სუპერლიგა. XX ტური: "ოლიმპმა" "დინამო" იოლად დაამარცხა

AutoSharing Option
დასრულდა სუპერლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი "ოლიმპსა" და "დინამოს" შორის, სადაც "ოლიმპმა" მეტოქე იოლად 92:54 დაამარცხა.

შეხვედრა თავიდანვე ოლიმპელთა სასარგებლოდ დაიწყო, რომლებმაც პირველ ტაიმში 11 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და მატჩის პირველ ნახევარში 44:35 იმარჯვეს.

მესამე მეოთხედში დებიუტანტები კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და მეოთხედის დასრულებამდე 43.4 წამით ადრე 30 ქულიან უპირატესობას უწიეს - 73:43. დასკვნით მეოთხედში "ოლიმპმა" მეტოქეს პრაქტიკულად შანსიც არ დაუტოვა
და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 3:25 წუთით ადრე ანგარიშში დიდი სხვაობა - 87:52 დააფიქსირა. დინამოელებმა მოწინააღმდეგესთან პრაქტიკულად ვერაფერი გააწყეს და მარცხი განიცადეს.

"ოლიმპის" შემადგენლიბაში 24 ქულით საუკეთესო გიორგი გამყრელიძე იყო, ხოლო მის თანაგუნდელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ გამთამაშებელს გიორგი ცინცაძეს, რომელსაც დღეს სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა, 11 ქულითა და 9 შედეგიანი გადაცემით ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. "დინამოს" მხრიდან ყველაზე მეტი 20 ქულა კი დუდა სანაძემ მიითვალა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრესკონფერენციას "ოლიმპის" მხრიდან მთავარი მწვრთნელი გია კაზანჯიანი და მოთამაშე გიორგი ცინცაძე დაესწრნენ, ხოლო "დინამოს" გუნდიდან პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა მამაუკა აბრამიძემ და მოთამაშე სოსო ლეჟავამ გააკეთეს.

გია კაზანჯიანი (ოლიმპის მწვრთნელი): მინდა ჩემს გუნდს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. განსაკუთრებით კი მეორე ნახევარში. ბიჭებმა დაცვაში აბსოლუტურად ყველა დავალება ზუსტად შეასრულეს და შემიძლია ვთქვა რომ ასეთი დაცვა წელს ჩვენ ჯერ არ გვითამაშია. შეტევაშიც კარგად გავისარჯეთ და სწორედ ამის წყალობით ვიმარჯვეთ... რაც შეეხებათ მოთამაშეებს, ტოდოროვიჩზე დიდ იმედებს ვამყარებთ, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ცინცაძე კი კიდევ უკეთესს ფორმაში შევა.

გუნდში მოთამაშის დამატების მხრივ ჩვენ განვიხილავთ ვოვა ბოისას საკითხს, რომელიც აღდგომის დღესასწაულამდე გადაწყდება. განაცხადში შეყვანის ბოლო ვადა 30 აპრილია და ამიტომ ჯერ საკმარისი დრო გვაქვს ამისთვის.

მამუკა აბრამიძე (დინამოს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): მივულოცავ "ოლიმპს" ამ გამარჯვებას, რომელიც ძლიერი გუნდია, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღეს საბოლოო ანგარიშმა დააფიქსირა. ვეთანხები ჩემს კოლეგას, რომ თავდასხმაში არაფერი გამოგვივიდა. ეს მეტოქის შესანიშნავი დაცვის დამსახურებაა.

რაც შეეხება ცინცაძის თამაშს, მივულოცავ გიორგის დღევანდელ დებიუტს. ,დინამომ" იცოდა რომ მოედანზე გიორგი იდგებოდა და ამას ჩვენს გუნდზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. ტრამვის კვალობაზე ცინცაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდა და ისევე ბრწყინვალედ ითამაშა, როგორც მას სჩვევია.

გიორგი ცინცაძე: ვულოცავ ჩემს გუნდს გამარჯვებას. მართლაც კარგად ითამაშეს ბიჭებმა, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯნენ მოედანზე და ვისიამოვნე ამ გამარჯვებით. დღეს ჩემი დებიუტი შედგა და კმაყოფილი ვარ მატჩით. ფიზიკური კონდიციების 90 პროცენტით მზად ვარ, უბრალოდ სათამაშო გამოცდილება მაკლია, რაც ალბათ ლოგიკურია.

რა შეეხება სუპერლიგას, აქ ძალიან ადრე, დაახლოებით 10 წლის წინ ვთამაშობდი და ვფიქრობ, რომ ადრე უფრო მეტი დაძაბულობა იყო, რადგან ჩემპიონატში ერთი დონის ბევრი კლუბი თამაშობდა და არ იყო ისეთი გამორჩეული გუნდი, როგორც მაგალითად "არმია" . ლეგიონერები მომრავლდენ და სუპერლიგა სანახაობრივი და მაყურებლისთვის გაცილებით მიმზიდველი გახდა. მიმაჩნია, რომ წლევანდელი სუპერლიგა ბოლო დროის ყველაზე კარგი ჩემპიონატია.

სოსო ლეჟავა: ვულოცავ "ოლიმპს" ამ გამარჯვებას. დაცვაში საერთოდ ვერ ვიასპარეზეთ და შეტევაშიც არაფერი გამოგვივიდა. ეს დღევანდელი რეზულტატიდანაც კარგად ჩანს.

* * *

სუპერლიგის მე-9 ტურის მორიგ მატჩში ერთმანეთს "შსს აკადემია" და თსსუ დაუპირისპირდნენ, სადაც "შსს აკადემიამ" სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი დიდი სხვაობით, 83:58 დაამარცხა.

აკადემიელებმა მატჩი თავიდანვე ჩინაბულად დაიწყეს და მეორე პერიოდის მე-6 წუთისთვის წინ 33:11 გავიდნენ, ხოლო ტაიმი თავიაანთ სასარგებლოდ 49:15 დაასრულეს. მესამე მეოთხედის მე-7 წუთზე შსს კადემიამ სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა და 40-ქულიან უპირატესობას უწია -65:25.

დასკვნით მეოთხედში თსსუ-მ მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა და 53:75 დააფიქსირა, თუმცა საბოლოოდ მეტოქესთან ვერაფერს გახდა და უშანსოდ დამარცხდა. შსს აკადემიის შემადგენლობაში 19 ქულით ალენ ტრეპალოვაცი გამოირჩა, ხოლო სამედიცინოს რიგებში 15 ქულა მიხეილ ჭოჭუამ დააგროვა.

მატჩისშემდგომ გამართულ პრსხკონფერენციაზე "შსს აკადემიისა" და თსსუ- გუნდების მწვრთნელებისა და მოთამაშეების მხრიდან შემდეგი კომენტარები გაკეთდა.

გეორგოს კეცელიდისი (შსს აკადემიის მწვრთნელი): დღევანდელი მატჩის მხოლოდ პირველი ტაიმით ვარ კმაყოფილი. მეორე ნახევარში ცუდად ვითამაშეთ, განასაკუთრებით კი დაცვაში.

ახალგაზრდა გუნდი ვართ და პირველ რიგში დაცვაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში კონცენტრაცია დავკარგეთ, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ფიზ-მომზადების მწვრთნელს დავით არეშიძეს, რომლიც ძალიან მეხმარება და გუნდისთვის დიდ შრომას სწევს. შსს აკადემია ნამდვილად ბრწყინვალე ფიზიკურ ფორმაშია და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა დავითს. რაც შეეხებათ მოთამაშეებს, ისინი უკვე ხვდებიან რას ვითხოვ მათგან თამაშისას და რა მინდა რომ გააკეთონ. ახალგაზრდები არიან და ბევრი რამ აქვთ დასახვეწი.

კახა შენგელია (თსსუ-ს მწვრთნელი): სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე. ყველა ასპექტში წავეგეთ. რაც შეეხება დაცვას, თუ არ ჩავთლით რამდენიმე ეპიზოდს, პრაქტიკულად საერთოდ არ გვითამაშია.

იმდენად მცირე ხანს ვითმაშეთ დაცვა და იმდენად უმნიშვნელო იყო და რომ არც კი ღირს ლაპარაკი. ვერ გეტყვით გეტყვით რატომ დაფიქსირდა ამხელა სხვაობა პირველ ტაიმში და რისი ბრალი იყო ეს ფაქტი. გუნდში ბევრი რამაა გამოსასწორებელი, რასაც ყველა მატჩზე გპირდებით და საბოლოოდ ვერ ვასრულებთ. იმედია, მომავალში უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ.

გიორგი ნიკოლაძე: პირველ რიგში ჩემი მხრიდან მსურს დიდი სიმპათია გამოვხატო კახა შენგელიას მიმართ, რომელიც ჩვენი გუნდის მეორე მწვრთნელი იყო, ხოლო როცა გუნდში პირველად მივედი კახა მთავარი მწვრთნელი გახლდათ და მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი როგორც მოთამაშის ჩამოყალიბებაში. დიდი მადლობა მას კიდევ ერთელ.

რაც შეეხება მატჩს, არაერთხელ მითქვამს, რომ მაღალი დონის მწვრთნელი გვყავს და გუნდი თანდათან აუმჯობესებს თამაშს. ეს ტურიდან ტურშიც მტკიცდება.

ჯერ კიდევ ვერ ვაჩვენებთ იმ თამაშს, რასაც მწვრთელი ითხოვს ჩვენგან. ნელ-ნელა დავხვეწავთ თამაშს და პლეიოფში სერიოზული გუნდი ვიქნებით. მწვრთნელს ძირითადი აქცენტი დაცვაზე აქვს გადატანილი. დღეს პრველ ტაიმში მართლაც კარგი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მოვეშვით, რამაც და ის ძალიან გააბრაზა. დიდი მადლობა მწვრთნელს იმისთვის, რასაც ის ჩვენი გუნდისთვის და თითოეული მოთამაშისთვის აკეთებს.

მიხეილ ჭოჭუა: მივულოცავ მოწინაღნდეგე გუნდს ამ გამარჯვებას. უამრავი შეცდომა დავუშვით. წავაგეთ ფარიც. მეტს ვერფაერს დავამატებ, რადგან ყველაფერი სტატისტიკიდან კარგად ჩანს.

* * *
სუპერლიგის მე-9 ტურის დასკვნით მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა "რუსთავს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 74:78 დამარცხდა.

შეხვედრა თავიდანვე საინტერესედ დაიწყო და გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურება თსუ-მ მოახერხა და წინ 35:34 გავიდა. დაძაბულად დაიწყო მესამე მეოთხედიც, სადაც "ქვემოქართლელები" აქტიურად ათამაშდნენ და აღნიშნული პერიოდის შუაწელში თვაიაანთ სასარგებლოდ 45:40 დააფიქსირეს.

დარჩენილ დროში "სტუდენტები" მდევრის როლში აღმოჩნდენ, საბოლოოდ კი წინ გასვლა მეოთხე მეოთხედის მე-6 წუთზე მოახერხეს - 63:62. ამის შემდეგ დაძაბულობამ პიკს მიაღწია, გუნდებს შორის უშეღავათო ბრძოლა გაიმართა და თამაში ქულა-ქულაში წავიდა. დარჩენილ დროში რუსთაველებმა მოახერხეს მატჩზე მობილიზება, შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 9 წამით ადრე 78:74 დაწინაურდნენ და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმეს.

"რუსთავის" შემადგენლობაში საუკეთესო ჟულივეტ ტუჯანი იყო, რომელმაც 19 ქულით ად 16 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო თსუ-ს მხრიდან 22 ქულით თავი ვახტანგ ჩქარეულმა გამოიჩინა. ორმაგი დუბლი შეასრულა ჩქარეულის თანაგუნდელმა მიხეილ ჩიტაშვილმა, რომლის ანგარიშზე 18 ქულა და12 შედეგიანი გადაცემაა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-სა და "რუსთავის" მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავის მწვრთნელი): "რუსთავი" განებვრივებული არ არის გამარჯვებებით და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის რომ დღევანდელი მატჩი ჩვენთვის სასარგებლოდ დაგვესრულებინა.

პირველი ტაიმის შემდეგ გუნდმა გამოასწორა შეცდომები და ზუსტად შეასრულა ყველა მიცემული დავალება. შესაბამისად შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა. ბიჭებმა ძალიან მოინდომეს, რის ხარჯზეც შედეგმა არ დააყოვნა. დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის. თსუ-მაც შესანიშნავად იასპარეზა და მადლობა მას ასეთი კარგი თამაშისათვის.

ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ-ს მწვრთნელი): ვულოცავ რუსთავის გუნდს გამარჯვებას, რომელიც მზარდი და ახალგაზრდა მოთამაშეებითა დაკომპლექტებული. დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ თამაშს იგებს არა რომელიმე კონკრეტული სახელი და გვარი, არამედ მთლიანი შემადგენლობა.

მივულოცავ ჩემს კოლეგას, ბრწყინვალე მწვრთნელს მიხეილ ბერუაშვილს ამ გამარჯვებას, რომელმაც ჩინებულად მოამზადა "რუსთავი" და დაამარცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი. რაც შეეხება ჩვენს თამაშს, რთულია კომენტარის გაკეთება. 75 შეტევიდან მხოლოდ 33 პროცენტი გვაქვს ჩაგდებული და ამ სტატისტიკიდან გამომდინარე 4 ქულა კი არა, ალბათ გაცილებით მეტი უნდა წაგვეგო.

ჟულივეტ ტუჯანი: ძალიან სანახაობრივი მატჩი გამოვიდა. კარგად ვითამაშეთ დაცვაში. თსუ-მაც შესანიშნავად იასპარეზა, მაგრამ საჭირო დროს ჩვენ უკეთესად გამოგვივიდა ყველაფერი.

ვახტანგ ჩქარეული: ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ იმის გამო რომ ნაკლული შემადგენლობით ვთამაშობდით, მარცხი განვიცადეთ. გუნდს აკლდა ბექა ჩიკვილაძე, ხოლო ზურაბ მაისურაძე ავადმყოფობის გამო საერთოდ უვარჯიშებელი იყო. მცირე ხანს ითამაშა ასევე თორნიკე ნინიაშვილმა, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა.

superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული