პირველივე მეოთხედში გადაწყვიტეს შეხვედრის ბედი - 30:8 დაწინაურდნენ. დარჩენილ 30 წუთში "ქუთაისმა" უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა და დაგეგმილი გამარჯვებაც ჩაიწერა.

სატურნირო ცხრილი
1. არმია 18 18 0 1648/1161 36
2. ქუთაისი 19 15 4 1621/1444 34
3. ოლიმპი 17 14 3 1437/1247 31
4. სოხუმი 18 10 8 1433/1377 28
5. შსს აკადემია 17 10 7 1512/1334 27
6. დინამო 17 9 8 1407/1442 26
7. სამედიცინო 18 7 11 1457/1545 25
8. თსუ 17 6 11 1383/1499 23
9. სტუ 18 5 13 1343/1556 23
10. ბათუმი-რსუ 18 2 16 1303/1622 20
11. რუსთავი 17 1 16 1176/1493 18

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული