სუპერლიგა. XX ტურის რჩეულნი

AutoSharing Option
მეორე ტურია, სიმბოლურ ნაკრებში საუკეთესო მწვრთნელის ადგილს მიხეილ ბერუაშვილი (რუსთავი) იკავებს. მისმა გუნდმა ბოლო დროს თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ ეს პლეი ოფში მოხვედრისთვის საკმარისი აღარ არის - უკვე გვიანია.

XX ტურის საუკეთესო კალათბურთელად ჟურნალისტებმა რუსთავის კამერუნელი მეფარე ჟულივეტ ტუჯანი დავასახელეთ, რომელმაც ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა - 19 ქულა, 16 მოხსნა, რასაც 6 პასი მიამატა.

ასევე, ხაზგასასმელია ბათუმელი ლაშა კეშელავას ეფექტური გარჯა "არმიას" წინააღმდეგ. მან 9-იდან 6 ორქულიანი, 5-იდან 4 სამიანი და 9-იდან 9 საჯარიმო გამოიყენა და 33 ქულას მოუყარა თავი.

სუპერლიგა. XXI ტური. 5 აპრილი, ბათუმი
ბათუმი-რუსთავი 73:82
ბათუმი: მაისურაძე (11ქ, 2დ, 5პ, 5მ), რამიშვილი (10ქ, 5პ, 5მ), მიქელაძე (12ქ, 5პ), ელიაშვილი (13ქ, 3დ, 15მ), კეშელავა (23ქ, 11მ, 4პ, 3დ), ნინუა, რევაზაშვილი (4ქ, 5მ).
რუსთავი: გ. არაბული, ბერუაშვილი, არწივიძე (8ქ, 3პ), ბააკაშვილი (23ქ), ჩაჩანიძე (21ქ, 7მ, 3პ), ხმელიძე (16ქ, 9მ, 10პ), გუგავა (4ქ), ტუჯანი (10ქ, 14მ).
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე, ს.საინერისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული